ბორჯღალოსნები | რუმინეთისთვის მზადება დაიწყო

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 2 მარტს თბილისში, „მიხეილ მესხზე“ რუმინეთთან გასამართი მატჩისთვის 34 მორაგბე გამოიძახა. 2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური შეხვედრა 16 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, მეორე ნახევარფინალში პორტუგალია ესპანეთს მასპინძლობს, ფინალი კი 17 მარტს პარიზში გაიმართება. ჯგუფური ეტაპის შემდეგ გაფართოებულ შემადგენლობაში ოთხი ახალი სახეა. გუნდს დაუბრუნდა გამოცდილი 9 ნომერი ვასილ ლობჟანიძე, რომელიც ბოლო დროს ‘ტულონში’ […]

დასავლელ ჯარისკაცებს უკრაინაში შესაძლოა არასაბრძოლო როლი ჰქონდეთ – სეჟურნე

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფან სეჟურნემ დღეს, 27 თებერვალს, უკრაინაში ჯარისკაცების გაგზავნის შესახებ ემანუელ მაკრონის განცხადების განმარტება სცადა. მისი თქმით, დასავლელმა ჯარისკაცებმა შესაძლოა უკრაინელებს რუსეთთან ომში პირდაპირ ბრძოლაში ჩართვის გარეშე გაუწიონ დახმარება. “ჩვენ უკრაინის დასახმარებლად ახალი ქმედებები უნდა განვიხილოთ, რომელიც კონკრეტულ საჭიროებებს უპასუხებს, კერძოდ, მე ვგულისხმობ ნაღმების გაწმენდას, კიბერთავდაცვას, ადგილზე, უკრაინის ტერიტორიაზე, შეიარაღების წარმოებას”. – […]

სერგი კაპანაძე წლების განმავლობაში იყო რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი, როგორ შეიძლება ის იყოს ნეიტრალურად აღქმული?

სერგი კაპანაძე წლების განმავლობაში იყო რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი, როგორ შეიძლება ის იყოს ნეიტრალურად აღქმული? “ეს არ იყო შეცდომა, არამედ იყო მიზანმიმართული ქმედება, რასაც რადიკალური ოპოზიციის 6-თვიანი ბოიკოტი მოჰყვა,” – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა. ყაველაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაზე“ ისაუბრა და გაიხსენა ის პერიოდი, როდესაც 2020 წლის […]

სალომე სამადაშვილი – „ქართული ოცნება“ ახლავე იწყებს ორგანიზებულ თავდასხმას დასავლურ ორგანიზაციებზე, რომლებიც არჩევნებს დააკვირდებიან – მათ ძალიან ეშინიათ

რა თქმა უნდა, მე არ მაქვს პრობლემა, რომ ჩვენი დოკუმენტები შეამოწმონ, თუმცა თვითონ კორუფცია ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას ნიშნავს და ოპოზიციას ძალაუფლება არ აქვს, ამიტომ მგონია, ოპოზიციის კორუფციაზე საუბარი აბსურდული , – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა. ამით დეპუტატი გამოეხმაურა ანტიკორუფციული სამსახურის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც მათ ოპოზიციონერი დეპუტატების დეკლარაციების […]

2030 წლისთვის საქმიანი მოგზაურობის სექტორი თითქმის 1 ტრილიონ დოლარს მიაღწევს – Research and Markets

მიუხედავად ვირტუალური შეხვედრებისა და დისტანციური მუშაობის მზარდი პოპულარობისა, საქმიანი მოგზაურობა არსად არ გაქრება: 2030 წლისთვის საქმიანი მოგზაურობის სექტორი თითქმის 1 ტრილიონ დოლარს მიაღწევს. საქმიანი მოგზაურობის შემდგომი პანდემიის აღდგენა ჩამორჩება ნორმალური ზრდის ტემპებს, ბაზრის ღირებულება 2022 წელს 665,3 მილიარდ დოლარს შეადგენს. 2030 წლისთვის ეს მაჩვენებელი იქნება 928,4 მილიარდი აშშ დოლარი 10 წლის 4,3%-იანი წლიური ზრდის შემდეგ […]

ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში სამოქალაქო ორგანიზაციები და პარტიები თანამშრომლობენ ქვეყნის საუკეთესო ინტერესის შესაბამისად – ნინო დოლიძე უცხოელი დონორების მხრიდან პარტიული არასამთავრობების დაფინანსებაზე

ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში სამოქალაქო ორგანიზაციები და პარტიები თანამშრომლობენ ქვეყნის საუკეთესო ინტერესის შესაბამისად – ნინო დოლიძე უცხოელი დონორების მხრიდან პარტიული არასამთავრობების დაფინანსებაზე არსებობს ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც შეიქმნა, არსებობს პარტიების მონიტორინგის სხვადასხვა მექანიზმი და ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შეხედონ, ხდება თუ არა მაგალითად პარტიებისთვის ისეთი შემოწირულობა, რომელიც კანონმდებლობასთან არ არის თავსებადი, – ამის შესახებ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის […]

სოფელ ტაშისკართან, მთის ფერდობიდან ღელის მიმართულებით მიწის მასა ჩამოიშალა

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაშისკართან, მთის ფერდობიდან ღელეს მიმართულებით, ჩამოიშალა მიწის მასა და ხეები, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით,მეწყრული პროცესების მძიმე შედეგების განვითარების პრევენციის მიზნით, ყველა შესაბამისი აღჭურვილობითა და სპეც-ტექნიკით, ადგილზე დაუყოვნებლივ მობილიზდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს, ცენტრალური კოორდინაციის სამმართველოს, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტების […]

ავლაბარში მკვლელობა მოხდა

ავლაბარში მკვლელობა მოხდა ავლაბარში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს რამდენიმე ტყვია აქვს ნასროლი, რომელიც ადგილზე დაიღუპა. მკვლელობაში ბრალდებული ჯერ არ არის დაკავებული. სხვა დეტალები უცნობია.

ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 18 იანვარს, გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში, ორმა პირმა, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, დაზარალებულს […]

დაკავებულია შსს-ს თანამშრომელი, რომელიც საკუთარი ავტომანქანით ქვეითს შეეჯახა, რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვა

საქართველოს პროკურატურამ დუშეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითის გარდაცვალების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ღამის საათებში, ქალაქ დუშეთის შესასვლელთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა თ.ბ.-მ, რომელიც მის საკუთრებაში არსებულ ავტომობილს მართავდა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა […]