მაკრონი უკრაინაში დასავლელი სამხედროების გაგზავნას არ გამორიცხავს

კიევის მხარდამჭერ სამიტზე, რომელსაც ევროპელი ლიდერები ესწრებოდნენ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინაში დასავლელი სამხედროების გაგზავნა არ გამორიცხა. “დღეს არ არსებობს შეთანხმება უკრაინაში სახმელეთო ჯარების ოფიციალურად გაგზავნაზე, მაგრამ… არაფერია გამორიცხული.” – თქვა მაკრონმა. “ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა, რათა დავრწმუნდეთ, რომ რუსეთი ამ ომს ვერ მოიგებს.” – დაამატა საფრანგეთის პრეზიდენტმა. მაკრონის თქმით, რუსეთის დამარცხება ევროპის უსაფრთხოებისთვის […]
იტალიაში საბა საზონოვის ერთ-ერთი მწვრთნელი დააპატიმრეს

Football Italia-ს ინფორმაციით, იტალიურმა პოლიციამ “ტორინოს” მთავარი მწვრთნელის, ივან იურიჩის ასისტენტი მიკელე ორეკიო დააპატიმრა. საქმე ისაა, რომ ორეკიო “რომას” საწვრთნელი ბაზის, “ტრიგორიას” მახლობლად ხეზე იმალებოდა და ბინოკლით “ჯალოროსის” ვარჯიშს აკვირდებოდა, რის გამოც ის ჯაშუშობაში დაადანაშაულეს. მისმა ამ თვალთვალმა შედეგი მაინც ვერ მოიტანა. სერია A-ს 26-ე ტურში ტურინელებმა გასვლაზე “რომასთან” 2:3 წააგეს, საბა საზონოვმა კი მე-14 […]
ანტიკორუფციული ბიურო, პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს 30 ოპოზიციონერი დეპუტატის ქონებრივი დეკლარაციის შემოწმებას გეგმავს

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და კორუფციის მაღალი რისკის გამო, ანტიკორუფციული ბიურო, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს, დამატებით 30 ოპოზიციონერი დეპუტატის ქონებრივი დეკლარაციის შემოწმებას გეგმავს. ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ანტიკორუფციული ბიურო შემდეგი თანამდებობის პირების ქონებრივ დეკლარაციებს შეამოწმებს: პარლამენტის წევრები: თეონა აქუბარდია; სალომე სამადაშვილი, გელა მიქაძე, ალექსანდრე მოწერელია, ტარიელ ნაკაიძე, ანა ნაცვლიშვილი, ჰერმან საბო, ხათუნა სამნიძე, გუბაზ სანიკიძე, დავით […]
ანჯეი დუდა – უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესახებ მოკავშირეებს შორის კონსენსუსი არ არსებობს

უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესახებ მოკავშირეებს შორის კონსენსუსი არ არსებობს, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა. „ამ საკითხზე შეთანხმება არ მიღწეულა. აქ აზრები განსხვავდება, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილებები არ არსებობს“, – განაცხადა ანჯეი დუდამ. პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პარიზში გამართულ ევროპელი ლიდერების სამიტზე უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესახებ მწვავე დისკუსია გაიმართა. ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა […]
28 თებერვალს, პარლამენტში, საქართველოში აშშ-ს ელჩის მოსმენა იგეგმება

28 თებერვალს, პარლამენტში, საქართველოში აშშ-ს ელჩის რობინ დანიგანის მოსმენა იგეგმება. ამერიკელ დიპლომატს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ. საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი ასპექტები და აშშ-ის საგარეო პოლიტიკა – ეს არის თემა, რომელზეც რობინ დანიგანი საქართველოს პარლამენტში ისაუბრებს. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ასევე გამოვა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, რომელიც დეპუტატებს საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) და ASEAN-ის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში […]
ბრიუსელში ფერმერების აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა

ბრიუსელში პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა ფერმერების საპროტესტო აქცია. ისინი ევროკავშირის და მისი წევრი სახელმწიფოების აგრარულ პოლიტიკას აპროტესტებენ და მოითხოვენ პროდუქციაზე სამართლიან ფასებს და შემსუბუქებას ეკოლოგიური მოთხოვნების, რომლებიც, მათი შეფასებით, სოფლის მეურნეობაზე ძლიერ ზეწოლას ახდენენ. ფერმერებმა ბრიუსელში საპროტესტო აქცია დაამთხვიეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სოფლის მეურნეობის მინისტრების შეხვედრას, რომელიც 26 თებერვალს გაიმართა. აქციის მონაწილეებმა 900-მდე ტრაქტორით სცადეს ჩაკეტვა […]
„გუდა“ – თუშეთის მეცხვარეებისგან დაწყებული გუდის ყველის დამზადების წესი და ტრადიცია

გუდის ყველის აუცილებელი ნიშან-თვისებაა ალპურ და სუბალპურ საძოვრებზე გაზრდილი ძროხისა და ცხვრის რძისაგან ან მათი ნარევისაგან ამოყვანა, რომელსაც შეიძლება დაემატოს თხის რძეც. ასევე, მნიშვნელოვანია ცხვრის, თხის, ან ხბოს ტყავისაგან დამზადებულ გუდაში მომწიფებისა და შენახვის ტრადიციის გამოყენება. ვინაიდან აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ, კახეთის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში გვაქვს ალპური ზონები და საძოვრების მრავალფეროვანი არჩევანი, ადგილობრივ […]
“ბაზისბანკმა” სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩები დააჯილდოვა

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით, ევროკავშირის მხარდაჭერითა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პარტნიორობით, ორბელიანების სასახლეში „სოციალური მეწარმეობის საუკეთესო ახალგაზრდა ელჩი 2024“ გამოვლინდა. ღონისძიებას 100-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა ბიზნესსექტორის, დიპლომატიური კორპუსის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან. CSRDG-მ სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩები საქართველოს 6 რეგიონში გამოავლინა. ახალგაზრდა ელჩების პროგრამის მიზანია ახალგაზრდები ჩაერთონ მათ გარშემო არსებული სოციალური, […]
ბავშვების ცხოვრება ომის პირობებში

ნაღმები სათამაშოებში, თუ საბავშვო გასართობ პარკებში – ესაა რეალობა, რაც რუსეთის ჯარმა დეოკუპირებულ უკრაინულ ქალაქებში დატოვა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, უკრაინულ სკოლებსა და ბაღებში ბავშვებს ასწავლიან, თუ როგორ ამოიცნონ საფრთხე და როგორ იცხოვრონ უსაფრთხოდ ომის პირობებში.
კოსმეტიკურ პროდუქციასთან დაკავშირებული საქმიანობა შესაძლოა, მარეგულირებელ ჩარჩოში მოექცეს

კოსმეტიკურ პროდუქციასთან დაკავშირებული საქმიანობა შესაძლოა, მარეგულირებელ ჩარჩოში მოექცეს. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაშია ნათქვამი. კოსმეტიკური საშუალებების რეგულირების შესახებ კანონპროექტს ჯანდაცვის სამინისტრო შეიმუშავებს. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ტექნიკური რეგლამენტით განისაზღვრება ბაზარზე განთავსებამდე და განთავსების შემდეგ ადმინისტრირების საკითხები და მასზე პასუხისმგებელი უწყებები. ამასთან, ნათქვამია, რომ ტექნიკური რეგლამენტით განისაზღვრება ეკონომიკური ოპერატორების როლი და ვალდებულებები, მათ შორის […]