საქართველოს ისტორიაში პირველად, კურორტ თეთნულდზე ფრირაიდის მსოფლიო ტური ჩატარდება

საქართველოს ისტორიაში პირველად, კურორტ თეთნულდზე, 29 თებერვალს ფრირაიდის მსოფლიო ტური ჩატარდება. გადაწყვეტილება საფრანგეთის ქალაქ ანესში, ფრირაიდის ყოველწლიურ ღონისძიებაზე გახდა ცნობილი. საქართველომ ორი წლის განმავლობაში, წარმატებით უმასპინძლა ფრირაიდის საკვალიფიკაციო ეტაპებს. უმაღლეს დონეზე ჩატარებულმა ღონისძიებებმა განაპირობა საერთაშორისო ექსპერტების ყურადღება საქართველოსადმი. საქართველო 6 წამყვან ექსკლუზიურ ქვენას შორის არის: (კანადა, ანდორა, ესპანეთი, შვეიცარია, ავსტრია და საქართველო), რომლებსაც ფრირაიდის მსოფლიო […]

“ვაგრძელებთ საქართველოს, როგორც ლოგისტიკური ჰაბის განვითარებისთვის ხელშეწყობას” – დანიგანი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, რობინ დანიგანი აცხადებს, რომ აშშ საქართველოს, როგორც ლოგისტიკური ჰაბის განვითარების ხელშეწყობას აგრძელებს. ამის შესახებ მან პარლამენტში, საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად ასპექტებსა და აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა. დიპლომატმა აღნიშნა, რომ საქართველო “შუა დერეფანში” ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია და ამიტომ DFC-მ ფოთის პორტში $50 მლნ-იანი ინვესტიცია ჩადო. “ჩვენი […]

ფოთში კამერუნის დროშის ქვეშ მცურავი გემი 65 000 ლარით დააჯარიმეს

ფოთში კამერუნის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ზღვა სამეურნეო წყლებით დააბინძურა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, სამართალდარღვევის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობამ 2000 ლარამდე შეადგინა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (მუხლი 58 პრიმა 2, მე-7 ნაწილი) საფუძველზე, ფოთის სასამართლომ გემი სამართალდამრღვევად ცნო და 65 […]

ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ კაცს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს

რუსთავის საქალაქო სასამართლომ უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა კაცს, რომელმაც ცოლი მოკლა. შემთხვევა 2023 წლის 26 სექტემბერს, ბოლნისში მოხდა. კაცი სამართალდამცველებმა მხოლოდ ოთხი დღის შემდეგ, 30 სექტემბერს დააკავეს. “სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 26 სექტემბერს, ბოლნისში, ბრალდებულმა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ეჭვიანობის და შურისძიების ნადაგზე მეუღლეს არასრულწოვანი შვილების თანდასწრებით დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. […]

კალაძე დიდგაბარიტიან ავტომობილებზე ბიზნესსექტორს აფრთხილებს

კახა კალაძე ბიზნესსექტორს მოუწოდებს, მოერგონ დიდგაბარიტიანი ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებულ ცვლილებებს და აცხადებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ დააჯარიმებენ: „მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ბიზნესსექტორს, ასევე, მიმღებ სუბიექტებს, გადაეწყონ და მოერგონ დიდგაბარიტიანი ავტომანქანების გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით დადგენილ რეგლამენტს, რათა არ მოგვიწიოს მათი დაჯარიმება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. დედაქალაქის მერის […]

შალვა პაპუაშვილი – მართალია, აშშ-ს ბევრ ქვეყანასთან არ აქვს უვიზო მიმოსვლა, მაგრამ არაღიარებული ტაივანის მკვიდრებს აქვთ და არ მგონია, საქართველო აშშ-სთვის თავისი 3,5 მლნ მოსახლეობით მიგრაციული კუთხით რამე საფრთხეს წარმოადგენდეს

ამერიკას ბევრ ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლა არ აქვს, მაგრამ არაღიარებულ სახელმწიფო ტაივანის მკვიდრებს აქვთ უვიზო მიმოსვლა და არ მგონია, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის თავისი 3,5 მლნ მოსახლეობით მიგრაციული კუთხით რამე საფრთხეს წარმოადგენდეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც ის აღნიშნავს, პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოში აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის გამოსვლას არ […]

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირის დაფუძნებული „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს და ერევა არჩევნებში – ქართულ პოლიტიკაში უცხოურ ფულს არაფერი ესაქმება, ასეთი დაფინანსება უნდა შეწყდეს

„ევროპის დემოკრატიის ფონდი“, რომელიც დაფუძნებულია ევროკავშირის მიერ, პირდაპირ აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს და ერევა არჩევნებში – უცხოურ ფულს არაფერი ესაქმება ქართულ პოლიტიკაში, უნდა შეწყდეს ასეთი დაფინანსება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, თუკი საქართველოსა და ევროკავშირის საერთო ნება არის არჩევნები სამართლიან პირობებში ჩატარდეს, საჭიროა, რომ ევროპული არხებიდან პარტიების პირდაპირი თუ […]

ბოლნისში, გენდერის ნიშნით მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდებულმა ბოლნისში, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ეჭვიანობის და შურისძიების ნადაგზე მეუღლეს არასრუწლოვანი შვილების თანდასწრებით დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. „რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბოლნისში მომხდარი, გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით, მეუღლის განზრახ […]

შალვა პაპუაშვილი ნინო ლომჯარიაზე – სტრასბურგის სასამართლოს მიერ ტყუილში მხილებული ომბდუსმენი ყველაზე სამარცხვინო დამღაა – არა თუ პოლიტიკაში უნდა შემოვიდეს, საერთოდ უნდა ჩამოსცილდეს საზოგადოებრივად აქტიურ ცხოვრებას

როდესაც სახალხო დამცველი, ადამიანის უფლებების საკითხს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს და ტყუილს ავრცელებს, უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფოს წინააღმდეგ, როდესაც სახელმწიფოს და სიმართლე ესხმის თავს, რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანი, არა თუ პოლიტიკაში უნდა შემოვიდეს, ჩემი აზრით, საერთოდ უნდა ჩამოსცილდეს, საზოგადოებრივად აქტიურ ცხოვრებას – სტრასბურგის სასამართლოს მიერ ტყუილში მხილებული სახალხო დამცველი [ნინო ლომჯარია[, მგონი, ყველაზე სამარცხვინო დამღაა, რაც […]

გენადი არველაძე ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) რიგით მე-13 მინისტერიალში მონაწილეობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) რიგით მე-13 მინისტერიალში მონაწილეობს, რომელიც არაბთა გაერთიანებულ ემირატებში, კერძოდ აბუ-დაბიში მიმდინარეობს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, მინისტერიალის მონაწილეებისადმი გაკეთებულ მიმართვაში, მინისტრის მოადგილემ ყურადღება მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკურ გამოწვევებზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ამ ფონზე, ძალზედ მნიშვნელოვანია მრავალმხრივი საერთაშორისო სავაჭრო სისტემის გამართული მუშაობა, რასაც […]