ლევან ხაბეიშვილი – ჩვენი ათასობით თანამოქალაქე დგას რიგში, რომ ხელი მოაწეროს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას – სალომე ზურაბიშვილმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და უნდა გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი

ჩვენი ათასობით თანამოქალაქე დგას რიგში, რომ ხელი მოაწეროს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას. სალომე ზურაბიშვილმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და უნდა გაათავისუფლოს პრეზიდენტი სააკაშვილი. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი გაიმარჯვებს გაჭირვებასა და ივანიშვილზე. პრეზიდენტი სააკაშვილი იქნება თავისუფალი,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, საბოლოო ჯამში ქართველი ხალხი გაიმარჯვებს გაჭირვებასა და ივანიშვილზე. „ათასობით ჩვენი […]

ფინანსთა მინისტრი უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ანა მარია შიკოს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ანა მარია შიკოს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს. “შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას და ამ მიმართულებით უნგრეთის მხარდაჭერას. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის თანამშრომლობას ისეთი სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტების კუთხით, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა […]

საქართველოს ისტორიაში პირველად, კურორტ „თეთნულდზე“ „ფრირაიდის“ მსოფლიო ტური ჩატარდება

საქართველოს ისტორიაში პირველად, კურორტ „თეთნულდზე“, 29 თებერვალს “ფრირაიდის” მსოფლიო ტური ჩატარდება. გადაწყვეტილება საფრანგეთის ქალაქ ანესში, “ფრირაიდის” ყოველწლიურ ღონისძიებაზე გახდა ცნობილი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველომ ორი წლის განმავლობაში, წარმატებით უმასპინძლა “ფრირაიდის” საკვალიფიკაციო ეტაპებს. როგორც უწყებაში განმარტავენ, უმაღლეს დონეზე ჩატარებულმა ღონისძიებებმა განაპირობა საერთაშორისო ექსპერტების ყურადღება საქართველოსადმი. „საქართველო 6 […]

ვოლოდიმირ ზელენსკი ალბანეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

ვოლოდიმირ ზელენსკი ალბანეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ალბანეთის პრემიერ-მინისტრი, ედი რამა ავრცელებს. ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა, ედი რამამ ტირანაში ვიზიტით მყოფ უკრაინის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრა გამართა. მოგვიანებით, ვოლოდიმირ ზელენსკი და ედი რამა უკრაინა-სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამიტზე სიტყვით გამოვლენ.

ირაკლი ნადირაძე – ისტორიული უსამართლობაა, პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელმაც ქვეყანაში გაატარა ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა, იყოს ციხეში

გრძელდება ხელმოწერების კამპანია პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით. ისტორიული უსამართლობაა, პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელმაც ქვეყანაში გაატარა ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა, იყოს ციხეში. რაც შეიძლება მალე უნდა გათავისუფლდეს პრეზიდენტი სააკაშვილი, რათა მოემსახუროს ჩვენი ხალხის კეთილდღეობას,- ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა. მისივე თქმით, სააკაშვილი შეძლებს, ამ ქვეყანაში უკეთესი, ევროპული ცხოვრება იყოს. „გრძელდება ხელმოწერების […]

მეცნიერებათა აკადემიაში ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების შესახებ იმსჯელეს

მეცნიერებათა აკადემიაში ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების შესახებ იმსჯელეს. ამის შესახებ ინფორმაციას მეცნიერებათა აკადემია ავრცელებს. მათივე ცნობით, საჯარო ლექციას სახელწოდებით “ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოება: რისი ცოდნა გვმართებს”, რომელიც 27 თებერვალს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა ბიოუსაფრთხოების ექსპერტი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ლელა ბაქანიძე უძღვებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, აკადემიის ბიოლოგიურ მეცნიერებათა განყოფილების მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე […]

შალვა პაპუაშვილი – რამე ახალს ამბობენ, რომ რუსეთი ცდილობს ჩაერიოს ქართულ პოლიტიკაში? – არჩევნებში ნებისმიერი ჩარევა არის საქართველოს მოსახლეობის ინტერესების წინააღმდეგ, მნიშვნელობა არ აქვს, საიდან არის ეს ჩარევა

ზოგადად, არჩევნებში ჩარევის რისკები არის – რა თქმა უნდა, რუსეთი ცდილობს ქართულ პოლიტიკაში ჩარევას, მაგრამ არა მხოლოდ რუსეთი – ყველას ვატყობთ, რომ ხაზგასმა არის რუსეთის ჩარევის პრობლემაზე. არ ვიცი ამას ვის ეუბნებიან, საქართველოს მოსახლეობას, რომელიც 30 წელია ამ ბრძოლაშია? რამე ახალს ამბობენ, რომ რუსეთი ცდილობს ჩაერიოს ქართულ პოლიტიკაში? – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა […]

სოფო ჯაფარიძე – დღეს, თბილისის რამდენიმე უბანი შემოვიარე – ყველგან ადამიანების რიგია, რომლებიც სთხოვენ სალომე ზურაბიშვილს, რომ გაათავისუფლოს პრეზიდენტი სააკაშვილი

დღეს, თბილისის რამდენიმე უბანი შემოვიარე. ყველგან ადამიანების რიგია, რომლებიც სთხოვენ სალომე ზურაბიშვილს, რომ გაათავისუფლოს პრეზიდენტი სააკაშვილი. ასი ათასზე მეტი ადამიანი არის უკვე ჩვენს გვერდზე და მჯერა, რომ გაცილებით უფრო მეტი ადამიანი იქნება, რადგან მართლაც უპრეცედენტო აქტივობაა,- ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა სოფო ჯაფარიძის თქმით, ასი ათასზე მეტი ადამიანი ითხოვს […]

CSR როგორც ბიზნესმოდელი და სამი ჯილდო გასულ წელს – “თეგეტა ჰოლდინგი” 2023-ის CSR საქმიანობას აფასებს

“თეგეტა ჰოლდინგი“ პირველი მსხვილი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კორპორაციული მდგრადობის სტრატეგია შეიმუშავა და მას თანმიმდევრულად მიჰყვება. დოკუმენტი კომპანიამ გასულ წელს წარადგინა, 2023 წლის CSR აქტივობებიც სტრატეგიის მიხედვით დაგეგმა და განახორციელა. თანამშრომელთა კეთილდღეობა, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა, უსაფრთხოება და საზოგადოებაზე ზრუნვა, – კომპანიაში ამბობენ, რომ მდგრადი განვითარების ძირითადი მიმართულებები ჰოლდინგის ხედვების შესაბამისად განსაზღვრეს.

18-მეტრიანი ავტობუსები მარტიდან 4 მიმართულებით იმოძრავებს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 2 მარტიდან თბილისში 18-მეტრიანი ავტობუსები დამატებით მარშრუტებზე ივლის. როგორ თბილისის მთავრობის სხდომაზე თქვა კახა კალაძემ, ავტობუსები თავდაპირველად იმ მარშრუტებზე გავა, სადაც დიდი მგზავრთნაკადია. „თავდაპირველად, შევარჩიეთ ოთხი ძირითადი მიმართულება, სადაც დღიურად 55 000 მგზავრობა ფიქსირდებოდა. მაღალი მგზავრთნაკადიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იყო, დატვირთვა პირველ რიგში ამ მიმართულებებზე შეგვემსუბუქებინა“, – განაცხადა კახა კალაძემ. მისი […]