ხალხის ძალის წევრი: ყოველ დილით ჩინელი ტურისტები ვარდებით ამკობენ ქართლის დედას

ერის მიმართ პატივისცემა მხოლოდ ეროვნული დღესასწაულების მოლოცვა და ქართულ ნაციონალურ სამოსში გამოწყობა არ არის. ტრადიციებისადმი დამოკიდებულება ეროვნული იდეოლოგიის ხელშეუხებლობაში გამოიხატება. 30 წელია, ზოგიერთი მეგობარი სახელმწიფოს მხრიდან ქართული ღირებულებებისადმი სიტყვიერ პატივისცემას ვუსმენთ, მაგრამ საქმით ამის წინააღმდეგ მოქმედებენ. ყოველ დილით ჩინელი ტურისტები ვარდებით ამკობენ ქართლის დედას. ამის შემსწრე თავად ვარ. როგორც გავარკვიე, ამას საკუთარი სურვილით აკეთებენ – […]
The New York Times-ის წყარომ დაადასტურა, რომ ნავალნის ხანგოშვილის მკვლელში გაცვლა განიხილებოდა

ამერიკული გამოცემის, The New York Times-ის წყარომ დაადასტურა, რომ ალექსეი ნავალნის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელში, ვადიმ კრასიკოვში გაცვლაზე საუბარი მიმდინარეობდა. გასულ დღეს, 26 თებერვალს კორუფციასთან ბრძოლის ფონდის თავმჯდომარე, მარია პევჩიხი ირწმუნებოდა, რომ განიხილებოდა ალექსეი ნავალნის გერმანიის პატიმრობაში მყოფ ვადიმ კრასიკოვში გაცვლა. პევჩიხის მტკიცებით, “ნაცნობი პოლიტიკოსებისა” და “პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების” დახმარებით, ნავალნის მხარდამჭერების გეგმა მიიღეს 2023 […]
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ევროკომისიის ანტიკორუფციული მოთხოვნების საპასუხოდ ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტს უარყოფითად აფასებს და აცხადებს, რომ ეს უკან გადადგმული ნაბიჯია

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” ევროკომისიის ანტიკორუფციული მოთხოვნების საპასუხოდ ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტს უარყოფითად აფასებს და აცხადებს, რომ ეს ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით უკან გადადგმული ნაბიჯია. შესაბამისად, ორგანიზაცია მოუწოდებს პარლამენტის კომიტეტებს, რომ საკანონმდებლო პაკეტს მხარი არ დაუჭირონ და თუ საჭირო გახდება, ვენეციის კომისიას გაუგზავნონ კვლავ, მათი მოსაზრებების მოსასმენად. აღნიშნულის შესახებ განცხადება „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ოფისში გაკეთდა. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, […]
სპეციალური საგამოძიებო სამსახური პროკურორების მიერ ჩადენილ დანაშაულებსაც გამოიძიებს

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა იზრდება – აღნიშნული უწყება ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ, ასევე სქესობრივი ხელშეუხებლობისა და ადამიანის თავისუფლების წინააღმდეგ ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულებს იმ შემთხვევაშიც გამოიძიებს, თუ ის პროკურორმა ჩაიდინა. შესაბამისი ცვლილებები „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონში შედის, რომელიც პარლამენტს “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა წარუდგინეს. გარდა ამისა, სპეციალური საგამოძიებო სამსახურს და ასევე, პერსონალურ მონაცემთა […]
„აღმოსავლეთ-დასავლეთის“ მაგისტრალური გაზსადენის 20,5 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა საოკუპაციო გამყოფი ზოლის სიახლოვეს მიმდინარეობს

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია „აღმოსავლეთ-დასავლეთის” მაგისტრალური გაზსადენის “ლეხურა-სვენეთის” 20,5 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობას ახორციელებს, რომელიც შიდა ქართლში საოკუპაციო გამყოფი ზოლის სიახლოვეს მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს განმარტებით, მილსადენის მშენებლობის სამუშაოებს, სოფელ ნადარბაზევთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა […]
ემანუელ მაკრონი – უკრაინისა და საკუთარი უსაფრთხოების მხარდასაჭერად ევროპა აშშ-ის არჩევნებს არ უნდა დაელოდოს

უკრაინისა და საკუთარი უსაფრთხოების მხარდასაჭერად ევროპა აშშ-ის არჩევნებს არ უნდა დაელოდოს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა. „ჩვენ ამერიკის არჩევნების შედეგებს ვერ დაველოდებით, რათა გადავწყვიტოთ, როგორი იქნება ჩვენი მომავალი. ევროპის მომავალი სასწორზე დგას, ამიტომ გადაწყვეტილება ევროპელებმა უნდა მიიღონ. თუ სხვებს დახმარება სურთ, ეს ფანტასტიკურია, მაგრამ ეს მხოლოდ დამატებითი ბონუსია“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა. […]
ქედის მუნიციპალიტეტის ცენტრში ხუთსართულიან კორპუსში ხანძარი გაჩნდა

ქედის მუნიციპალიტეტის ცენტრში ხუთსართულიანი კორპუსის სხვენში ხანძარი გაჩნდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, საცხოვრებელი კორპუსიდან მოქალაქეების ევაკუირება გახდა საჭირო. მათივე ინფორმაციით, ადგილზე მაშველი-მეხანძრეები არიან მობილიზებული და ხანძრის ლოკალიზება მიმდინარეობს. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. რამ გამოიწვია ხანძარი, უცნობია.
თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული მობილური ტელეფონები აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში „თბილისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული საქონელი, მათ შორის მობილური ტელეფონები აღმოაჩინეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 21 688,36 ლარი შეადგინა. მათივე ცნობით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ჯამში […]
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ წევრებთან შეხვედრა გამართა

თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ წარმომადგენლებს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მან შეხვედრის მონაწილეებს გააცნო „თავდაცვის კოდექსით“ გათვალისწინებული რეფორმები, რომლებიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. საინფორმაციო ხასიათის შეხვედრაზე თავდაცვის ძალების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. „თავდაცვის კოდექსის“ პრეზენტაციის შემდეგ, უწყების წარმომადგენლებმა შეკითხვებსაც უპასუხეს. „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ წევრები განსაკუთრებით დაინტერესდნენ წვევამდელთა ეროვნული სამსახურისა და ტერიტორიული რეზერვის პირობებით. […]
ყალბი ფულის გასაღების ფაქტებზე 3 პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოვლინდა ყალბი ფულის გასაღების ორი ფაქტი, რაზეც დაკავებულია სამი პირი. ძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში ბრალდებულების მიერ, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქ. თბილისში გასაღებულ იქნა 19 900 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 100 დოლარიანი კუპიურა, ხოლო მეორე შემთხვევაში ქ. ბათუმში, სხვადასხვა […]