უფლებადამცველ ოლეგ ორლოვს ორ-ნახევარი წლით კოლონიაში პატიმრობა მიუსაჯეს „არმიის განმეორებითი დისკრედიტაციის“ ბრალდებით

მოსკოვის სასამართლომ რუსეთში ლიკვიდირებული ორგანიზაცია „მემორიალის“ თანათავმჯდომარეს, უფლებადამცველ ოლეგ ორლოვს, ორ-ნახევარი წლით კოლონიაში პატიმრობა მიუსაჯა „არმიის განმეორებითი დისკრედიტაციის“ ბრალდებით. ამის შესახებ „მედიაზონა“ იტყობინება სასამართლოს დარბაზიდან. საქმის საბაბი გახდა ორლოვის ანტისაომარი სტატია „მათ ფაშიზმი სურდათ. მათ ის მიიღეს“. 70 წლის უფლებადამცველი განაჩენის გამოტანისთანავე დააკავეს და ხელბორკილებით გაიყვანეს სასამართლოს დარბაზიდან. „განაჩენმა აჩვენა, რომ ჩემი სტატია ზუსტია და […]

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 50 მლრდ ევროს დახმარების აღმოჩენას

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის ოთხი წლის განმავლობაში 50 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების აღმოჩენას. დახმარებას მიემხრო 536 დეპუტატი, 40 წინააღმდეგი იყო, 39-მა თავი შეიკავა. ევროპარლამენტის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ცნობაში ნათქვამია, რომ ევროპის კავშირი მხარს უჭერს უკრაინას და ამას გააგრძელებს იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება. ევროკავშირის ლიდერები 1 თებერვალს შეთანხმდნენ უკრაინისთვის მაკროსაფინანსო დახმარების გამოყოფაზე, მას შემდეგ, რაც […]

“სტრატკომი თქვენი იმიჯის გამოსწორებისთვისაა შექმნილი?”; “გამოსასწორებელი ვის რა აქვს” – დაპირისპირება ცესკოს სხდომაზე

სიტყვიერი დაპირისპირება ცესკო-ს სხდომაზე. კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილსა და მის ოპოზიციონერ მოადგილეს, გიორგი სიორიძეს შორის კამათი სიორიძის შენიშვნის შემდეგ დაიწყო, რომელმაც განაცხადა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი თავმჯდომარის პიარ კამპანიას ემსახურება “სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ძირითადად თქვენს პირად პიარ სამსახურის ფუნქციას ასრულებს და ბარემ ჩაგვეწერა, რომ ის გიორგი კალანდარიშვილის იმიჯის გამოსწორებისთვის ან მისი იმიჯის […]

ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს იარაღით სავსე 6 700 კონტეინერი გაუგზავნა – სამხრეთ კორეა

სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრი, შინ ვონ-სიკი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს საბრძოლო მასალით სავსე, დაახლოებით, 6 700 კონტეინერი გაუგზავნა, უკრაინის წინააღმდეგ ომში მხარდასაჭრად. როგორც შინ ვონ-სიკი ამბობს, კონტეინერებს 3 მილიონზე მეტი 152 მმ კალიბრის ან 500 ათასი 122 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვის გადატანა შეუძლია. “შეიძლება ითქვას, რომ სულ მცირე რამდენიმე მილიონი ჭურვი გაიგზავნა,” – აღნიშნა […]

„რუსეთიდან ექსპორტის აკრძალვის გამო საწვავის დეფიციტი არ შეიქმნება, გადავერთვებით ევროპიდან იმპორტზე“ – ვახტანგ იობაშვილი

„რუსეთიდან ექსპორტის აკრძალვის გამო საქართველოში საწვავის დეფიციტი არ შეიქმნება, გადავერთვებით ევროპული ქვეყნებიდან იმპორტზე“, – ამის შესახებ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვახტანგ იობაშვილმა „კომერსანტთან“ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს უკვე აქვს მსგავსი გამოცდილება და ქვეყანას საწვავის იმპორტი ბევრი ევროპული ქვეყნიდან შეუძლია. „რუსეთიდან საწვავის ექსპორტზე დაწესებულია აკრძალვა საქართველოზეც იგივე გავლენას მოახდენს, რაც ყველა სხვა ქვეყანაზე. გახსოვთ, რომ გასულ […]

„ჰუსიტებმა“ წითელ ზღვაში წყალქვეშა საკომუნიკაციო კაბელები დააზიანეს – ევროპასა და აზიას შორის ინტერნეტშეფერხებაა

წითელ ზღვაში „ჰუსიტების“ თავდასხმის შედეგად ოთხი წყალქვეშა საკომუნიკაციო კაბელი დაზიანდა. ამის შესახებ ინფორმაციას The Globe ავრცელებს. გამოცემის თანახმად, აღნიშნული წყალქვეშა საკომუნიკაციო კაბელები საუდის არაბეთს და ჯიბუტს შორის გადის. ესენია: AAE-1, Seacom, EIG და TGN კაბელები. დაზიანება იწვევს ევროპასა და აზიას შორის ინტერნეტკომუნიკაციის სერიოზულ შეფერხებას, თუმცა ყველაზე დიდ დარტყმას სპარსეთის ყურის ქვეყნები და ინდოეთი განიცდიან. მედიის […]

რეგულაცია შესაძლოა, გადავადდეს – როდიდან მოუწევთ არქიტექტორებსა და მშენებლებს სერტიფიცირება?

არქიტექტორებისა და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირება და მათი სერტიფიცირების მარეგულირებელი ნორმის მოქმედება 2025 წლის 1-ელ დეკემბრამდე შეჩერდება. ამ პერიოდამდე კი ძალაში სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესი დარჩება. შესაბამისი კანონის პროექტი, რომელიც “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს, პარლამენტში ინიცირებულია. არქიტექტორებისა და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირებას “სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ ითვალისწინებს, რომლის მიხედვით, სავალდებულო […]

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩთან შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია. მათივე განმარტებით, ირაკლი კობახიძემ და პაველ ჰერჩინსკიმ ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის მიერ გამართული ვიზიტი და მაღალი დონის შეხვედრები შეაფასეს. აღინიშნა, რომ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობა უმაღლეს ნიშნულზეა და საქართველო მტკიცედ დგას ევროპულ გზაზე, რაც […]

იუსტიციის მინისტრის მოადგილე – საუბარი იმაზე, რომ რაიმე დაჩქარებული წესით ან პრიორიტეტის ფარგლებში ხდება ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის განხილვა, სიმართლეს არ შეესაბამება

იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ჯაფარიძე-ხაზარაძე-წერეთლის საქმეზე საჩივარი დაჩქარებულად არ მიუღია. როგორც მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა განაცხადა, საქმე სტანდარტული პროცედურებით განიხილება და პროცესი დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება. „ჯაფარიძე-ხაზარაძე-წერეთლის საქმე სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მთავრობას გამოუგზავნა სტანდარტული პროცედურების ფარგლებში, რაც გულისხმობს იმას, რომ პირველ ეტაპზე მხარეებს ექნებათ 12 კვირა იმისთვის, რომ მორიგების თემაზე […]

ოლაფ შოლცი – ევროპული სახელმწიფოები და ნატო-ს ქვეყნები უკრაინაში ჯარებს არ გაგზავნიან

ევროპული სახელმწიფოები და ნატო-ს ქვეყნები უკრაინაში ჯარებს არ გაგზავნიან, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა. „ის, რის შესახებაც ჩვენ თავიდანვე შევთანხმდით, მომავალსაც ეხება, კერძოდ, ევროპული სახელმწიფოების ან ნატო-ს ქვეყნების მიერ გაგზავნილი სახმელეთო ჯარები უკრაინის მიწაზე არ განთავსდება“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა. ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მომავალში უკრაინის ტერიტორიაზე დასავლეთის ჯარების გაგზავნა არ […]