ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთში ჩავიდა ვიზიტით

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვიზიტით ჩავიდა საუდის არაბეთში, სადაც შეხვდა ტახტის მემკვიდრეს, მუჰამედ ბინ სალმანს – სამეფოს ფაქტობრივ მმართველს. ზელენსკიმ ტელეგრამში საკუთარ არხზე დაწერა, რომ „შინაარსიანი და გულწრფელი“ საუბრის დროს მან პრინცთან ერთად განიხილა „მშვიდობის ფორმულა“ – უკრაინაში ომის დასრულების გეგმა, რომელსაც კიევი უჭერს მხარს. „საუდის არაბეთის ხელმძღვანელობას შეუძლია დაგვეხმაროს სამართლიანი გადაწყვეტილებების პოვნაში,“ აღნიშნა ზელენსკიმ. […]

გამოჰკითხეს ბათუმის კერძო სკოლის მფლობელი – მშობლის მტკიცებით, ბავშვზე იძალადეს

ბელარუსის მოქალაქე, 8 წლის მოსწავლეზე კლასელების მხრიდან, სავარაუდო, ძალადობის ფაქტზე დაწყებული გამოძიების გამო, ბათუმის კერძო სკოლის დამფუძნებელი პოლიციაში გამოჰკითხეს. ზაურ სოლომონიძემ გამოკითხვის შემდეგ რადიო თავისუფლებასთან ბავშვზე კლასელების მხრიდან შესაძლო ძალადობა გამორიცხა. მისი თქმით, პირველკლასელი ბიჭი სკოლის გახანგრძლივებულ ჯგუფშიც დადიოდა, ის კლასში ასაკითაც და ფიზიკურადაც ყველაზე დიდი იყო. სკოლის დამფუძნებელი ბიჭის მშობლებს ცილისწამებაში ადანაშაულებს და აცხადებს, […]

ათ წლამდე ბავშვებს რომ გეიაღლუმებზე ატარებენ, ამბობენ, რომ ტრანსგენდერის რძე დედის რძესავით კარგია, ეს არც ევროპული და არც ქართული ღირებულებაა

„ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რას ნიშნავს ევროპული ღირებულება და ქართული ღირებულება. ევროპული კულტურის მატარებელი ქვეყნები ევროპელებად იწოდებიან მაშინ, როდესაც მათ აქვთ ქრისტიანულ კულტურაზე დამყარებული მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება,“ – განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა. მისი თქმით, ლგბტ პროპაგანდას ევროპულ ღირებულებებთან საერთო არაფერი აქვს. „არც ერთ ჩვენს განცხადებაში სიძულვილის არანაირი გამოვლინება არ ყოფილა. სადმე მსგავსი რამ […]

დაცული ტერიტორიების სააგენტო – ბალდის კანიონის ტერიტორიაზე ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების შეფასების მიზნით მისული ექსპერტთა ჯგუფი აქტივისტებმა ადგილზე არ შეუშვა

ბალდის კანიონის ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის ბიომრავალფეროვნებაზე ზეგავლენის შეფასების მიზნით შექმნილი დროებითი კომისიის წევრები, პროტესტის ჯგუფის აქტივისტებმა ადგილზე არ შეუშვეს. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კომისიის წევრებს, შესაბამის ექსპერტებსა და საკითხით დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს არ მიეცათ შესაძლებლობა ადგილზე გაცნობოდნენ არსებულ ვითარებას და შეეფასებინათ პროექტის გარემოზე ზემოქმედება, რაც, თავად […]

ქუთაისის მერი სლოვაკეთის ელჩს შეხვდა

ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა და მერის მოადგილემ თამარ დახუნდარიძემ საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩთან მატუშ ბუშოვსკისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და საქმიან ურთიერთობებზე, ევროინტეგრაციის საკითხებზე. ყურადღება გამახვილდა ქუთაისში მიმდინარე საერთაშორისო პროექტებზე, მათ შორის ნარჩენების მართვის გამოცდილებაზე. განიხილეს სამომავლოდ […]

ევროპული სახელმწიფოები და ნატო-ს ქვეყნები უკრაინაში ჯარებს არ გაგზავნიან – ოლაფ შოლცი

ევროპული სახელმწიფოები და ნატო-ს ქვეყნები უკრაინაში ჯარებს არ გაგზავნიან, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა. „ის, რის შესახებაც ჩვენ თავიდანვე შევთანხმდით, მომავალსაც ეხება, კერძოდ, ევროპული სახელმწიფოების ან ნატო-ს ქვეყნების მიერ გაგზავნილი სახმელეთო ჯარები უკრაინის მიწაზე არ განთავსდება“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა. ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მომავალში უკრაინის ტერიტორიაზე დასავლეთის ჯარების გაგზავნა არ […]

მოსკოვში ნავალნის ადვოკატი, ვასილი დუბკოვი დროებით დააკავეს და უკვე გაათავისუფლეს

გამოცემა Meduza-ს ცნობით, მოსკოვში რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის ადვოკატი ვასილი დუბკოვი დროებით დააკავეს. ამ დროისთვის იგი უკვე გათავისუფლებულია. გავრცელებული ინფორმაციით, დუბკოვს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა ედებოდა ბრალად. გათავისუფლების შესახებ მან მოგვიანებით გამოცემა Verstka-ში განაცხადა. მას დაკავების მიზეზზე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა, თქვა, რომ მის საადვოკატო საქმიანობას ხელი შეუშალეს. ნავალნის სიკვდილის შემდეგ დუბკოვი ნავალნის დედას ლიუდმილა ნავალნაიას […]

„გადაუმოწმებელი ინფორმაცია ზვავის საკითხზე, საფრთხეში აგდებს კურორტის შემდგომ განვითარებას“ – „ორბი ჯგუფი“

კომპანია „ორბი ჯგუფმა“ დღეს თბილისში, ბახმაროს მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსის პროექტთან დაკავშირებით, პრესკონფერენცია გამართა. პრესკონფერენციას „ორბი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე ბახმაროს პროექტის ავტორთან, არქიტექტურული კომპანია WilkinsonEyre-ის პარტნიორთან და დირექტორთან სემ ვრაითთან ერთად უძღვებოდა.

რომან გოცირიძე – ხელისუფლების ხელში დეკლარაციების შემოწმების საკითხი შესაძლოა პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად იქნას გამოყენებული

ნუ გვგონია, რომ დეკლარაციების შემოწმებით რაიმე კორუფციული ფაქტები გამოვლინდება. საბოლოო შედეგი იქნება ის, რომ გამოვლინდება ტექნიკური ხარვეზები, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ ლიდერმა, რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა. რომან გოცირიძის თქმით, შესაძლებელია, რომ დღევანდელი ხელისუფლების ხელში დეკლარაციების შემოწმების საკითხი პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად იქნას გამოყენებული. „ღარიბაშვილს ხომ აჩუქა მამამისმა 50 000 დოლარი. ასევე, ბევრჯერ ყოფილა, […]

ჩვენს საიტზე დაფიქსირდა 2 მილიონი მოთხოვნა წუთში – Tkt.ge შეფერხების მიზეზს განმარტავს

ბილეთების ყიდვის ონლაინ პლატფორმა Tkt.ge ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარ-ფინალური მატჩის ბილეთების შეფერხებით გაყიდვის მიზეზებს განმარტავს. როგორც Tkt.ge-ის განცხადებაშია აღნიშნული, მატჩის ბილეთების გაყიდვების დაწყება დაყოვნდა 45 წუთით, რაც განპირობებული იყო მათ საიტზე დაფიქსირებული რეკორდული მოთხოვნით – 2 მილიონი მოთხოვნა (Request) წუთში. „მყისიერი ტექნიკური სამუშაოების ჩატარების შემდეგ, მომხმარებლებს მიეცათ შესაძლებლობა ჩამდგარიყვნენ ონლაინ რიგში და დაეწყოთ ყიდვის […]