ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე მცირე ოქროს მედალი მოიპოვა

ტაივანის დედაქალაქი ტაიბეი ფიგურულ ციგურაობაში იუნიორთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძლობს. ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილმა მოკლე პროგრამაში წარმატებით იასპარეზა და მცირე ოქროს მედლები მოიპოვა. სპორტსმენებმა მსაჯებისგან 71,53 ქულა მიიღეს და სეზონის საუკეთესო შედეგი აჩვენეს. მეორე ადგილი – ამერიკელებს, მესამე კი კანადურ წყვილს ერგო. ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა თავისუფალი პროგრამით 29 თებერვალს იასპარეზებენ. ფიგურულ […]
2 მილიონი მოთხოვნა წუთში – Tkt.ge შეფერხების მიზეზს განმარტავს

ბილეთების ყიდვის ონლაინ პლატფორმა Tkt.ge ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარ-ფინალური მატჩის ბილეთების შეფერხებით გაყიდვის მიზეზებს განმარტავს. „27 თებერვალს, 12:00 საათზე უეფას ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარ-ფინალური მატჩის ბილეთების გაყიდვები უნდა დაწყებულიყო. გაყიდვების დაწყება დაყოვნდა 45 წუთით, რაც განპირობებული იყო ჩვენს საიტზე დაფიქსირებული რეკორდული მოთხოვნით – 2 მილიონი მოთხოვნა (Request) წუთში.მყისიერი ტექნიკური სამუშაოების ჩატარების შემდეგ, მომხმარებლებს […]
გეოლოგებმა 11 მუნიციპალიტეტში 171 ოჯახის და 34 ინფრასტრუქტურული ობიექტის მდგომარეობა შეაფასეს

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარატამენტი ქვეყნის მასშტაბით კვლევებს აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, ბოლო 10 დღის განმავლობაში სპეციალისტების 6 ჯგუფი რაჭა-ლეჩხუმის, იმერეთის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მხარეებში, კერძოდ, ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ხარაგაულის, ზესტაფონის, ბაღდათის, ხონის, ადიგენის, ბორჯომის, ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში იმყოფებოდა. გეოლოგების ჯგუფების მიერ, საველე კვლევების პროცესში შეფასებული იქნა, როგორც […]
ოთარ შამუგია – ჩვენი მთავრობა, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს იმისთვის, რომ არჩევნებმა ჩაიაროს მშვიდ გარემოში, აბსოლუტურად ყველასთვის იყოს თანაბარი პირობები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ 2024 წლის არჩევნები ქვეყანაში მშვიდ გარემოში ჩატარდეს. აღნიშნულის შესახებ შამუგიამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, თუ ხედავს რუსულ საფრთხეებს იმ მხრივ, რომ ოკუპანტ ქვეყანას საქართველოში არჩევნებში ჩარევის მცდელობა ექნება. „მე ერთი რამ შემიძლია გითხრათ, ჩვენი მთავრობა,ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს […]
ლილოს დასახლებაში მკვლელობა მოხდა – არსებული ინფორმაციით, მოკლულია 21 წლის გოგო

თბილისში, ლილოს დასახლების ტერიტორიაზე მკვლელობა მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, მოკლულია 21 წლის გოგო. არსებული ინფორმაციით, მკველობის მოტივი მეგობართან არსებული კონფლიქტია. როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
სამგორში, წინუბნის დასახლებაში 21 წლის გოგოს მკვლელობის ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ლილოს დასახლებაში, 21 წლის გოგოს მკვლელობის ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, გოგონას ცხედარი საკუთარი სახლის წინ, დილით, ორმოში იპოვეს. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში მოკლულის ახლობელი აცხადებს, გოგონას სავარაუდოდ, გვიან ღამით დაურეკეს, რის შემდეგაც სახლიდან გავიდა. როგორც ოჯახის ახლობელი ჰყვება, ბებიის თქმით, ქეთი ჯავახიშვილი ღამე, 01:30 საათზე ჯერ კიდევ სახლში იმყოფებოდა. ის ბასრი საგნითაა მოკლული, […]
რომან გოცირიძე – ჟენევის დისკუსიისთვის ლამის რუსეთი შემოგვთავაზონ, ეს არის საქართველოს დამცირება – ხელისუფლების პოზიცია უნდა იყოს ძალიან მკაცრი და არა წყალწყალა განცხადება

ჟენევის დისკუსიისთვის ლამის რუსეთი შემოგვთავაზონ. ეს არის საქართველოს დამცირება. ხელისუფლების პოზიცია უნდა იყოს ძალიან მკაცრი და არა რბილი, წყალწყალა განცხადება, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ მოსკოვი ჟენევის დისკუსიების სხვა ლოკაციაზე გადატანას მოითხოვს. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ფაქტობრივად, დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგად, რუსეთი საქართველოს თავის მეგობარ სახელმწიფოდ აღიქვამს. „ქართული ოცნების” […]
ნავალნაია: საჭიროა ახალი მეთოდები, რათა ვებრძოლოთ პუტინის დანაშაულებრივ დაჯგუფებას

დაღუპული რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის ცოლი იულია ნავალნაია დღეს ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. მან ევროპარლამენტარებს მიმართა, რომ პუტინის დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან საბრძოლველად ახალი მეთოდები მოიძიონ. იულია ნავალნაიამ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს პუტინს “სისხლიანი, დაუნდობელი მონსტრი უწოდა” და თქვა, რომ “პუტინმა უნდა აგოს პასუხი იმაზე, რაც გაუკეთა ქვეყანას და ალექსეის”. ნავალნაიას თქმით, რუსეთში ათობით მილიონი […]
რა ვიცით რუსულ კონფერენციაზე, რომლის ჩატარებაც თბილისში იგეგმება

ხელოვნური ინტელექტის თემაზე 6-7 მარტს თბილისში დაგეგმილ კონფერენციას, OpenTalks AI-ს გასულ წლებში აფინანსებდნენ სანქცირებული რუსული კომპანიები და სახელმწიფო უწყებები. ღია წყაროების თანახმად, 2018-23 წლებში კონფერენცია თანამშრომლობდა სანქცირებულ რუსულ კომპანიებთან და სახელმწიფო უწყებასთან. 2023 წლიდან ღონისძიება რუსეთში არ ჩატარებულა – წინა წელს კონფერენციას ერევანმა უმასპინძლა. ყოველწლიურ ღონისძიებას, რომლის ჩატარებაც 2018 წელს რუსეთში დაიწყეს, – და მონაწილეთა […]
წულუკიანს დავა მუზეუმის კიდევ ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა მოუგო

„მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირის“ განცხადებით, თეა წულუკიანს სასამართლო დავა ეროვნული მუზეუმის კიდევ ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა მოუგო. ორგანიზაციის განცხადებით, სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია მაია პატარიძის სამსახურიდან გათავისუფლება და ბათილად ცნო ბრძანება, რომლითაც მაია პატარიძე სამსახურიდან გათავისუფლდა, ამასთან, პროფესიული გაერთიანების ინფორმაციით, ეროვნულ მუზეუმს დაეკისრა განაცდურის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე. პროფკავშირის ცნობით, ეროვნულ მუზეუმს მაია პატარიძის […]