ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს საბრძოლო მასალით სავსე 6,700 კონტეინერი გაუგზავნა

ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს საბრძოლო მასალით სავსე 6,700 კონტეინერი გაუგზავნა, – ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრი, შინ ვონ-სიკი ავრცელებს. სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა, შინ ვონ-სიკმა ადგილობრივი მედიის წინაშე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს 3 მილიონზე მეტი 152 მმ კალიბრის ან 500 ათასი 122 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვი გაუგზავნა. „შეიძლება ამ ორის ნაერთიც […]
თბილისში “ბოლტისა” და “იანდექსის” პარტნიორი ტაქსის მძღოლების აქცია-მსვლელობა გაიმართა – რას ითხოვენ?

დღეს, თბილისში “ბოლტისა” და “იანდექსის” აპლიკაციებით დასაქმებული ტაქსის მძღოლებისა და გზების მუშაკთა პროფკავშირების საერთო აქცია-მსვლელობა გაიმართა. მსვლელობა 12:00 საათზე ჰუალინგის დასახლებიდან დაიწყო და რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქციით დასრულდა. როგორც ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფკავშირების თავმჯდომარე ლავრენტი ალანია მსვლელობის დაწყებამდე BMGTV-ის ეთერში განმარტავდა, პროტესტის მიზეზი ტარიფების პრობლემა და არასათანადო სამუშაო პირობები, მათ შორის ავტომობილებისა და მძღოლების […]
სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები ბერლინში შეხვდებიან ერთმანეთს

28-29 თებერვალს ბერლინში შეხვედრას გამართავენ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები, რათა განიხილონ სამშვიდობო ხელშეკრულება, რომლის თაობაზეც მიმდინარე თვეში შეთანხმდნენ მიუნხენში. ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას 26 თებერვალს მიაწოდა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ანი ბადალიანმა. აზერბაიჯანის მედია საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ადასტურებს შეხვედრის დროსა და ადგილს. შეხვედრის ფონია სისხლიანი ძალადობის მორიგი აფეთქება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე.
ბაიდენი: მძევლებზე შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში ისრაელი მზადაა, რამადანისას შეაჩეროს ომი ღაზაში

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ისრაელი მზად იქნება, შეაჩეროს ღაზაში წარმოებული ომი მუსლიმთა მარხვის თვის, რამადანის პერიოდში, თუკი მიღწეული იქნება შეთანხმება ჰამასის მიერ დატყვევებული მძევლების გათავისუფლებაზე. აშშ-ის, ეგვიპტისა და კატარის წარმომადგენლები მუშაობენ ჩარჩო შეთანხმებაზე, რომლის ფარგლებშიც პალესტინელი პატიმრების გათავისუფლებისა და ბრძოლაში ექვსკვირიანი პაუზის სანაცვლოდ, ჰამასი მძევალთა ნაწილს გაათავისუფლებს. ჰამასი ისრაელის, აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ […]
პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

პოლონეთში, სლუპსკის რაიონულმა პროკურატურამ საქართველოს მოქალაქეს მკვლელობისთვის ბრალი წარუდგინა. კაცს 8-დან 25 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. პოლონური მედიის ცნობით, ნეპალის 28 წლის მოქალაქე 24 თებერვლის ღამით, ქალაქის ერთერთ ჰოსტელში, წვეულების დროს მოკლეს. მას სასიკვდილო ჭრილობა დანით, კისრის არეში მიაყენეს. საქართველოს მოქალაქის გარდა, საქმეზე ორი უკრაინელი ქალიც დააკავეს. გამოძიების ცნობით, ისინი მკვლელობის იარაღის გადაგდებას […]
ისრაელი უკრაინისთვის საჰაერო თავდასხმების გაფრთხილების სისტემების მიწოდებას გეგმავს

ისრაელი უკრაინისთვის საჰაერო თავდასხმების ადრეული გაფრთხილების სისტემების მიწოდებას გეგმავს. ამის შესახებ გაეროში ისრაელის მუდმივმა წარმომადგენელმა, გილად ერდანმა ისაუბრა. “ისრაელი მუშაობს იმაზე, რომ უკრაინას სარაკეტო და უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემები მიაწოდოს”. – აღნიშნა ერდანმა. ერდანის თქმით, ისრაელი მოხარულია, რომ თავის სამხედრო პოტენციალს “უკრაინელ მეგობრებს” უზიარებს. ამასთან, ელჩის თქმით, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების […]
საქართველოში დევნილი ქალების 41%-ს შემოსავალი საკვების შესაძენადაც კი არ ჰყოფნის– UN Women

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ (UN Women) საქართველოში კვლევა ჩაატარა, რომლის მიზანიც იძულებით გადაადგილებული (დევნილი) ქალების, მათ შორის ახალგაზრდა ქალების, კონფლიქტის ტრანსფორმაციისა და მშვიდობის მშენებლობის პროცესების შესახებ აღქმისა და დამოკიდებულებების შესწავლა იყო. კვლევით დადგინდა, რომ იძულებით გადაადგილებული ქალების 27% დასაქმებული, თვითდასაქმებული ან დეკრეტულ შვებულებაში მყოფი, 39% უმუშევარი, ხოლო 29% პენსიონერია. გამოკითხულ ქალთა უმრავლესობა ამბობს, რომ შემოსავალი საკვების […]
შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობისთვის, საბაზისო ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულებაა საჭირო – საღირაშვილი

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილის განცხადებით, შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის, საბაზისო ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულებაა საჭირო – ამის შესახებ აკაკი საღირაშვილმა მსოფლიო ბანკის ახალი ანგარიშის – „სავაჭრო და სატრანსპორტო შუა დერეფანი – დარგობრივი პოლიტიკა და ინვესტიციები 2030 წლისთვის ტვირთების გადაზიდვების გასასამმაგებლად და მგზავრობის დროის გასანახევრებლად“ რეგიონულ წარდგენაზე ჟურნალისტებს განუცხადა. BAG-ის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, […]
დეპუტატმა ობოლაშვილმა ფარმაცევტული კომპანიით 4 მლნ-ზე მეტი შემოსავალი მიიღო

მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა ანტონ ობოლაშვილმა კუთვნილი ფარმაცევტული კომპანიიდან 2023 წელს შემოსავლის სახით 4 357 225 ლარი მიიღო. ამის შესახებ მან ჩაწერა განახლებულ დეკლარაციაში, რომელიც მიმდინარე წლის 22 თებერვალს შეავსო. ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ წერას. მილიონერი დეპუტატი პარლამენტში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ახალციხის, ბორჯომის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების სამაჟორიტარო ოლქიდან აირჩიეს. ის წარმოადგენს მმართველ პარტიას, […]
დუდა: ყველაზე მწვავე დისკუსია უკრაინაში ჯარის გაგზავნაზე იყო, თანხმობამდე არ მივსულვართ

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ დაადასტურა, რომ პარიზში გამართულ კონფერენციაზე, რომელსაც 28 ევროპული ქვეყნის მთავრობისა და მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მწვავედ განიხილისე უკრაინაში ჯარისკაცების გაგზავნის საკითხი. “ყველაზე მწვავე დისკუსია შეეხო უკრაინაში ჯარისკაცების გაგზავნის საკითხს და ამასთან დაკავშირებით აბსოლუტური თანხმობა არ ყოფილა. შეხედულებები განსხვავებულია.” – თქვა დუდამ ჟურნალისტებთან კონფერენციის შემდეგ. პოლონეთის პრეზიდენტს არ დაუზუსტებია, თუ რომელი ქვეყანა […]