სიკორსკი აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერს უკრაინის დახმარების მიღებისკენ მოუწოდებს

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ ორშაბათს, 26 თებერვალს, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერს მაიკ ჯონსონს მოუწოდა, უკრაინის დახმარების კანონპროექტი მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სიკორსკის მიხედვით, ბრძოლის ველზე უკრაინის მიერ დანაკარგების განცდაზე პასუხისმგებელი ჯონსონი იქნება. სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში Atlantic Council გამოსვლისას სიკორსკიმ გაიხსენა, რომ მაიკ ჯონსონს “წარსულში უკრაინაზე გულთბილად აქვს ნასაუბრები”. “შესაბამისად მსურს, მან იცოდეს, რომ მთელი მსოფლიო […]

ჩინეთი, იაპონია, შვეიცარია – უმსხვილესი სავალუტო რეზერვების მქონე ქვეყნების რეიტინგი

სავალუტო რეზერვები ქვეყნის ფინანსური სექტორის სტაბილურობის შეფასების ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია. უცხოური ვალუტის რეზერვი ბუფერს წარმოადგენს, რომელიც ეკონომიკური კრიზისების და საგარეო შოკების პერიოდში ერთგვარ მაბალანსებელ ფუნქციას ასრულებს. ცენტრალური ბანკებისთვის აშშ დოლარი წამყვანი სარეზერვო ვალუტაა, რომელშიც მსოფლიოს სავალუტო რეზერვების 59% არის ნომინირებული, ევროს წილი 20%-ია, იაპონური იენის წილი 5.5%, გირვანქა სტერლინგის 5%, ჩინური იუანის 2.6%, კანადური დოლარის […]

“მჯერა ახლაც დედასავით გყავს გულში ჩაკრული,მძულს 7 რიცხვი როდესაც არსებობა შეწყვიტეს ჩემმა ანგელოზებმა..” – ნახეთ რას წერს ქალი, რომელმაც ბაღდათის სტიქიისას მეუღლე და 3 შვილი დაკარგა

“მჯერა ახლაც დედასავით გყავს გულში ჩაკრული,მძულს 7 რიცხვი როდესაც არსებობა შეწყვიტეს ჩემმა ანგელოზებმა..” – ნახეთ რას წერს ქალი, რომელმაც ბაღდათის სტიქიისას მეუღლე და 3 შვილი დაკარგა · 105 ბაღდათში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად გარდაცვლილი რობაქიძეების ოჯახის წევრების დედა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. “როგორი ძნელი არა შეუძლებელია თქვენზე წარსულში ლაპარაკი…სულ ასე გყავდა მაი ჩახუტებული ჩემი შვილები […]

მაიკ ჯონსონი – პირველ რიგში საჭიროა აშშ-ის საჭიროებებზე ვიზრუნოთ

პირველ რიგში საჭიროა აშშ-ის საჭიროებებზე ვიზრუნოთ – ამის შესახებ აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის – წარმომადგენელთა პალატის – რესპუბლიკური უმრავლესობის ლიდერმა, მაიკ ჯონსონმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან გამართული შეხვედრის შემდეგ მედიასთან საუბარში განაცხადა. ჯონსონის თქმით, თეთრ სახლში მან კონგრესის ლიდერების პრეზიდენტთან საერთო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ასევე ცალკეც ესაუბრა ბაიდენს. “როდესაც დღეს აქ მოვედი, მიზნად მქონდა […]

საზოგადოების დაკვეთა ახალი პარტიები არ არის – უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიგი უგულავას განცხადებით, საზოგადოების დაკვეთა ახალი პარტიები არ არის. ამის შესახებ მან „ტვ პირველზე“ ისაუბრა. უგულავას თქმით, პარტიებმა და პოლიტიკოსებმა საერთო ენის გამონახვა უნდა შეძლონ და საპარლამენტო არჩევნებამდე ჩამოყალიბდნენ, რა ფორმით მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას. უგულავამ ეს პროცესი საფეხბურთო ტრანსფერს შეადარა და აღანიშნა, რომ ზამთრის ტრანსფერი პარტიებისთვის უშედეგოდ დასრულდა. „ეს პროცესი არის ზაფხულის და […]

“მანჩესტერს” მწვრთნელად ზიდანის დანიშვნა სურს

Foot Mercato-ს ცნობით, “მანჩესტერის” ახალი თანამფლობელი ჯიმ რეტკლიფი გუნდის მწვრთნელად ზინედინ ზიდანის დანიშვნითაა დაინტერესებული. გამოცემის მტკიცებით, რეტკლიფის კომპანია Ineos-ი ზიდანს გუნდში ეპატიჟება. ამ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ჟან-კლოდ ბლანი ზიდანთან კარგ ურთიერთობაშია და როდესაც პსჟ-ში ანალოგიურ თანამდებობაზე მუშაობდა, მასთან შეთანხმებას ცდილობდა. თუმცა, აღნიშნულია, რომ “მანჩესტერს” ზინედნის დათანხმება გაუჭირდება, რომელიც 2021 წლის შემდეგ უმუშევარია.

იტალიელი ჟურნალისტი: “ნაპოლიში” კვარაცხელიას მომავალი უკვე გადაწყვეტილია

ტელეწამყვანმა რაფაელე აურიემამ Tele A-ს გადაცემა Si Infuzzi La Network-ში ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის შესახებ ისაუბრა: “ნიგერიელი ცენტრფორვარდი “კალიარისთან” მატჩის ბოლოს ვნახე და ძალიან შევწუხდი. სათადარიგოთა სკამზე დაღონებული იჯდა. არ მინდა გუნდის წარუმატებელი შედეგების გამო მან ენთუზიაზმი დაკარგოს. კვარაცხელიას მომავალი უკვე გადაწყვეტილია. ფეხბურთელის აგენტი პრეზიდენტს გაყიდვაზე მაისში მოელაპარაკება”. ნიგერიის ნაკრების კაპიტანმა ვილიამ ტროსტ-ეკონგმა Sky […]

ბალდის კანიონის ტერიტორიაზე ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების შეფასების მიზნით მისული ექსპერტთა ჯგუფი აქტივისტებმა არ შეუშვეს

დღეს ბალდის კანიონის ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის ბიომრავალფეროვნებაზე ზეგავლენის შეფასების მიზნით შექმნილი დროებითი კომისიის წევრები პროტესტის ჯგუფის აქტივისტებმა ადგილზე არ შეუშვეს, – ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. როგორც სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული, შესაბამისად, კომისიის წევრებს, შესაბამის ექსპერტებსა და საკითხით დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს არ მიეცათ შესაძლებლობა, ადგილზე გასცნობოდნენ არსებულ ვითარებას და შეეფასებინათ […]

პრემიერ-მინისტრი შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ჰაიდი გრაუს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და შვეიცარიას შორის ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. ხაზი გაესვა საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის მჭიდრო და მეგობრულ ურთიერთობებს როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ყურადღება დაეთმო შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მრავალწლიან წარმატებულ და ეფექტიან თანამშრომლობას. აღინიშნა, […]

„მთავრობაში მითხრეს, ამერიკაში პირდაპირ ფრენებზე საკითხს ნუ დააყენებო“ – „ეარ ჯორჯიას“ დამფუძნებელი

საქართველოს მთავრობას აშშ-სთან ფრენების განხორციელების სურვილი არ აქვს – ასე ეხმაურება „ეარ ჯორჯიას” დამფუძნებელი, გიორგი კოდუა ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის იმ განცხადებას, რომლის მიხედვითაც მთავრობაში ამერიკის მიმართულებით პირდაპირი ფრენების დაწყებას მცდელობას არ აკლებენ. ბიზნესმენი ამბობს, რომ ფრენების დაწყების სურვილი აქვს, თუმცა მთავრობის დახმარების იმედი – არა. როგორც კოდუა ჩვენთან საუბრისას ამბობს, ეკონომიკის სამინისტროში თვეების წინ, […]