პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში აშშ-ს ელჩის მოსმენა დახურულ რეჟიმში გრძელდება

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოში აშშ-ს ელჩის რობინ დანიგანის მოსმენა დახურულ რეჟიმში გრძელდება. მას შემდეგ რაც დიპლომატი მოხსენებით გამოვიდა, სხდომა კითხვა-პასუხის ნაწილიდან მედიისთვის დაიხურა. პარლამენტში რობინ დანიგანი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მიიწვია. საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი ასპექტები და აშშ-ის საგარეო პოლიტიკა – ეს არის თემა, რაზეც რობინ დანიგანის მოსმენა მიმდინარეობს.
მექსიკაში მერობის ორი კანდიდატი მოკლეს

მექსიკაში, მიჩოაკანის შტატში მერობის ორი კანდიდატი რამდენიმე საათის შუალედში მოკლეს. ერთ-ერთი კანდიდატი გინეკოლოგი მიგელ ანხელ რეიეს ზავალა იყო, რომელიც საავადმყოფოდან გამოსვლისას მოკლეს. რამდენიმე საათში მეორე კანდიდატი, არმანდო პერეს ლუნა საკუთარ მანქანაში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული იპოვეს. მიჩოაკანის შტატი ერთ-ერთი პირველია მექსიკაში ძალადობის მაჩვენებლით. დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ 2024 წლის არჩევნებზე ორგანიზებული კრიმინალის ყველაზე მაღალ ჩართულობას […]
კირბი: უკრაინელებს არა სიმამაცე, არამედ ტყვიები აკლდებათ, სიტუაცია მძიმეა

ფრონტზე მყოფი უკრაინელი სამხედროები საკმაოდ რთულ გადაწყვეტილებებს იღებენ იმის თაობაზე, თუ რას ესროლონ და რითი ისროლონ. მათ არა სიმამაცე, არამედ ტყვიები აკლდებათ. სიტუაცია საკმაოდ მძიმეა. მე არ ვარ იმ პოზიციაში, რომ კონკრეტული დრო ავიღო და ვთქვა, რომ ამა და ამ დროს უკრაინა ომს წააგებს. მაგრამ, ისინი ნამდვილად იწყებენ იმ ტერიტორიების დაკარგვას, რაც რუსეთისგან დაიბრუნეს და […]
როგორი ამინდი იქნება 4 მარტამდე – გარემოს სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 4 მარტამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნდება თბილი და უნალექო ამინდი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსია მოსალოდნელი. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსამდე მოიმატებს. დასავლეთ საქართველოს დაბლობ […]
ვისთვის იქნება ეს დღე იღბლიანი _ 28 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი შემოქმედებითი იდეების განხორციელების დღეა. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. ერთად დაესწარით კულტურულ ღონისძიებებს. კურო მეტად დაისვენეთ, გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან. საღამოს მხიარულება, სასიამოვნო ნაცნობობა და ფლირტი გელით. ტყუპი გამოიძინეთ. შეყვარებულებმა მეტი დრო გაატარეთ ერთად. გაგიუმჯობესდებათ მატერიალურ მდგომარეობა. კირჩხიბი დღის საზრუნავი ოჯახი და შვილები იქნებიან. აგრეთვე, ჩანაფიქრების განხორციელების დღეა. თქვენ ნიჭს სათანადოდ დააფასებენ. საინტერესო მიწვევაზე უარი […]
ევროკომისიამ ქართულ თხილში აფლატოქსინების კონტროლის სახელმწიფო სისტემა დადებითად შეაფასა

ევროკომისიის ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის წარმომადგენლებმა (DG SANTE) 2023 წლის სექტემბერ-ოქტომბერში, ქართულ თხილში აფლატოქსინების სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებით, აუდიტი განახორციელეს. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, სააგენტომ ევროკომისიის აუდიტორებს მიაწოდა სათანადო დოკუმენტაცია და ინფორმაცია იმ პროცედურების შესახებ, რომლებიც სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ხორციელდება. წარდგენილი იყო საექსპორტოდ განკუთვნილი პროდუქციის შემოწმების სრული ჯაჭვი. […]
რამდენად განსხვავებულია ყოველთვიური ხარჯები და ბინის ქირა თბილისში, ქუთაისსა და და ბათუმში

numbeo.com-ის მონაცემების მიხედვით, თბილისში ერთი ადამიანის სავარაუდო ყოველთვიური ხარჯები ქირის გარეშე შეადგენს 1668.3 ლარს, ხოლო ოთხსულიანი ოჯახის სავარაუდო ყოველთვიური ხარჯი 6026.8 ლარია ქირის გარეშე. (ეს ინდექსი მიუთითებს სამომხმარებლო საქონლის შედარებით ფასებზე, როგორიცაა სასურსათო პროდუქტები, რესტორნები, ტრანსპორტი და კომუნალური მომსახურება.) ერთი თვის მანძილზე, ერთოთახიანი ბინის ქირაობა ქალაქის ცენტრში, 1560-დან 3000 ლარამდე ჯდება. სამოთახიანი ბინის ქირაობას კი […]
„ყელის არეში სასიკვდილო დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“ – პოლიციამ რუსთავში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიულ ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, კ.ბ. განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი უთანხმოების შედეგად, 1976 წელს დაბადებულ […]
გურიაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გურიის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სურებში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო და უკანონოდ მოპოვებული ფოთლოვანი სახეობის ხე-ტყე გამოავლინეს. როგორც სატყეო სააგენტოში აცხადებენ, კანონდამრღვევმა უკანონოდ მოპოვებული ფოთლოვანი სახეობის ხე-ტყე დასამუშავებლად სახერხ საამქროში სატვირთო ავტომობილით გადაიტანა. საამქროს ტერიტორიაზე ასევე აღმოჩენილია პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი). დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო და სატვირთო ავტომობილი დაილუქა. ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის […]
“ნაპოლის” მატჩის დღე! – მეტოქე, რომელიც კვარაცხელიას ასე უფრთხის…

ცუდი სეზონის მქონე ორი გუნდი, “სასუოლო” და “ნაპოლი”, ურთიერთობას ერთმანეთში რეჯია ემილიაში, “მაპეი სთედიუმზე” გაარკვევს – ზამთრის ბოლოსწინა (ნაკიანი თებერვალია) დღეს, 28 თებერვალს, ჩვენი დროით 21:00 საათზე. თუკი მოქმედ ჩემპიონებს ევროტურნირებზე გასვლა უჭირთ, მათი მოწინააღმდეგეები გადარჩენისთვის იბრძვიან. “სასუოლო” შეხვედრას ახალი მწვრთნელით ხვდება, 2.5 წლის შემდეგ დიონისი გაუშვეს და გუნდს ბიგიცა უხელმძღვანელებს. ფავორიტი გამოკვეთილია – ბოლო […]