VARIETY: ჰარი პოტერის სერიალი, სავარაუდოდ, 2026 წელს გამოვა

გამომცემლობა Variety-ის ცნობით, ჰარი პოტერის სერიალი 2026 წელს სტრიმინგ სერვის MAX-ზე გამოვა. აღნიშნული ინფორმაცია გამომცემლობას კონოსტუდია Warner Bros. Discovery-ის დირექტორმა, დევის ზასლავმა დაუდასტურა. სერიალი, სავარაუდოდ, შვიდ სეზონს მოიცავს და თითოეული მათგანი ჯ.კ. როულინგის წიგნების სერიის ეკრანიზაცია იქნება. HBO Max-მა ჰარი პოტერის სერიალზე მუშაობა ჯერ კიდევ 2021 წელს დაიწყო.
რუსეთის ხელისუფლება ბენზინის ექსპორტს დროებით აკრძალავს

რუსეთის ხელისუფლება ბენზინის ექსპორტს დროებით აკრძალავს. გადაწყვეტილება ძალაში 1 მარტიდან შევა და 6 თვის განმავლობაში იმოქმედებს. ინფორმაცია ადგილობრივ პროპაგანდისტულ მედიას რუსეთის ვიცეპრემიერის წარმომადგენელმა, ალექსანდრ ნოვაკმა დაუდასტურა. გადაწყვეტილების მიზეზი გაზაფხულსა და ზაფხულში რუსეთში ბენზინზე გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილება და ფასების სტაბილიზაციაა. ამავდროულად, რუსეთის ხელისუფლებამ, შესაძლოა, ნავთობკომპანიებს მოსთხოვოს, საფონდო ბირჟაზე დიზელის საწვავის გაყიდვები მთლიანი წარმოების 16%-მდე გაზარდონ. როგორც […]
“საუკეთესო ადამიანმა დაგვტოვა” – ნათია ფანჯიკიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

· 621 საუკეთესო ადამიანმა და ექიმმა დაგვტოვა. მრავალი წლის მანძილზე მისი დიდოსტატობის წყალობით, უამრავი ადამიანის ჯანმრთელი ღიმილი მისი დამსახურებაა. ჩემი უსაყვარლესი, კეთილი ირმა ❤ , ირაკლის დედის საუკეთესო მეგობარი იყო და მის გარდაცვალებას ისე განიცდიდა, ამ ამბავმა მომიღო ბოლოო, ხშირად ამბობდა. გუშინ დოდოს დაბადებისდღეს შეხვდა და შემდეგ წავიდა. ძალიან მიყვარხარ ირმა
„ორბი ჯგუფი“ ბახმაროს პროექტთან დაკავშირებით დეტალურ განმარტებას აკეთებს – „კომპლექსი აკმაყოფილებს უსაფრთხოების ყველა ნორმას და ის ძალიან მნიშვნელოვანია კურორტის მომავალი განვითარებისთვის“

„ორბი ჯგუფმა“ ბახმაროს მრავალფუნქციურ სასტუმრო კომპლექსთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა. კომპანიის დირექტორმა ირაკლი კვერღელიძემ, პროექტის ავტორებთან – ბრიტანული კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, გამართულ პრესკონფერენციაზე, კომპლექსის უსაფრთხოების, ლანდშაფტზე ზემოქმედებისა და რეგიონის ეკონომიკური განვითარების ჭრილში მისი მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, „ორბი ბახმაროს“ განვითარების საკითხი დღის წესრიგში კურორტზე ამჟამად არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემებისა და მისი ტურისტული პოტენციალიდან გამომდინარე დადგა. როგორც […]
„ჰამასი“ – ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ჯო ბაიდენის განცხადება ნაადრევია

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სიტყვები ღაზის სექტორში ბრძოლის შეწყვეტის შესახებ ნაადრევია და ადგილზე არსებულ ვითარებას არ ემთხვევა, – ამის შესახებ „ჰამასის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა სააგენტო Reuters-ს განუცხადა. მისი თქმით, ჯერ კიდევ არის დიდი ხარვეზები, რომლებიც უნდა აღმოიფხვრას. შეგახსენებთ, ჯო ბაიდენმა დღეს იმედი გამოთქვა, რომ ისრაელი-ჰამასის ომში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა მომავალი კვირის ორშაბათამდე მოხდება.
„ჯივიპი“ ლილოს დასახლებაში ნამორაძის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ლილოს დასახლებაში, ზურაბ ნამორაძის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს. კომპანიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, 800 მეტრი სიგრძის მოძველებული მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები ახლით იცვლება. „წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ახალ ქსელზე დამონტაჟდება 27 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და მოეწყობა 4 სახანძრო ჰიდრანტი. სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარე წლის იანვრის თვეში დაიწყო და მარტში დასრულდება, რაშიც […]
რატი იონათამიშვილი ლგბტ პროპაგანდაზე – როდესაც ფასეული ტერმინების აკრძალვაზეა საუბარი, ეს იქნება დედა, მამა თუ შვილი, ამის უკან მზაკვრული ჩანაფიქრები დგას, რაზეც ჩვენს საზოგადოებას უნდა ჰქონდეს და აქვს კიდევაც ადეკვატური რეაქცია

როდესაც საუბარში ტერმინების აკრძალვაზეა საუბარი, თან იმ ტერმინების, რომლებიც ერთ-ერთი ყველაზე ფასეულია, რაც კი არსებობს, იქნება ეს დედა, მამა, შვილი თუ ა.შ. ვფიქრობ, ამის უკან ძალიან მზაკვრული ჩანაფიქრები დგას, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულ ფაქტებზე საზოგადოებას ადეკვატური რეაქცია უნდა ჰქონდეს. რაც შეეხება ოპოზიციას, როგორც იონათამიშვილმა აღნიშნა, ისინი […]
საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ ანა დოლიძის სარჩელის განხილვა გაიმართება

საკონსტიტუციო სასამართლოში „ანა დოლიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1362) განხილვა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს. მათივე ცნობით, სხდომა 28 თებერვალს, 12:00 საათზეა ჩანიშნული. „მოსარჩელე მხარე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს იმ წესს, რომელიც ითვალისწინებს მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილების შესაძლებლობას მის მიერ კონკურსში მონაწილე კანდიდატების კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის შესახებ […]
ევროპარლამენტმა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა დღეს გამართულ პლენარულ სხდომაზე, უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური მხარდაჭერის პაკეტის გამოყოფას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. ევროპარლამენტმა გადაწყვეტილება 536 ხმით მიიღო, წინააღმდეგი 40 ევროპარლამენტარი იყო, ხოლო 39-მა თავი შეიკავა. შეგახსენებთ, 1-ელ თებერვალს ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უკრაინისთვის 50 მილიარდის გადაცემის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.
სომხეთის პარლამენტის სპიკერი: რუსმა მესაზღვრეებმა ერევნის აეროპორტი უნდა დატოვონ

ვთვლი, რომ სწორი იქნებოდა ისინი(რუსი მესაზღვრეები) იქიდან წავიდნენ (ზვარტნოცის აეროპორტი). არ ვარ დარწმუნებული, რომ ქვეყნის საზღვრებს იცავენ. თქვა სომხეთის პარლამენტის სპიკერმა ალენ სიმონიანმა. 1992 წლიდან დღემდე რუს მესაზღვრეებს ზვარტნოცის აეროპორტში სასაზღვრო-გამშვები პუნქტი აქვთ.