კახა კალაძის განცხადებით, პირველ აპრილამდე ტაქსის გაუაქტიურებელი ნებართვა ავტომატურად გაუქმდება და მისი აღდგენა შეუძლებელი იქნება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ტაქსების რეფორმის ფარგლებში, A კატეგორიის ტაქსის ნებართვის გააქტიურების ვადა პირველ აპრილს იწურება და თუ ამ პერიოდში არ გაიაქტიურებენ მესაკუთრეები ნებართვას, ის გაუქმდება და მისი აღდგენა შეუძლებელი იქნება. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ამ დროისთვის, 20-21 ნებართვაა გაუაქტიურებელი. „როგორც მოგეხსენებათ, გასული წლის პირველი აპრილიდან ამოქმედდა ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი, […]

გიორგი ვაშაძე – აშშ-დან მზაობა არის ყველაფრისთვის, მათ შორის, სავიზო მიმართულებით იყო საუბარი, ასევე ფრენებზე, ტექნოლოგიური კომპანიების შემოყვანაზე, მაგრამ გვყავს მთავრობა, რომელიც ხელს არ ანძრევს, რომ ამ მიმართულებით წინ წავიდეთ

ელჩის გზავნილი ძალიან კონკრეტულია – სექტორალური თანამშრომლობისთვის ამერიკა მზად არის, იქნება ეს პირდაპირი ფრენები თუ კონკრეტული მიმართულებებით ინვესტიციები, მთავარია საქართველომ გადადგას შესაბამისი ნაბიჯები, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე აშშ- ის ელჩის, რობინ დანიგანის მოსმენის კომენტირებისას განაცხადა. ვაშაძის განცხადებით, ეს ნაბიჯებია ხელისუფლების ცვლილება და ინსტიტუციური რეფორმები. „ხაზგასმით იყო […]

თბილისის მერია დამატებით 40 ერთეულ 18-მეტრიან ავტობუსს შეისყიდის

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მთავრობა დამატებით 40 ერთეულ 18-მეტრიან ავტობუსს შეისყიდის. როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს M3 კატეგორიის ავტობუსების შესყიდვის მიზნით, კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადება დაევალა. „თავდაპირველად, გაჟღერებული გვქონდა, რომ 200 ერთეული 18 მეტრიანი ავტობუსების აუცილებლობა იყო, თუმცა, ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მხოლოდ 160 ერთეულის შესყიდვა მოვახერხეთ. მქონდა საუბარი […]

შალვა პაპუაშვილი – ჩვენი მიდგომაცაა პატიმრების დიდი რაოდენობა არ იყოს – შემცირების მექანიზმებზე სახელმწიფოებრივი მიდგომა მნიშვნელოვანია – ეს არ უნდა იყოს ერთი ხელის მოსმით, პოლიტიკური პროგრამის გატარების ნაწილი

ჩვენი მიდგომაც არის, რომ არ იყოს [პატიმრების] დიდი რაოდენობა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში – შემცირების მექანიზმებთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივი მიდგომა – ეს არ უნდა იყოს ერთი ხელის მოსმით, რაღაც პოლიტიკური პროგრამის გატარების ნაწილი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ამნისტიის შესახებ „გირჩის“ მიერ დაინიცირებულ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. მისივე გაცხადებით, ყველა კანონპროექტთან დაკავშირებით იქნება მსჯელობა. „რა თქმა […]

კახა კალაძე დიდგაბარიტიანი ავტომანქანების შეზღუდვაზე – კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ბიზნესსექტორს, გადაეწყონ და მოერგონ დადგენილ რეგლამენტს, რათა არ მოგვიწიოს მათი დაჯარიმება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში, როგორც დილის, ისე საღამოს პიკის საათში დიდი გაბარიტების მქონე მანქანებს გადაადგილება ეზღუდებათ ქალაქის კონკრეტულ რაიონებში და კონკრეტულ ქუჩებზე და არა, მთელი ქალაქის მასშტაბით. როგორც კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განმარტა, სხვა საათებში, დღის განმავლობაში, ასეთ ავტომობილებს გადაადგილების შესაძლებლობა თავისუფლად აქვთ. „დიდგაბარიტიანი ავტომანქანების შეზღუდვასთან დაკავშირებით, მინდა, გავაკეთო ერთი განცხადება. […]

2 მარტიდან 18-მეტრიანი ავტობუსები ეტაპობრივად სხვადასხვა მარშრუტზე გავა

2 მარტიდან ახალი 18-მეტრიანი ავტობუსები დამატებით კიდევ რამდენიმე მარშრუტზე გაეშვება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ავტობუსები თავდაპირველად იმ მარშრუტებზე გავა, სადაც მაღალი მგზავრთნაკადი ფიქსირდება. „როგორც იცით, გასული წლის ბოლოს დაიწყო დედაქალაქში 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა. ეს არის იმ სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილი, რომელიც ჩვენ დავიწყეთ. რეფორმის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი […]

1-ელი მარტიდან დედაქალაქის გერბისა და დროშის ნიმუშების შესარჩევი კონკურსი იწყება

დედაქალაქის გერბისა და დროშის ნიმუშების შესარჩევი კონკურსი იწყება. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მსურველებს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განცხადებების წარდგენა 1-ელი მარტიდან 30 აპრილის ჩათვლით შეეძლებათ. „როგორც მოგეხსენებათ, ქალაქის გერბი და დროშა „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ კანონის მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. ამ მიზნით შეიქმნა კომისია, რომელიც შედგება ისტორიკოსების, ჰერალდიკოსების, მხატვრებისა და სხვადასხვა […]

რას გვეუბნება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე მიჩიგანის პრაიმერის შედეგები

27 თებერვალს აშშ-ის შტატ მიჩიგანში რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიების შიდა არჩევნები, პრაიმერისი ჩატარდა. ამომრჩევლები ირჩევდნენ თავიანთი პარტიების კანდიდატს ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. როგორც მოსალოდნელი იყო, გამარჯვება ფავორიტებმა მოიპოვეს – მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და მისმა წინამორბედმა, დონალდ ტრამპმა. ამ გამარჯვებით ორივემ კიდევ უფრო გაიმყარა პოზიციები. ჯო ბაიდენმა ხმების 80%-ზე ოდნავ მეტი მიიღო, ხოლო დონალდ ტრამპმა – […]

მარტიდან 18-მეტრიანი ავტობუსები მინიმუმ 4 მიმართულებით იმოძრავებენ – მერია

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, მარტიდან, 18-მეტრიანი ავტობუსების სამოძრაო მარშრუტების რაოდენობა გაიზრდება. კალაძის ინფორმაციით, უკვე შესყიდულია 160 18-მეტრიანი ავტობუსი, რომელთაგან 50 უკვე ქალაქშია. დანარჩენების შემოყვანა კი ეტაპობრივად მიმდინარეობს. “ჩვენ დავიწყეთ კონკრეტულ ხაზებზე ავტობუსების გაშვება. თავდაპირველად შევარჩიეთ 4 ძირითადი მიმართულება, სადაც დღიურად 55 000 მგზავრობა ფიქსირდებოდა. მაღალი მგზავრთა ნაკადიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იყო დატვირთვა, პირველ რიგში, ამ […]

ვოლოდიმირ ზელენსკი ალბანეთს ეწვია

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ალბანეთში ჩავიდა, სადაც ის უკრაინა-ბალკანეთის მეორე სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იგლი ჰასანმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი არის “გადამწყვეტი მომენტი ორმხრივი კავშირების გასაძლიერებლად და უკრაინისთვის სოლიდარობის გამოსახატავად რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მის გმირულ ბრძოლაში” ცნობილია, რომ ვიზიტის ფარგლებში, დღეს ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინა-სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამიტზე ბალკანეთის სახელმწიფოების […]