სოლოვიოვი: 2008-ში საქართველოს პრობლემა რომ მოგვეგვარებინა, სომხეთთან სახმელეთო საზღვარი გვექნებოდა

რუსი პროპაგანდისტი, ვლადიმერ სოლოვიოვი ნანობს, რომ 2008 წელს რუსეთმა საქართველო არ დაიპყრო და მიიჩნევს, რომ ასეთ შემთხვევაში, რუსეთს დღეს სომხეთთან პრობლემები არ ექნებოდა. 25 თებერვლის გადაცემაში, რომელშიც სომხეთ-რუსეთის გაუარესებულ ურთიერთობებს განიხილავდნენ, სოლოვიოვმა განაცხადა: „იცით, არ იქნებოდა სომხეთში არანაირი პრობლემა, 2008 წელს რომ არ გავჩერებულიყავით. მოვაგვარებდით საქართველოს პრობლემას, გვექნებოდა სახმელეთო საზღვარი სომხეთთან და იქ სულ სხვა […]
ილია თოფურიას ესპანეთის მოქალაქეობას მიანიჭებენ

ილია თოფურიას, რომელიც ცოტა ხნის წინ UFC-ის ჩემპიონი გახდა, ესპანეთის მოქალაქეობას მიანიჭებენ, იტყობინება „მარკა“. დღეს, 27 თებერვალს, თოფურია ესპანეთის პრემიერმა, პედრო სანჩესმა მიიღო. თოფურიამ, რომელიც მრავალი წელია ესპანეთში ცხოვრობს, თუმცა ამ ქვეყნის მოქალაქეობა ჯერ არ აქვს, თქვა, რომ ჩემპიონობის შემდეგ მისი ოცნება ესპანეთის მოქალაქეობის მიღება იყო და უნდოდა, პრემიერისთვის მოქალაქეობის მინიჭება ეთხოვა. · თოფურიას თქმით, […]
მოსკოვს ჟენევის დისკუსიების მინსკში ან ბაქოში გადატანა სურს

მოსკოვი ჟენევის დისკუსიების სხვა ადგილზე გადატანას მოითხოვს, ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ და ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ განაცხადეს. ინალ არძინბას განცხადებით, ეს გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ ჟენევა სულ უფრო ნაკლებად აძლევს თანაბარ შესაძლებლობებს მოლაპარაკებების ყველა მონაწილეს. ინალ არძინბას თქმით, საუბარია ბელარუსის დედაქალაქ მინსკზე, ან აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოზე.
Europcar Georgia-მ 2023 წელი წარმატებით დაასრულა და შემოსავლების ნაწილში 30%-იანი ზრდა აჩვენა

რეგიონული გაფართოება, საერთაშორისო ჯილდოები, გაზრდილი ავტოპარკი და ფინანსური მაჩვენებლები – Europcar Georgia-მ გასული წელი მნიშვნელოვანი წარმატებით დაასრულა. გაიზარდა კომპანიაში დასაქმებული ადამიანების რაოდენობაც. Europcar-ს ამ დროისთვის 100-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს.
ბრიტანელმა ცენზორებმა ერთი სიტყვის გამო ფილმ “მერი პოპინსს” ასაკობრივი შეზღუდვა დაუწესეს

1964 წელს გამოსულ ცნობილ საბავშვო ფილმს მერი პოპინსი ბრიტანელმა ცენზორებმა ასაკობრივი რეიტინგი შეუცვალეს. მიზეზი სურათში გამოყენებული “დისკრიმინაციული სიტყვა” hottentots (ჰოტენტოტები) გახდა. ფილმში ჰოტენტოტებად არიან მოხსენიებულნი საკვამურების მწმენდავები. ბრიტანეთის ფილმების კლასიფიკაციის საბჭომ (BBFC) ასაკობრივი რეიტინგი U-დან PG-ზე შეცვალა. ჰოტენტოტებად ჰოლანდიელი კოლონისტები XVII საუკუნეში სამხრეთაფრიკული ტომების ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებს ეძახდნენ. სიტყვა-სიტყვით ჰოტენტოტი ენაბრგვილს ნიშნავს. ტერმინს ორჯერ იყენებს […]
პესკოვი: ნატო-რუსეთის ომი გარდაუვალი იქნება, თუ უკრაინაში დასავლური ჯარები გაიგზავნება

უკრაინაში დასავლეთის მიერ ჯარების გაგზავნის შემთხვევაში, ნატოსა და რუსეთს შორის ომი გარდაუვალი იქნება, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განუცხადა ჟურნალისტებს. „ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვისაუბროთ არა შესაძლებლობაზე, არამედ გარდაუვალობაზე, ასე ვაფასებთ მას“, – უპასუხა პესკოვმა შეკითხვას, როგორ აფასებენ კრემლში ესკალაციისა და პირდაპირი კონფლიქტის რისკს უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნის შემთხვევაში. პესკოვის სიტყვებით, ნატომაც უნდა […]
მოსკოვის სასამართლომ დააყადაღა მწერალ ბორის აკუნინის მეუღლის საბანკო ანგარიშები

მოსკოვის სასამართლომ დააყადაღა მწერალ ბორის აკუნინის მეუღლის, ერიკა ჩხარტიშვილის საბანკო ანგარიშები – 6 მილიონი რუბლი. აკუნინის წინააღმდეგ რუსეთში აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები ტერორიზმის გამართლებისა და რუსეთის არმიის შესახებ „ფეიკების“ გავრცელების ბრალდებით. იანვარში მასზე ფედერალური ძებნა გამოაცხადეს, თებერვლის დამდეგს კი დაუსწრებლად დააპატიმრეს. აკუნინის მეუღლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების შესახებ ცნობები არ ვრცელდება. გამოძიების ვერსიით, ერიკა ჩხარტიშვილის […]
მშობლის თქმით, 6 წლის შვილზე კლასელები ფიზიკურად ძალადობდნენ – დაწყებულია გამოძიება

მშობლის მტკიცებით, ბათუმის ერთ-ერთ კერძო სკოლაში, მის 6 წლის შვილზე თანაკლასელებმა ფიზიკურად იძალადეს. სკოლაში ამ ფაქტს უარყოფენ, ამბავს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს. მედიების ცნობით, ბავშვის დედამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი შვილი აქამდეც არაერთხელ გამხდარა ძალადობისა და ბულინგის მსხვერპლი, თუმცა სკოლას ამაზე რეაგირება არ ჰქონია. მისი ინფორმაციით, უკანასკნელი შემთხვევა 9 თებერვალს მოხდა, როდესაც ბავშვი სახლში […]
უკრაინაში სამხედროების გაგზავნა არც საფრანგეთის პრემიერმინისტრმა გამორიცხა

უკრაინაში ევროპელი სამხედროების გაგზავნა არ გამორიცხა საფრანგეთის პრემიერმინისტრმა, გაბრიელ ატალმაც. მისი თქმით, “ომში ვერაფერს გამორიცხავ”. ატალმა RTL-თან საუბრის დროს აღნიშნა, რომ უკრაინაში სამხედროების “ოფიციალურად” განლაგებასთან დაკავშირებით “კონსენსუსი არ არსებობს”. “თუმცა, ვერანაირ დინამიკას ვერ გამოვრიცხავთ. ჩვენ გავაკეთებთ ნებისმიერ რამეს, რათა დავრწმუნდეთ, რომ რუსეთი ამ ომში ვერ გაიმარჯვებს.” – გაიმეორა ატალმა პრეზიდენტი ემანუელ მაკრონის სიტყვები. ცნობა, რომ […]
სასტუმრო, სპა ცენტრი, რესტორანი, კინოთეატრი – ორბი ჯგუფის გეგმები ბახმაროში

კურორტ ბახმაროში ორბი ჯგუფის მიერ დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით, ორბის გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი კვერღელიძემ და პროექტის ავტორი ბრიტანული კომპანიის, WilkinsonEyre-ის წარმომადგენელმა ბრიფინგი გამართეს. მხარეების თქმით, ადგილზე სასტუმროს, გამაჯანსაღებელი ცენტრის, რესტორნის, კინოთეატრის აშენება და საბავშვო სივცრეების მოწყობა იგეგმება. “ეს მშენებლობა მხოლოდ იმას არ მოიაზრებს, რომ იმ ადამიანებს უმასპინძლოს, რომლებიც ამ სასტუმროში დარჩებიან. არამედ, გათვალისწინებულია ბახმაროში მცხოვრები ხალხიც. […]