რუსეთი ბენზინის ექსპორტს 6 თვით აჩერებს

რუსეთის მთავრობა გეგმავს, რომ ბენზინის ექსპორტი 6 თვით აკრძალოს. აკრძალვა ძალაში მიმდინარე წლის პირველი მარტიდან შევა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო TASS-ს რუსეთის ვიცე-პრემიერ ალექსანდრე ნოვაკის წარმომადგენელმა განუცხადა. რუსული მედია წერს, რომ ასევე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ბირჟაზე დიზელის რეალიზაციის სტანდარტის 16%-მდე გაზრდაზე. ექსპორტის დროებითი აკრძალვა არ შეეხება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებს, ასევე ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ე.წ. […]
„ტყეების დეგრადაციის 36%-იანი მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია“ – გარემოს დამცველი სტიქიების გაზრდილ საფრთხეზე საუბრობს

„როგორც ჩანს, წლების განმავლობაში გაიზარდა დეგრადირებული ხეების რიცხვი, რადგან აქამდე არ გვქონდა ერთიანი მონაცემები და გასულ წელს ტყის ეროვნული აღრიცხვა პირველად ჩატარდა. როგორც აღრიცხვის შედეგად გამოჩნდა, ტყეების დეგრადაციის მაჩვენებელი 36%-ის ფარგლებშია, რაც ქვეყნისთვის საკმაოდ მაღალია და ნიშნავს იმას, რომ ამ ადგილებში ტყე თავის ფუნქციას ვერ ასრულებს. ეს არის წყალმარეგულირებული, ნიადაგდაცვითი ფუნქცია“, – ამის შესახებ გარემოსდაცვითი […]
პირველი მარტიდან რუსეთი ბენზინის ექსპორტის 6 თვით აკრძალვას აპირებს

რუსეთის მთავრობა 1-ელი მარტიდან ბენზინის ექსპორტის თვით აკრძალვას გეგმავს. რუსეთის ვიცე-პრემიერის, ალექსანდრე ნოვაკის განმარტებით, დროებითი აკრძალვის დაწესების მიზანი გაზაფხულსა და ზაფხულში მოთხოვნის ზრდის დარეგულირებაა. „გადაწყვეტილება საჭიროა საზაფხულო არდადეგების და საველე სამუშაოების დროს მოთხოვნის გაზრდის კომპენსაციისთვის, ასევე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დაგეგმილი რემონტისთვის“, – განაცხადა ნოვაკის წარმომადგენელმა. საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ცნობით, შეზღუდვა არ შეეხება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებს, […]
სტამბოლში საქართველოს მოქალაქეს, ლევან დრეიძეს ეძებენ

თურქეთში საქართველოს მოქალაქეს – 35 წლის ლევან დრეიძეს ეძებენ. ნათესავი ამბობს, რომ მასთან კონტაქტი ერთი თვეა არ ჰქონიათ. ლევან დრეიძის ბიძაშვილის თქმით, კაცი სამი თვეა, რაც თურქეთში, სტამბოლშია წასული. მისი ოჯახი საქართველოში ცხოვრობს. ნათესავებმა მომხდართან დაკავშირებით აცნობეს საგარეო საქმეთა სამინისტროს. ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ – 599639360.
თბილისსა და ბათუმში ყალბი ფულის გასაღების ფაქტებზე 3 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ყალბი ფულის გასაღების ორი ფაქტი გამოავლინეს – ერთი ბათუმში, ერთი თბილისში. დაკავებულია სამი ადამიანი. “გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში ბრალდებულების მიერ, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქ. თბილისში გასაღებულ იქნა 19 900 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 100 დოლარიანი კუპიურა, ხოლო მეორე შემთხვევაში ქ. ბათუმში, სხვადასხვა ობიექტზე, ბრალდებულმა გაასაღა 4 ცალი […]
მშობლის თქმით, პირველკლასელ შვილს თანაკლასელებმა სკოლაში სცემეს – გამოძიება დაწყებულია

მშობელი ამბობს, რომ ბათუმში, ერთერთ სკოლაში მის პირველკლასელ შვილს თანაკლასელებმა ტანსაცმელი გახადეს და მასზე იძალადეს. მშობლის თქმით, შვილი სკოლიდან სახლში ჩალურჯებებითა და ფიზიკური დაზიანებებით მივიდა. ის აცხადებს, რომ ბულინგის და ფიზიკური ძალადობის შესახებ სკოლის ადმინისტრაციამ იცოდა, თუმცა, შემთხვევაზე დირექტორს რეაგირება არ ჰქონია. მშობელი ამბობს, რომ მისი შვილი თანაკლასელების მხრიდან ბულინგისა და ძალადობის მსხვერპლი მუდმივად იყო. […]
ხვალ პარლამენტში რობინ დანიგანს მოუსმენენ

28 თებერვალს პარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, საქართველოში აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანს მოუსმენენ. ეს ამერიკელი დიპლომატის პირველი მოსმენა იქნება პარლამენტში და საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად ასპექტებსა და აშშ-ის საგარეო პოლიტიკას შეეხება. კომიტეტის სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე რობინ დანიგანის კანდიდატურა 2023 წლის 14 იანვარს […]
ანტიკორუფციული ბიურო 30 ოპოზიციონერი დეპუტატის ქონებრივი დეკლარაციის შემოწმებას გეგმავს

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და კორუფციის მაღალი რისკის გამო, ანტიკორუფციული ბიურო, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს, დამატებით 30 ოპოზიციონერი დეპუტატის ქონებრივი დეკლარაციის შემოწმებას გეგმავს. ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ანტიკორუფციული ბიურო შემდეგი თანამდებობის პირების ქონებრივ დეკლარაციებს შეამოწმებს: პარლამენტის წევრები: თეონა აქუბარდია; სალომე სამადაშვილი, გელა მიქაძე, ალექსანდრე მოწერელია, ტარიელ ნაკაიძე, ანა ნაცვლიშვილი, ჰერმან საბო, ხათუნა სამნიძე, გუბაზ სანიკიძე, დავით […]
წელს უმუშევრობა 15.9%-მდე შემცირდება – Galt&Taggart

ჩვენი პროგნოზით, უმუშევრობის დონის შემცირება გაგრძელდება და 15.9%-ის დონეზეა მოსალოდნელი 2024 წელს, ამის შესახებ Galt&Taggart-ის ყოველკვირეულ მიმოხილვაშია ნათქვამი. „სქსტატის“ მონაცემებით, ჯამურად, 2023 წელს უმუშევრობის დონე წლიურად 0.9 პროცენტული პუნქტით 16.4%-მდე შემცირდა. „2023 წლის მე-4 კვარტალში უმუშევრობის დონე 15.3%-მდე შემცირდა წინა კვარტალში დაფიქსირებული 15.6%-ის შემდეგ. ეს შემცირება ძირითადად მაღალი ეკონომიკური აქტივობით იხსნება. აღნიშნულ პერიოდში დაქირავებით დასაქმებულთა […]
ვინ დააფინანსა ლევან აკინის ახალი ფილმი? – საპროდიუსერო კომპანია აცხადებს, რომ ის მამუკა ხაზარაძეს ან მასთან დაკავშირებულ რომელიმე კომპანიას არ დაუფინანსებია

ვინ დააფინანსა ლევან აკინის ახალი ფილმი? – საპროდიუსერო კომპანია აცხადებს, რომ ის მამუკა ხაზარაძეს ან მასთან დაკავშირებულ რომელიმე კომპანიას არ დაუფინანსებია ლევან აკინის ახალი ფილმის “გზაჯვარედინი” გარშემო შექმნილ აჟიოტაჟს საპროდიუსერო კომპანია “1991 Productions” ეხმაურება. “ლევან აკინის ახალი ფილმი “გზაჯვარედინზე”, რომლითაც გაიხსნა 2024 წლის ბერლინალეს პროგრამა “პანორამა”, 5 სხვადასხვა ქვეყნის საპროდიუსერო კომპანიის კოპროდუქციას წარმოადგენს. შვედ, ფრანგ, […]