“მე სააკაძის ძეგლთანაც შევნიშნე, თან ყვიროდნენ “მამლუქი, მამლუქი!” – ჯაფარიძე

პოლიტიკოსი, ზურაბ ჯაფარიძე, “ხალხის ძალის” წევრის განცხადებას ეხმაურება და წერს: მე სააკაძის ძეგლთანაც შევნიშნე, თან ყვიროდნენ ‘მამლუქი, მამლუქი!’

ესპანეთის პრემიერმინისტრი თოფურიას ესპანეთის მოქალაქეობის მიღებას დაჰპირდა

ილია თოფურია ესპანეთის პრემიერმინისტრმა, პედრო სანჩესმა მიიღო. ინფორმაციას გამოცემა Marca ავრცელებს. “მეორე ოცნებაც ძალიან მალე აგიხდება. შენი სიყვარული ესპანეთის მიმართ ესპანეთის მოქალაქეობაში აისახება”. – უთხრა პედრო სანჩესმა თოფურიას. ჩემპიონობის შემდეგ, ილია თოფურიამ გადაცემაში El Hormiguero განაცხადა, რომ მისი ოცნებაა, ესპანეთის მოქალაქეობა მიიღოს. თოფურიას თქმით, ის გეგმავდა, რომ ესპანეთის პრემიერმინისტრისთვის ქვეყნის მოქალაქეობის მისაღებად დახმარება პირადად ეთხოვა. […]

“ბაიდენი ბო@ისშვილს ეძახის პუტინს და კალაძეებს და ბიძინებს უნდათ, რომ აქ არავინ შევაგინოთ” – მშვილდაძე

პროდიუსერი, მიშა მშვილდაძე: ბაიდენი აგინებს პუტინს, ბოზისშვილს ეძახის ღიად, მართლა – და ზარქუებს და კალაძეებს და ბიძინებს უნდათ, რომ აქ ისე გაიარონ, რომ არავინ შევაგინოთ – ჰოდა, რანაირად?

ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთში ჩავიდა. ამის შესახებ ზელენსკი “ტელეგრამის” პირად არხზე წერს. “საუდის არაბეთში ჩავედი, რათა მისი აღმატებულება მემკვიდრე პრინც მუჰამად ბინ სალმან ალ-საუდისთან ჩვენი რეგულარული დიალოგი გავაგრძელო”, – წერს ზელენსკი. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ვიზიტისას მთავარი თემა – „მშვიდობის ფორმულა“ იქნება. “გასულ წელს ჯიდაში მის რეალიზაციაზე მრჩევლების დონეზე შედეგიანი შეხვედრა ჩავატარეთ. ახლა პირველი […]

Mastercard-სა და ლიბერთის შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

Mastercard-სა და ლიბერთის შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანიც საქართველოში ფინანსური განათლების ხელშეწყობაა. პარტნიორობის პირველ ეტაპზე, ლიბერთი Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტში* ჩაერთვება, რომელიც სპეციალურად ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების გაძლიერების მიზნით შეიქმნა. ეს ტრანსფორმაციული ინიციატივა მიზნად ისახავს გადაჭრას მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების (MSME) და კერძო პირების წინაშე მდგარი უნიკალური გამოწვევები ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, კახეთსა და […]

პროკურატურამ ნარკოდანაშაულისთვის 4 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე უცხო ქვეყნის 4 მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული ჩინეთის, რუსეთის და უკრაინის 3 მოქალაქე უკანონოდ ინახავდა დიდი ოდენობით და […]

ნინო ბურჭულაძე – მოსახლეობასთან ერთად შევძლებთ გარემოს გადარჩენას

მოსახლეობამ ღიად უნდა დაიწყოს იმ პრობლემებზე საუბარი, რომელიც გარემოსდაცვის მიმართულებით აწუხებთ, მხოლოდ ასე ერთობლივად შევძლებთ გარემოს გადარჩენას, – ამის შესახებ ქვემო ქართლის რეგიონში დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის წევრმა და საინფორმაციო კამპანიის ინიციატორმა ნინო ბურჭულაძემ განაცხადა. ქვემო ქართლის რეგიონში დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის წევრები, საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას ხვდებიან. სამუშაო ჯგუფმა მოსახლეობასთან შეხვედრა დმანისის მუნიციპალიტეტიდან […]

დონალდ ტუსკი – ბრიუსელთან ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა უკრაინის დახმარება საზიანო არ იყოს ჩვენი ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობისთვის

ბრიუსელთან ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა უკრაინის დახმარება საზიანო არ იყოს ჩვენი ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობისთვის. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა პრაღაში ვიშეგრადის ჯგუფის (პოლონეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი, ჩეხეთი) შეხვედრაზე განაცხადა. “მზად ვართ უკრაინას ვეხმარებოდეთ, მაგრამ იმაში, რაც უკრაინასთან თავისუფალ ვაჭრობას ეხება, საყურადღებოა ჩვენი სამოქალაქო და ეკონომიკური საზოგადოებების ინტერესებიც. და ამ შემთხვევაში ერთი აზრი გვაქვს: ბრიუსელთან […]

რუსეთის დანიშნული ოფიციალური პირების განცხადებით, მოსკოვის ძალებმა უკრაინაში პირველი “აბრამსი” გაანადგურა

ორშაბათს რუსეთის მიერ დანიშნულმა ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ უკრაინაში მოსკოვის ძალებმა, შეერთებული შტატების მიერ მიწოდებული „აბრამს“ ტანკი პირველად გაანადგურა. ბრძოლის ველიდან გავრცელებულ ცნობას, კრემლის მხრიდან მოწონების კომენტარი მოჰყვა. „როიტერმა“ დამოუკიდებლად ვერ შეძლო გადაემოწმებინა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო, რომელიც მასალაზე თანდართული განმარტების თანახმად, ცეცხლმოდებულ „აბრამსს“ აჩვენებს. რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „რია“-მ კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის ციტირება მოახდინა, […]

“ჰამასს” 40 დღიანი ზავი, მძევლების გაცვლა და ჰუმანიტარული დახმარება შესთავაზეს

პალესტინურმა ისლამისტურმა დაჯგუფება „ჰამასმა“ პარიზში მიმდინა ზავის მოლაპარაკებებიდან წინადადების პაკეტი მიიღო ღაზაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით. პირობები მოიცავს ყველა სამხედრო ოპერაციის 40-დღიან პაუზას და პალესტინელი ტყვეების გაცვლას ისრაელელ მძევლებში 10:1 თანაფარდობით. ამის შესახებ კომენტარი, საინფორმაციო სააგენტო “როიტერთან” მოლაპარაკებებთან დაკავშირებულმა პირმა გააკეთა. შეთავაზებული ცეცხლის შეწყვეტის პირობების თანახმად, ამ პერიოდის განმავლობაში ღაზაში საავადმყოფოები და დახმარების 500 სატვირთო […]