ევროპარლამენტმა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარება დაამტკიცა

ევროპარლამენტმა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ღირებულების მაკროფინანსური დახმარების პაკეტი დაამტკიცა. ინფორმაცია ამის შესახებ ევროპარლამენტის პრესის სამსახურმა გაავრცელა. 27 თებერვლის პლენარულ სესიაზე უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფის გადაწყვეტილება 536 ხმით მიიღეს. კენჭისყრის მიხედვით, დახმარების გამოყოფის წინააღმდეგი 40 დეპუტატი იყო, ხოლო 39-მა დეპუტატმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. ევროპული კომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ უკრაინა დახმარების […]
სტოლტენბერგი: NATO არ გეგმავს უკრაინაში სახმელეთო ძალების გაგზავნას

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ეხმაურება საფრანგეთის პრეზიდენტს, რომელმაც კიევის მხარდამჭერ სამიტზე არ გამორიცხა, რომ უკრაინაში დასავლეთის ქვეყნებმა სამხედროები გაგზავნონ. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ NATO უკრაინაში სამხედროების გაგზავნას არ გეგმავს. “NATO-ს წევრები უპრეცენდენტო დახმარებას უწევენ უკრაინას. ჩვენ ამას 2014 წლიდან ვაკეთებთ და რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ეს კიდევ უფრო გავაძლიერეთ. თუმცა, უკრაინაში NATO-ს სახემელეთო ძალების […]
ირაკლი რევიშვილმა მასტერსის მსოფლიოს ჩემპიონატზე მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა

საქართველოს რეკორდსმენმა ირაკლი რევიშვილმა დოჰაში მიმდინარე მასტერსის მსოფლიოს ჩემპიონატზე, 35-39 ასაკობრივ კატეგორიაში, 800 მ-ზე თავისუფალ ყაიდაზე ცურვაში, მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა. მისი შედეგია 8:17.65 და ამ შედეგით მან 750 ქულა მოიპოვა. ინფორმაციას საქართველოს მოცურავეთა კლუბი ავრცელებს. „ახალი მასტერსის მსოფლიო რეკორდი და ოქროს მედალი, ეძღვნება ბებოს და დედას! მათ ყოველთვის სჯეროდათ, რომ მსოფლიო ჩემპიონი გავხდებოდი ❤️❤️❤️“, […]
“დუშეთში ახალთახალი აბრა ცენტრალურ ქუჩაზე” – მაკა ჩიჩუა

დუშეთში სუუულ ახალთახალი აბრა ცენტრალურ ქუჩაზე აღმაშენებლად გადააკეთეს ასე ვიცოდით .. მაგრამ უცებ სულ ახალი დაბეჭდილი აბრა თხლიშეს სულ ცოტახნის წინ ..
“კავეამ – არაო, ხელისუფლება დაგვაჯარიმებსო, მეთქი თქვენი დედაც და თქვენი ბატიბუტიც…” – ჩერგოლეიშვილი
ლაზარეს დაკავებისთანავე, ხელისუფლების პირველი პირების წარმომადგენლების რიტორიკა ძალიან აშკარას და ნათელს ხდიდა რომ საქმე მისი პერსონალური მახასიათებლებით არჩეულ “იდეალურ დამნაშავესთან“ გვაქვს. რუსული პროპაგანდის ყველა საფრთხობელა სიტყვა ადგილზე იყო: სატანა, ანარქია, ორიენტაცია, დასავლეთი, რევოლუცია … პირველი მხარდამჭერი აქცია კანცელარიასთან მოვაწყვეთ და ბევრს ეხსომება ამ აქციის ენერგეტიკა – ამდენი აქცია მოგვიწყვია, და სულისკვეთებით ერთ-ერთი საუკეთესო იყო. აქციის […]
“ყოფილი ნაცი, მოქმედი თუ ყოფილი ქოცი – როგორ უნდა დაჯგუფდეს ოპოზიცია მომავალი არჩევნებისთვის?” – ნიკა მელია

ბოლო დროს, ხშირად ისმის საექსპერტო მოსაზრებები როგორ უნდა დაჯგუფდეს ოპოზიცია მომავალი არჩევნებისთვის, როგორ გამსხვილდეს და ა.შ. ხშირად ისმის დაყოფა, ყოფილი ნაცი, მოქმედი თუ ყოფილი ქოცი. მაშინ, როდესაც ოცნება ცდილობს დაყოს პოლიტიკური სპექტრი და არსებული ელექტორატი ნაცებად და ქოცებად, რაც არის დაყოფა წარსულის და არა მომავლის პერსპექტივისა თუ არჩევანის მიხედვით, ჩაგვკეტოს წარსულსა და აწმყოს შორის არჩევანში, […]
საქართველოსთვის თავს მოხვეული ლგბტ თემით სპეკულაცია მუდმივად ხორციელდება, რაც გარკვეულწილად გამოიყენება პოლიტიკური და სოციალური ვითარების შემდგომი გამწვავებისთვის

საქართველოსთვის თავს მოხვეული ლგბტ თემით სპეკულაცია მუდმივად ხორციელდება, რაც გარკვეულწილად გამოიყენება პოლიტიკური და სოციალური ვითარების შემდგომი გამწვავებისთვის ჩვენ ვხედავთ, რომ ლგბტ თემით სპეკულაცია საქართველოში მუდმივად ხორციელდება და ეს გარკვეულწილად გამოიყენება საქართველოში პოლიტიკური ვითარების შემდგომი დაძაბვისათვის. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ეს არის საქართველოზე თავს მოხვეული როგორც სოციალური, ასე პოლიტიკური გამამწვავებელი საკითხი, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა […]
სიმართლეს არ შეესაბამება, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ დაჩქარებული წესით ან პრიორიტეტის ფარგლებში ხდება ჯაფარიძე-ხაზარაძე-წერეთლის საქმის განხილვა

საუბარი, რომ დაჩქარებული წესით ან პრიორიტეტის ფარგლებში ხდება ჯაფარიძე-ხაზარაძე-წერეთლის საქმის განხილვა, სიმართლეს არ შეესაბამება, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა განაცხადა. ამასთან, ძამაშვილის განმარტებით, ევროპული სასამართლო როდესაც მთავრობას უსვამს კითხვებს, ეს ნიშნავს, რომ მან, უბრალოდ, საჩივარი დაარეგისტრირა და მთავრობიდან, ასევე, მომჩივანისგან მიღებული დამატებითი პოზიციების შემდეგ გადაწყვეტს, საერთოდ დასაშვებია თუ არა საჩივარი. „სტრასბურგის […]
ნაც.მოძრაობამ ახალგაზრდები მეტროსადგურებთან გაუშვა და ხელმოწერებს აგროვებინებს (ვიდეო)

ნაც.მოძრაობამ ახალგაზრდები მეტროსადგურებთან გაუშვა და ხელმოწერებს აგროვებინებს (ვიდეო) ნაც.მოძრაობამ ახალგაზრდები მეტროსადგურებთან – ახმეტელსა და ვარკეთილში გაუშვა და სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებინებს. მათ სჯერათ, რომ ქვეყნის ერთადერთი ნათელი მომავალი მხოლოდ სააკაშვილია.
ცხოველის ჯილეხით სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონეები ფულად კომპენსაციას მიიღებენ

ცხოველის ჯილეხით სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონეები ფულად კომპენსაციას მიიღებენ ცხოველის ჯილეხით სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონეები სახელმწიფოსგან ფულად კომპენსაციას მიიღებენ, – ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, კომპენსაცია გაიცემა ჯილეხის ლაბორატორიულად დადასტურების შემთხვევაში. „კომპენსაციის მიღებას შეძლებენ ის პირები, რომელთა პირუტყვიც იდენტიფიცირებულია საყურე ნიშნით და აღრიცხულია ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მიკვლევადობის ეროვნულ სისტემაში (NAITS); კომპენსაციის მიღება შეეძლებათ იმ პირებს, […]