აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში მინისტრის აპარატის 2024 წლის პროგრამებზე ინფორმაციას ავრცელებს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ­იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში მინისტრის აპარატის 2024 წლის პროგრამებზე ინფორმაციას ავრცელებს. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში მინისტრის აპარატის 2024 წლის პროგრამები: „სამშვიდობო ინიციატივები, სამოქალაქო ინტეგრაცია, ნდობის აღდგენის მხარდაჭერა და დიალოგისკენ მიმართული შესაძლებლობების გაძლიერება“, ქვეპროგრამა „სამშვიდობო რესურსი-ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მხარდაჭერა“, ქვეპროგრამა „მშვიდობის ლაბორატორია“, ქვეპროგრამა „სამოქალაქო ინტეგრაციის […]

ირაკლი ქადაგიშვილი – საქართველოსთვის თავს მოხვეული ლგბტ თემით სპეკულაცია მუდმივად ხორციელდება, რაც გარკვეულწილად გამოიყენება პოლიტიკური და სოციალური ვითარების შემდგომი გამწვავებისთვის

ჩვენ ვხედავთ, რომ ლგბტ თემით სპეკულაცია საქართველოში მუდმივად ხორციელდება და ეს გარკვეულწილად გამოიყენება საქართველოში პოლიტიკური ვითარების შემდგომი დაძაბვისათვის. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ეს არის საქართველოზე თავს მოხვეული როგორც სოციალური, ასე პოლიტიკური გამამწვავებელი საკითხი, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ყველას უფლება, მათ შორის სექსუალური უმცირესობების, დაცულია კონსტიტუციით […]

პაატა მანჯგალაძე – „ქართული ოცნება“ ისე იქცევა, თითქოს არ არსებობს ხალხი და მათი პრობლემები

ჩავალთ არა მარტო რეგიონებში, არამედ ყველა ქალაქსა და სოფელში, იმ სათქმელით, რომ უმუშევრობა და ეკონომიკური კრიზისი განაჩენი არ არის და ეს მაშინვე შეიცვლება, როგორც მოვიშორებთ ივანიშვილის კორუმპირებულ, ხალხის მძარცველ მთავრობას, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მანჯგალაძის თქმით, „გამარჯვების კოალიცია” რეგიონებში კონკრეტული შეთავაზებებით ჩადის და არ ჰყვება “ქართული ოცნების” რიტორიკას. „ქართული […]

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო სუმგაითის 36-ე წლისთავთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო სუმგაითის 36-ე წლისთავთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. „ინტერპრესნიუსი“ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ: „1988 წლის 27 თებერვალს საბჭოთა აზერბაიჯანის ხელმძღვანელობის ინიციატივითა და სრული ნებართვის პირობებში დაიწყო სუმგაითის სომეხი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტა, რასაც თან ახლდა ძალადობის, სისასტიკის, იძულებითი გაუჩინარების, ქონების ჩამორთმევისა და მასიურად ადამიანის უფლებების შელახვის შემთხვევები. მოკლეს […]

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს. მათივე ცნობით, მემორანდუმს ხელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა, დავით ფაცაციამ და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორმა, მურთაზ დევაძემ მოაწერეს. ინფორმაციის თანახმად, მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები შეთანხმდნენ აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და […]

პრემიერ-მინისტრი შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ჰაიდი გრაუს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და შვეიცარიას შორის ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. ხაზი გაესვა საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის მჭიდრო და მეგობრულ ურთიერთობებს როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. “ყურადღება დაეთმო შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მრავალწლიან წარმატებულ და ეფექტიან თანამშრომლობას. აღინიშნა, […]

მთავრობა: კობახიძე ჰერჩინსკის შეხვდა, შეაფასეს ბრიუსელში ვიზიტი

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ბრიუსელში კობახიძის ვიზიტი შეაფასეს. “აღინიშნა, რომ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობა უმაღლეს ნიშნულზეა და საქართველო მტკიცედ დგას ევროპულ გზაზე, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ბრიუსელში გამართულ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომაზე. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე საქართველოს რეფორმების დღის წესრიგი განიხილეს. […]

პუტინის მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია თბილისში ფორუმის ჩატარებას გეგმავს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია, Skolkovo [Сколково], თბილისში 6-7 მარტს, “დამოუკიდებელი საერთაშორისო კონფერენციის” – OpenTalks.AI-ის ჩატარებას გეგმავს. “2024 წელს კომპანიებისა და უნივერსიტეტების წამყვანი ML/DL კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან, ამჯერად საქართველოში. 2 დღე და 4 მიმართულება – ბიზნესი, განვითარება, მეცნიერება და ტუტორიალები. წლევანდელი განხილვის საკითხია: ხელოვნური ინტელექტი”, – ნათქვამია განცხადებაში. ცნობილია, რომ Skolkovo-ს გარდა, ღონისძიების […]

შექმნეს ტექნოლოგია, რომელსაც ემოციების ამოცნობა რეალურ დროში შეუძლია

მეცნიერებმა ტექნოლოგია შექმნეს, რომელსაც შეუძლია, ადამიანის ემოციები რეალურ დროში ამოიცნოს. მიღწევა ულსანის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ეროვნული ინსტიტუტის მკვლევრებს ეკუთვნით. შესაძლოა, ტექნოლოგია სამომავლოდ სხვადასხვა სერვისში გამოვიყენოთ. იგი ისეთი ჰუმანოიდი რობოტების შექმნაშიც შეიძლება დაგვეხმაროს, რომლებიც ადამიანის ემოციების უკეთ ამოცნობას შეძლებს. ტექნოლოგიას PSiFI ეწოდება. იგი ნიღბის მსგავსი მოწყობილობაა, რომელიც სახეზე თავსდება. PSiFI წელვადი და გამჭვირვალეა. იგი მარტივად გამოსაყენებელია […]

გამოსახლებიდან 1 თვის შემდეგ მარინა ხატიაშვილმა სახლი გამოისყიდა

გამოსახლებიდან 1 თვის შემდეგ მარინა ხატიაშვილმა სახლი გამოისყიდა და უკან დაბრუნდა. როგორც მან “ნეტგაზეთს” უთხრა, კერძო იპოთეკარს მან 23 თებერვალს გადაუხადა 90 000 დოლარი — თანხა, რომელზეც გამოსახლების შემდეგ გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ. შეთანხმება ხატიაშვილსა და კერძო იპოთეკარს შორის გამოსახლების მეორე დღეს, 24 იანვარს შედგა. 90 000 დოლარის გადახდისთვის 1-თვიანი ვადა განისაზღვრა. მარინა ხატიაშვილი მაშინ ამბობდა, […]