ჩეხეთი და პოლონეთი გააგრძელებენ უკრაინის დახმარებას, მაგრამ არ აპირებენ ჯარის გაგზავნას

ჩეხეთი და პოლონეთი გააგრძელებენ უკრიანის დახმარებას, მაგრამ არ აპირებენ უკრაინაში ჯარის გაგზავნას, – განაცხადეს პოლონეთისა და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრებმა, დონალდ ტუსკმა და პეტრ ფიალამ 27 თებერვალს, პრაღაში, “ვიშეგრადის ჯგუფის” (V4) პრემიერ-მინისტრების შეხვედრამდე გამართულ პრესკონფერენციაზე. „არ ვუჭერთ მხარს უკრაინაში ჯარის გაგზავნას, მაგრამ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ უკრაინამ წარმატებას მიაღწიოს რუსეთთან ომში და გახდეს ნატოსა და ევროკავშირის წევრი,” – […]
საქართველოში დევნილი ქალების 41%-ს შემოსავალი საკვების შესაძენადაც კი არ ჰყოფნის – UN Women

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ (UN Women) საქართველოში კვლევა ჩაატარა, რომლის მიზანიც იძულებით გადაადგილებული (დევნილი) ქალების, მათ შორის ახალგაზრდა ქალების, კონფლიქტის ტრანსფორმაციისა და მშვიდობის მშენებლობის პროცესების შესახებ აღქმისა და დამოკიდებულებების შესწავლა იყო. კვლევით დადგინდა, რომ იძულებით გადაადგილებული ქალების 27% დასაქმებული, თვითდასაქმებული ან დეკრეტულ შვებულებაში მყოფი, 39% უმუშევარი, ხოლო 29% პენსიონერია. გამოკითხულ ქალთა უმრავლესობა ამბობს, რომ შემოსავალი საკვების […]
წინანდლის მამული და რადისონ ქოლექშენი ქალთა კვირეულს მართავს – მხარდამჭერია SOLO (რ)

წინანდლის მამული SOLO-ს და Visa-ს მხარდაჭერით და პორშე ცენტრ თბილისთან პარტნიორობით, 1 მარტიდან 10 მარტის ჩათვლით, სასტუმრო რადისონ ქოლექშენში ქალთა კვირეულს გამართავს. კვირეულის ფარგლებში ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ მრავალფეროვან კულტურულ, შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებში – დაესწრონ საფორტეპიანო კონცერტს, მოუსმინონ კლასიკური ჯაზის ტრიოს შესრულებას. ასევე, დაესწრონ SOLO Talk-ებს, რომლებსაც ფსიქოლოგი ნინო მარგველაშვილი და ნიკოლოზ წულუკიძე […]
ბჟანია: რუსეთს ჟენევის მოლაპარაკების ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყანაში გადატანა სურს

ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერმა ასლან ბჟანიას თქმით, მოსკოვს ჟენევის მოლაპარაკებების სხვა ქალაქში, კერძოდ, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყანაში გადატანა სურს. “დღეს, რუსულმა მხარემ მნიშვნელოვანი საკითხი წამოჭრა, კერძოდ, ჟენევის მოლაპარაკებების ჟენევიდან სხვა ქალაქში გადატანის შესახებ. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ ჟენევა არათანაბარ პირობებს უქმნის მოლაპარაკებებში მონაწილე მხარეებს”. – თქვა არძინბამ. ბჟანიას თქმით, აღნიშნულ საკითხზე მასთან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, […]
უკრაინაში ევროპელი სამხედროების გაგზავნით NATO-სთან ომი გარდაუვალი გახდება – კრემლი

კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონის სიტყვებს, რომ განიხილავენ უკრაინაში სამხედროების გაგზავნას. სპიკერის თქმით, მსგავს შემთხვევაში NATO-სთან ომის დაწყება გარდაუვალი იქნება. “ამ შემთხვევაში უნდა ვისაუბროთ არა [NATO-სთან ომის] შესაძლებლობაზე, არამედ მის გარდაუვალობაზე. აი, ასე შევაფასებთ. და ასევე უნდა შეაფასონ ამ ქვეყნებმა და გაითვალისწინონ. უნდა დასვან შეკითხვა, შეესაბამება თუ არა ეს მათ, პირველ […]
ჩეჩნეთში პირს ყურანის დაწვისთვის პატიმრობა მიესაჯა, მანამდე მას კადიროვის შვილმა სცემა

გროზნოს სასამართლომ ყურანის დაწვაში ბრალდებულ ნიკიტა ჟურაველს 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 19 წლის ჟურაველი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასა და ხულიგნობაში დამნაშავედ ცნეს. ბრალდებულს სასჯელის მოხდა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოუწევს. 2023 წლის მაისში დაღესტნურ Telegram არხებზე გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ წვავს ვოლგოგრადის მეჩეთთან ახალგაზრდა კაცი ყურანს. გამოძიებამ მალევე დააკავა ნიკიტა ჟურაველი. სამთავრობო მედიის ინფორმაციით […]
სამოხელეო დანაშაული გელათის რეაბილიტაციაში – პროკურატურაში განცხადება შევიდა

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა პროკურატურას მიმართა. არასამთავრობო ორგანიზაცია გელათის საქმეზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ უკვე ხარვეზიანი რეაბილიტაციის კონსერვაციის სამუშაოები, რომელიც თეა წულუკიანის მინისტრობის დროს, 2021-2022 წლებში განხორციელდა, სამოხელეო დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაცია 2014 წელს დაიწყო, თუმცა არასწორად მოწყობილი გადახურვის გამო მალევე კრიტიკულად დაზიანდა კედლის მხატვრობა. მოგვიანებით, კედლებზე ჩამოსული წყლისგან ფრესკების დასაცავად […]
პრეზიდენტი დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა, სადაც, 28 თებერვალს, ლონდონში Chatham House-ის – საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრება. ღინისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ორგანიზაციის წევრი პოლიტიკოსები, დიპლომატები, აკადემიკოსები, ბიზნესის წარმომადგენლები და ახალგაზრდები. ადმინისტრაციის ცნობით, ღონისძიებაზე სალომე ზურაბიშვილს Chatham House-ის თავმჯდომარე, ევრაზიის პროგრამის დირექტორი ჯეიმს ნიქსი უმასპინძლებს. “ღონისძიებაზე იგეგმება საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა, რის […]
“ოკუპანტებმა აფრენამდე ნათესავები მოინახულეთ” – უკრაინამ კიდევ ერთი რუსული სუ–34 ჩამოაგდო

უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური ნიკოლაი ოლეშჩუკი ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინელებმა კიდევ ერთი რუსული სუ-34 გამანადგურებელი ბომბდამშენი ჩამოაგდეს. “მინუს კიდევ ერთი სუ-34 აღმოსავლეთის მიმართულებით”, – დაწერა მან “ტელეგრამზე” და აღნიშნა, რომ გუშინ რუსმა პილოტებმა მოახერხეს უკრაინის მიერ გაშვებული რაკეტების თავიდან არიდება, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ იქნება. “ამიტომ, ოკუპანტებს ვურჩევ ყოველი ფრენის წინ, ყოველი შემთხვევისთვის, ნათესავები […]
“ვინ იფიქრებდა, რომ ნაცებს გუბაზ სანიკიძე შეუყვარდებოდათ, ქოცებს კი თამარ ჩერგოლეიშვილი” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტოლოგი, დავით ზურაბიშვილი: აბა, ვინ იფიქრებდა, რომ ნაცებს გუბაზ სანიკიძე შეუყვარდებოდათ, ქოცებს კი თამარ ჩერგოლეიშვილი (მთლად ბოლომდე არა, მაგრამ მაინც, “ნაცებს კარგად აგინებს” მოტივით); სალომე ზურაბიშვილი ბიძინას დაუპირისპირდებოდა, გრიგოლ ვაშაძე კი პირიქით; სოზარ სუბარი გურამ ფალავანდიშვილს გადაასწრებდა ფაშიზმში, ზაზა შათირიშვილი კი ორივეს ერთად; თვალთხარიად შერაცხული გახარია ოპოზიციაში იქნებოდა, ხოლო ოპოზიციაში გაქცეული ალასანიას პარტიის ლიდერთა უმრავლესობა […]