პროფკავშირები: AVTANDIL-მა კონსულტანტი ჩაცმულობის გამო გაუშვა, სასამართლომ ეს უკანონოდ ცნო

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ცნობით, მაღაზია AVTANDIL-მა კონსულტანტი სამსახურიდან ჩაცმულობის გამო გაათავისუფლა. მათი ინფორმაციით, კომპანიას სასამართლოში უჩივლეს – თბილისის საქალაქო სასამართლომ კონსულტანტის სამსახურიდან გათავისუფლება უკანონოდ ცნო. მათივე ცნობით, მოპასუხეს დაეკისრა კომპენსაციისა და იძულებითი განაცდურის გადახდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე. “შპს ავთანდილ ცქვიტინიძეში კონსულტანტის პოზიციაზე დასაქმებული მიიჩნევდა, რომ სამსახურიდან მხოლოდ იმიტომ გამოუშვეს, რომ […]
ბათუმის “დინამომ” 25 წლის უკრაინელი მცველი დაიმატა

ეროვნული ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა ბათუმის “დინამომ” გვაუწყა, რომ კლუბის რიგებს 25 წლის უკრაინელი ცენტრალური მცველი იევჰენი ჩაჰოვეცი შეუერთდა. ის ბოლოს ლიეტუვის უმაღლესი ლიგის “რიტერიაეშში” თამაშობდა, სადაც 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ გუნდი ბოლო ადგილზე გავიდა და დაქვეითდა. ჩაჰოვეცი კარიერას დონეცკის “შახტარის” ახალგაზრდულ გუნდში იწყებდა, რის შემდეგაც იყო ბელარუსული “მინსკი” და ყაზახური “ორდაბასი”. შეგახსენებთ, რომ გუშინ […]
ელჩი: საქართველოს არცერთი ქვეყანა არ უჭერს ისე მყარად მხარს, როგორც შეერთებული შტატები

აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებზე ისაუბრა და თქვა, რომ “არცერთი ქვეყანა არ უჭერს საქართველოს ისე მყარად მხარს, როგორც შეერთებული შტატები”. ელჩის თქმით, ორ ქვეყანას შორის განსაკუთრებული ურთიერთობაა და მისი მოვალეობაა, გააღრმაოს პარტნიორობა საქართველოსთან. “მსურს ჩემი გამოსვლა დავიწყო პრეზიდენტ ბაიდენის სიტყვით, ეს არის მისი გამოსვლა ეროვნული უსაფრთხოების […]
ბაიდენმა და ტრამპმა პრეზიდენტობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად მიჩიგანშიც გაიმარჯვეს

ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაიმარჯვეს მიჩიგანის შტატში ჩატარებულ პირველად არჩევნებში(primaries). დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიები პირველად არჩევნებს პრეზიდენტობის კანდიდატების შესარჩევად ატარებენ. „ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, ბაიდენმა ხმების 81% მიიღო, ხოლო ტრამპმა – დაახლოებით 68%. აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა დაამარცხა დემოკრატიული პარტიიდან პრეზიდენტობის პრეტენდენტი, კონგრესმენი დინ ფილიპსი, ხოლო ყოფილმა პრეზიდენტმა რესპუბლიკური […]
რობინ დანიგანი – ამ 32 წელს მთლიანად რომ გადავხედოთ, შეერთებული შტატები არის საქართველოს თუ ერთადერთი არა, ერთ-ერთი მყარი მხარდამჭერი

ამ 32 წელს მთლიანად რომ გადავხედოთ, შეერთებული შტატები არის საქართველოს თუ ერთადერთი არა, ერთ-ერთი მყარი მხარდამჭერი, – ამის შესახებ ამერიკის ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა, პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენისას განაცხადა. მისივე თქმით, რამდენიმე დღის წინ, ტრაგიკული ანექსიის დღეს, კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ საქართველოს არცერთი ქვეყანა არ უჭერს ისე მყარად მხარს, როგორც შეერთებული შტატები. „პრეზიდენტი ბაიდენი ერთ-ერთ გამოსვლაში […]
ხატია დეკანოიძე – მმართველი ძალა იუსტიციის საბჭოს რეფორმირების აუცილებლობას ვერ ხედავს – ვენეციის კომისიის რეკომენდაციები შესასრულებელია, რომ დეკემბერში ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გაიხსნას

მმართველი ძალის პოზიციაა, რომ იუსტიციის საბჭოს რეფორმირების აუცილებლობას ვერ ხედავენ – ვენეციის კომისიის რეკომენდაციები შესასრულებელია, რომ დეკემბერში ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გაიხსნას,- ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც მართლმსაჯულების რეფორმასა და „ვეტინგის“ მოდელზე შალვა პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. დეკანოიძის თქმით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებში ჩამოყალიბებულია, რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ რეფორმის განხორციელებისთვის და რეკომენდაციები უნდა შესრულდეს. „რეკომენდაცია […]
ელჩი – აშშ ყველა მხარესთან მუშაობას გააგრძელებს, რათა ქართველებმა იცოდნენ, რომ მათი ხმები სამართლიანად არის დათვლილი, მათ მიერ მიცემული ხმები ფარულია, პროცესი კი თავისუფალი და სამართლიანია

ქართველებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი ხმები სამართლიანად არის დათვლილი, საარჩევნო პროცესი კი თავისუფალი და სამართლიანია, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „მე რამდენიმე თქვენგანს არჩევნების შესახებ პირადად ვესაუბრე და ვიცი, რომ თქვენ იზიარებთ ჩვენს შეხედულებას იმასთან დაკავშირებით, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები დემოკრატიის ქვაკუთხედს […]
ბერდია სიჭინავა – კრიტიკას ვერ უძლებს ის საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ანტიკორუფციულ ბიუროსთან დაკავშირებით წარმოადგინა – ხელისუფლება კორუფციასთან ბრძოლას ფასადურად იწყებს

პარტია „საქართველოსთვის“ აღმასრულებელი მდივნის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, ხელისუფლება კორუფციასთან ბრძოლას ფასადურად იწყებს, „თითქოსდა დეკლარაციებს ამოწმებს, რომელსაც კონკრეტული შედეგები არ ექნება“. როგორც სიჭინავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ აღნიშნა, კრიტიკას ვერ უძლებს ის საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მმართველმა პარტიამ ანტიკორუფციულ ბიუროსთან დაკავშირებით წარმოადგინა. „ვენეციის კომისიისა და ევროკომისიის რეკომენდაციების მთელი სულისკვეთება არის ის, რომ ანტიკორუფციული ბიურო იყოს ქმედითი და […]
აშშ-ის ელჩი – გვინდა, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი – ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს თქვენს მხარდაჭერას ამ ძალისხმევაში

ჩვენ გვინდა, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი. ვიცი, რომ ბევრმა თქვენგანმა ძალიან ბევრი იმუშავა ამის მისაღწევად და ვიცი, რომ კიდევ ბევრს იმუშავებთ მომავალ თვეებსა და წლებში საკანონმდებლო და სხვა აუცილებელი მიმართულებებით, რათა 9 პრიორიტეტი შესრულდეს. ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს თქვენს მხარდაჭერას ამ ძალისხმევაში, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რობინ დანიგანმა საქართველოს პარლამენტის […]
ნიკოლოზ სამხარაძე – 30 წელია აშშ საქართველოს უდგას მხარში – სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის, ეკონომიკის განვითარების, დემოკრატიის მხარდაჭერისა და რაც მთავარია, ტერიტორიული მთლიანობის ასპექტებში

30 წელია აშშ საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით უდგას მხარში – სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის, ეკონომიკის განვითარების, დემოკრატიის მხარდაჭერისა და რაც მთავარია, ტერიტორიული მთლიანობის ასპექტებში, – აღნიშნული განცხადება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც საქართველოში აშშ-ს ელჩს რობინ დანიგანს უსმენენ. სამხარაძემ კომიტეტის სახელით ამერიკელ დიპლომატს, ამერიკელ ხალხსა და აშშ-ს მთავრობას მადლობა გადაუხადა. “2009 […]