ცესკოს სხდომაზე გიორგი კალანდარიშვილსა და მის ოპოზიციონერ მოადგილე გიორგი სიორიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილსა და მის ოპოზიციონერ მოადგილე, გიორგი სიორიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. უფრო კონკრეტულად, შელაპარაკება მოჰყვა სიორიძის განცხადებას, რომ ცესკო-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი თავმჯდომარის პიარ კამპანიას ემსახურება. სიორიძის თქმით, ცესკო ოფიციალურ განცხადებებში მასზე ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, რაზეც კალანდარიშვილმა უთხრა, რომ ეს ცილისწამებაა. „სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ძირითადად თქვენს პირად პიარ […]

იენს სტოლტენბერგი – ნატო უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ გეგმავს

ნატო უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ გეგმავს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. „ნატო-ს მოკავშირეები უკრაინას უპრეცედენტო მხარდაჭერას უწევენ. ჩვენ ამას 2014 წლიდან ვაკეთებთ და სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უფრო მეტად გავაქტიურდით. მაგრამ უკრაინის ტერიტორიაზე ნატო-ს ჯარების განთავსება არ იგეგმება“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. „ეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომია, რომელიც საერთაშორისო სამართალს უხეშად […]

ბაჩო ძანძავა – საქართველოს დაჩქარებული წესით ევროინტეგრაციისთვის და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარებისთვის, სალომე ზურაბიშვილი ვალდებულია, მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლოს

საქართველოს დაჩქარებული წესით ევროინტეგრაციისთვის და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარებისთვის, სალომე ზურაბიშვილი ვალდებულია მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლოს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა, ბაჩო ძანძავამ განაცხადა. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი ვალდებულია გამოიყენოს მისი დისკრეციული უფლებამოსილება. „საქართველოს დაჩქარებული წესით ევროინტეგრაციისთვის და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარებისთვის, აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. ამიტომაც დღეს […]

28 თებერვალს, ევროპაზე ორიენტირებული სოფლის მეურნეობის განვითარებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება

28 თებერვალს, ევროპაზე ორიენტირებული სოფლის მეურნეობის განვითარებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. ღონისძიება USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ორგანიზებით ტარდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამამ, რომელსაც CNFA ხუთნახევარი წლის განმავლობაში ახორციელებდა და რომლის ბიუჯეტი 26.88 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, მთელი საქართველოს მასშტაბით ხელი შეუწყო სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებასა და ეკონომიკურ ზრდას. პროგრამამ […]

თბილისის მერმა უნგრეთის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ანა მარია შიკოს შეხვდა. დედაქალაქის მერიის ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებულ მტკიცე მეგობრულ ურთიერთობებს და ასევე, სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. თბილისის მერმა უნგრელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა უნგრეთის მხრიდან საქართველოს მიმართ გამოხატული თვალსაჩინო მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის. „მინდა, ხაზი გავუსვა […]

„საქართველო ღვინის სამშობლო“ – ამ გზავნილით პორტუგალიაში გამოფენა Simplesmente Vinho ოთხი დღის განმავლობაში მასპინძლობდა სტუმრებს

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და ფინანსური მხარდაჭერით, პორტუგალიის ქალაქ პორტუში გართულ გამოფენაში Simplesmente Vinho ქვევრის ღვინის მწარმოებელი 11 მარანი მონაწილეობდა. გამოფენაში ბუნებრივი ღვინის 112 მწარმოებელი მონაწილეობდა პორტუგალიიდან, ესპანეთიდან და საქართველოდან. ქართველი მეღვინეების შეფასებით, ქვევრის ღვინის მიმართ დაინტერესება დიდი იყო, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს, ახალი სავაჭრო პარტნიორები მოიძიონ. გამოფენის Simplesmente Vinho ფარგლებში, ღვინის პროფესიონალებისა და სავაჭრო […]

სამეგრელოსა და იმერეთში 5 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო ტყით სარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამეგრელოსა და იმერეთში 5 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, 3 უკანონო სახერხი საამქრო დალუქულია სამეგრელოში, 2 – იმერეთში. „მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში მოქალაქეებს საცხოვრებელი სახლების ეზოებში ცირკული ტიპის სახერხი საამქროები ჰქონდათ მოწყობილი. ჭიათურის […]

თბილისში „ბოლტისა“ და „იანდექსის“ პარტნიორი ტაქსის მძღოლების მსვლელობა გაიმართა – რას ითხოვენ აქციის მონაწილეები

დღეს, თბილისში “ბოლტისა” და “იანდექსის” აპლიკაციებით დასაქმებული ტაქსის მძღოლებისა და გზების მუშაკთა პროფკავშირების საერთო აქცია-მსვლელობა გაიმართა. მსვლელობა 12:00 საათზე ჰუალინგის დასახლებიდან დაიწყო და რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქციით დასრულდა. როგორც ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფკავშირების თავმჯდომარე ლავრენტი ალანია მსვლელობის დაწყებამდე BMGTV-ის ეთერში განმარტავდა, პროტესტის მიზეზი ტარიფების პრობლემა და არასათანადო სამუშაო პირობები, მათ შორის ავტომობილებისა და მძღოლების […]

„გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტი არ არსებობს“ – „ორბი“ მიზეზებს განმარტავს

ბახმაროში, “ორბი რეზიდენსის” მშენებლობასთან დაკავშირებით გარემოს დაცვითი შეფასების კოდექსის მიხედვით, არანაირი კონკრეტული ნებართვა ამ დროისთვის გაცემული არ არის – ამის შესახებ მედიასთან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა 14 თებერვალს განაცხადა. დღეს მედიასთან გამართულ პრესკონფერენციაზე კომპანია „ორბი ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა აღნიშნულ საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განმარტა, რომ გარემოზე ზემოქმედების კვლევის […]

სამოქალაქო საზოგადოებამ „ცხრა ნაბიჯის” შესასრულებლად ხედვა წარადგინა

12 საზოგადოებრივი ორგანიზაციისგან შემდგარმა კოალიციამ, „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის” ლიდერობით, შეიმუშავა დეტალური ხედვა, ეფექტიანად როგორ შესრულდეს ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული „ცხრა ნაბიჯი”, რათა ქვეყანა გადავიდეს ევროინტეგრაციის შემდგომ ეტაპზე – გაიხსნას მოლაპარაკებები ევროკავშირთან გაწევრიანების საკითხზე. ორგანიზაციებმა ხედვის პრეზენტაცია 27 თებერვალს თბილისში გამართეს. როგორც ისინი აცხადებენ, ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ცხრა ნაბიჯი მრავალგანზომილებიანია და მათი შესრულება კომპლექსურ მიდგომებს მოითხოვს: […]