„ჩინურმა კომპანიებმა, რომლებიც გამყვან ტურიზმში ოპერირებენ, მომართვა უკვე დაიწყეს“ – ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი

„ორ სახელმწიფოს შორის მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება იმის მაჩვენებელია, რომ იზრდება მგზავრთნაკადი ორივე მიმართულებით, შესაბამისად, ხელი ეწყობა საინვესტიციო ინიციატივებს. ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს“, – ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელმა ნატა კვაჭანტირაძემ რადიო „კომერსანტის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, უკვე დაიწყო ჩინური ტურისტული კომპანიების მხრიდან გამყვანი ტურიზმის მიმართულებით აქტივობების დაგეგმვა. […]

2 მარტიდან 18-მეტრიანი ავტობუსები კიდევ სამ მარშრუტზე დაიწყებს მოძრაობას

2 მარტიდან ახალი 18-მეტრიანი ავტობუსები დამატებით კიდევ რამდენიმე მარშრუტზე გაეშვება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ავტობუსები თავდაპირველად იმ მარშრუტებზე გავა, სადაც მაღალი მგზავრთნაკადი ფიქსირდება. „როგორც იცით, გასული წლის ბოლოს დაიწყო დედაქალაქში 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა. ეს არის იმ სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილი, რომელიც ჩვენ დავიწყეთ. რეფორმის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი […]

სერგო ჩიხლაძე – თურმე უნდა ვიმსჯელოთ, რაჟდენ კუპრაშვილი კარგად იმუშავებს თუ არა და ვიღაც შარდის ანალიზს ჩააბარებს თუ არა – „ქართული ოცნება“ ძლიერია იმაში, რომ მთავარი საკითხები გვერდით გადადოს და მეათეხარისხოვანი თემებით და ვითომ კანონებით დაგვხუნძლოს

ყველა მიმართულებით კატასტროფა ხდება და ამ დროს ხალხი მსჯელობს, ვიღაც შარდის ანალიზს ჩააბარებს, თუ – არა – მეათეხარისხოვან თემებზე დაღლას არ ვაპირებთ,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც პარლამენტში წარდგენილ ცვლილებებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების შემთხვევაში ნარკოლოგიური შემოწმების ვალდებულება უქმდება. მისივე თქმით, აღნიშნული საკითხი არარელევანტურია, […]

ირაკლი კობახიძე საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ანა ლიბერგს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ნაყოფიერ თანამშრომლობაზე როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. საუბარი შეეხო ბოლო წლების განმავლობაში პარტნიორობის პოზიტიურ დინამიკას, მათ შორის – ვაჭრობისა და ეკონომიკის, თავდაცვის, უსაფრთხოების, განათლებისა და კულტურის სფეროებში. ხაზი გაესვა შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს. “აღინიშნა, რომ […]

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან გაცნობით შეხვედრებს მართავს. უწყების ცნობით, ირაკლი ჩიქოვანმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს, მარკ კლეიტონს თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. მათი ინფორმაციით, მინისტრმა სტრატეგიულ პარტნიორს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის, ასევე გაწეული პრაქტიკული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. „შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები მიმოიხილეს და სამომავლო […]

რობინ დანიგანი – კიდევ ერთი პრიორიტეტი, რომელიც მსურს განვიხილო, არის ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ

კიდევ ერთი პრიორიტეტი, რომელიც მსურს თქვენთან განვიხილო, არის ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მათ შორის, საქართველოს დახმარებით დაიცვას საკუთარი თავი და შეაკავოს აგრესია, რასაც კვლავ ჩვენს სამხედრო პარტნიორობასთან მივყავარ, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რობინ დანიგანმა პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ელჩმა აღნიშნა, […]

სალომე სამადაშვილი – შალვა პაპუაშვილს დიდი სისულელე უთქვამს – 12 წელიწადია პაპუაშვილის პარტია მართავს ქვეყანას და რაც მოხდა, არის ის, რომ გირგვლიანის საქმის მოსამართლე მუსურიძის „კლანი“ გაძლიერდა, გაიფურჩქნა და დაიქვემდებარა სასამართლო სისტემა

შალვა პაპუაშვილს დიდი სისულელე უთქვამს – 12 წელიწადია პაპუაშვილის პოლიტიკური პარტია საქართველოს მართავს და ამ ხნის მანძილზე სასამართლო სისტემაში რაც მოხდა, არის ის, რომ გირგვლიანის საქმის მოსამართლე მუსურიძის „კლანი“ გაძლიერდა, გაიფურჩქნა და ფაქტობრივად, სრულად დაიქვემდებარა სასამართლო სისტემის რეფორმა, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც მართლმსაჯულების რეფორმასა და „ვეტინგის“ მოდელზე პარლამენტის თავმჯდომარის, […]

რობინ დანიგანი – „შუა დერეფანში“ საქართველოს როლს მხარს დავუჭერ – საქართველოდან წასვლისას მინდა იმის თქმა შევძლო, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის იმაზე მეტი ორმხრივი სავაჭრო ინვესტიციაა, ვიდრე ოდესმე ყოფილა

„შუა დერეფანში“ საქართველოს როლს მხარს დავუჭერ, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „კიდევ ერთი მთავარი პრიორიტეტი აშშ-სა და საქართველოს შორის ეკონომიკური კავშირების გაზრდაა. ზოგიერთმა თქვენგანმა იცის, რომ მე ეკონომიკური ოფიცერი ვარ და ჩემი კარიერის უმეტესი ნაწილი ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების დამყარებას მივუძღვენი. გასულ წელს […]

გივი სიხარულიძე იუბილარია – მსახიობი 80 წლის გახდა

მსახიობი, აგრონომი, მწერალი, მოცეკვავე, სპორტსმენი, ჩოგბურთელი, მთის და წყლის მოთხილამურე გივი სიხარულიძე იუბილარია. იგი 80 წლის გახდა. გივი სიხარულიძე 1961 წელს სუხიშვილის და რამიშვილის სახელმწიფო აკადემიური დასის სოლისტი გახდა. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, ჩაირიცხა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, სადაც 1969 წლამდე სწავლობდა. მისი სამსახიობო კარიერა დაიწყო 1972 წელს ფილმით „გასეირნება“. შემდეგ მოდიოდა ფილმები: “ჭიდაობას რა უნდა“, “ტურანდოტი“ […]

მოსკოვის სასამართლომ მამუკა მამულაშვილს დაუსწრებლად 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდა

მოსკოვის ბასმანის სასამართლომ უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის ლიდერს, მამუკა მამულაშვილს ორთვიანი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. ინფორმაციას ამის შესახებ კრემლის პროპაგანდისტული გამოცემა – TASS ავრცელებს. “მოსკოვის ბასმანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქე მამულაშვილ ზურაბის ძე უშანგის აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა ორთვიანი პატიმრობა, რომლის ათვლაც დაიწყება მისი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ექსტრადიციისა ან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დაკავების მომენტიდან. მამულაშვილზე […]