„აღმოსავლეთ-დასავლეთის” მაგისტრალური გაზსადენი ექსპლოატაციაში მიმდინარე წელს შევა

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია „აღმოსავლეთ-დასავლეთის” მაგისტრალური გაზსადენის „ლეხურა-სვენეთის” 20,5 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობას ახორციელებს, რომელიც შიდა ქართლში საოკუპაციო გამყოფი ზოლის სიახლოვეს მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა. მილსადენის მშენებლობის სამუშაოებს, სოფელ ნადარბაზევთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და ნავთობისა და გაზის კორპორაციის ხელმძღვანელი პირები გაეცნენ. სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა […]

ფრაისუოთერჰაუსკუპერსი (PwC) საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურებების სფეროში წამყვანი ფირმა ფრაისუოთერჰაუსკუპერსი (PwC) საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა, რომლის გლობალური ქსელი 2024 წელს თავისი არსებობის 175 წელს აღნიშნავს. PwC წარმოადგენს პროფესიული მომსახურების ერთ-ერთ უდიდეს კომპანიას მსოფლიოში და ე.წ. დიდი ოთხეულის წევრია. PwC საქართველოში კლიენტებს ემსახურება 1996 წლიდან, 2005 წელს კი თბილისში წარმომადგენლობითი ოფისი გახსნა, სადაც 120-ზე მეტი ქართველი […]

“ამოღებულია კოკაინი, მდმა, მეტამფეტამინი, მეთადონი” – შსს-მ უცხოეთის 4 მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კრიმინალური პოლიციის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, ჩინეთის და გერმანიის 2 მოქალაქე, ასევე, რუსეთისა და უკრაინის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს 1995 წელს დაბადებული პ.კ. ხოლო წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით […]

მაკრონმა არ გამორიცხა დასავლური ჯარების გაგზავნა უკრაინაში

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინაში დასავლური სამხედრო ძალების გაგზავნა არ გამორიცხა. ამასთან, მაკრონი ამბობს, რომ ამ ნაბიჯზე კონსენსუსი არ არსებობს. „დღეს არ არსებობს კონსენსუსი სახმელეთო ჯარების ოფიციალურად გაგზავნაზე, მაგრამ… არაფერია გამორიცხული“, — თქვა მაკრონმა პარიზში, უკრაინის მხარდაჭერის სამიტის დასრულების შემდეგ. საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის დამარცხება აუცილებელია ევროპის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის და აუცილებელია, ევროპა სიტყვებიდან მოქმედებაზე […]

“დევნილი ქალები კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ემხრობიან” – კვლევა

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ახალი კვლევა [2023 წელს ჩატარდა] წარადგინა, სახელწოდებით “იძულებით გადაადგილებული ქალები კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ემხრობიან”. კვლევა შეეხება იძულებით გადაადგილებული ქალების განწყობებს, დამოკიდებულებას კონფლიქტის მოგვარების გზებთან, შერიგებასა და მშვიდობასთან დაკავშირებით. როგორც კვლევის შესახებ ინფორმაციაში ვკითხულობთ, კვლევაში მონაწილე ქალებს მიაჩნიათ, რომ კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებას ყველაზე მეტად ახალგაზრდების, მათ შორის ახალგაზრდა ქალების დამეგობრება (55%) და […]

„წინანდლის მამული და სასტუმრო „რადისონ ქოლექშენი“ ქალთა კვირეულს მართავს – ღონისძიების მხარდამჭერია SOLO“

წინანდლის მამული, SOLO და Visa-ს მხარდაჭერით და „პორშე ცენტრ თბილისთან“ პარტნიორობით, 1 მარტიდან 10 მარტის ჩათვლით, სასტუმრო „რადისონ ქოლექშენში“ ქალთა კვირეულს გამართავს. კვირეულის ფარგლებში ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ მრავალფეროვან კულტურულ, შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებში – დაესწრონ საფორტეპიანო კონცერტს, მოუსმინონ კლასიკური ჯაზის ტრიოს შესრულებას. ასევე, დაესწრონ SOLO Talk-ებს, რომლებსაც ფსიქოლოგი ნინო მარგველაშვილი და ნიკოლოზ წულუკიძე […]

საქართველო-ლუქსემბურგის მატჩზე ბილეთების გაყიდვა ვერ იწყება

ბილეთების ყიდვის ონლაინ პლატფორმა Tkt.ge შეფერხებით მუშაობს. საიტზე ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრი პლეი-ოფის ნახევარფინალური შეხვედრის ბილეთების გაყიდვა საქართველოსა და ლუქსემბურგის ნაკრებებს შორის 12:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა ღონისძიება პლატფორმაზე ამ დრომდე არ დამატებია. საიტზე ამ დრომდე არც სხვა ღონისძიებების ბილეთებია ხელმისაწვდომი. საქართველოსა და ლუქსემბურგის ნაკრებების შეხვედრა თბილისში, დინამო არენაზე 21 მარტს, 21:00 საათზეა დაგეგმილი. პირველად, ბილეთის […]

წინანდლის მამული და სასტუმრო „რადისონ ქოლექშენი“ ქალთა კვირეულს მართავს – ღონისძიების მხარდამჭერია SOLO

წინანდლის მამული, SOLO და Visa-ს მხარდაჭერით და „პორშე ცენტრ თბილისთან“ პარტნიორობით, 1 მარტიდან 10 მარტის ჩათვლით, სასტუმრო „რადისონ ქოლექშენში“ ქალთა კვირეულს გამართავს. კვირეულის ფარგლებში ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ მრავალფეროვან კულტურულ, შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებში – დაესწრონ საფორტეპიანო კონცერტს, მოუსმინონ კლასიკური ჯაზის ტრიოს შესრულებას. ასევე, დაესწრონ SOLO Talk-ებს, რომლებსაც ფსიქოლოგი ნინო მარგველაშვილი და ნიკოლოზ წულუკიძე […]

2030 წლისთვის შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნებს საერთო ხედვა უნდა ჰქონდეთ – როლანდ პრაისი

“მსოფლიო ბანკი” დღეს თბილისში ახალ ანგარიშს წარადგენს, რომელიც “შუა დერეფნის” სავაჭრო და სატრანსპორტო პოტენციალია შეფასებული. კვლევის თანახმად, არსებობს შესაძლებლობა, რომ შუა დერეფანში” ტვირთბრუნვა სამჯერ გაიზარდოს, სამგზავრო დრო კი – განახევრდეს. ამ საკითხზე მედიასთან “მსოფლიო ბანკის” რეგიონული დირექტორი, როლანდ პრაისი საუბრობს და აღნიშნავს, რომ დერეფნის სრული პოტენციალის ასათვისებლად დაინტერესებული მხარეების ინვესტიციები და საერთო ხედვაა საჭირო. “შუა […]

გადაარწმუნებს მაკრონი მბაპეს? – დღეს ელისეის სასახლეში შეხვედრა შედგება

Le Parisien-ის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტმა პსჟ-ის ფორვარდი კილიან მბაპე სადილზე დაპატიჟა. დღეს ელისეის სასახლეს ფეხბურთელთან ერთად კატარის ემირი და პარიზული გუნდის პრეზიდენტი ნასერ ელ-ხელაიფიც ეწვევიან. მედიაში უკვე დაირხა ხმები იმის შესახებ, რომ მაკრონმა შესაძლოა, მბაპეს გადარწმუნება სცადოს, რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით მადრიდის “რეალს” შეუერთდება. აღსანიშნავია, რომ ეს საფრანგეთის პრეზიდენტმა ერთხელ, 2022 წელს უკვე შეძლო.