„ეფეს საქართველომ“ ახალი ქართული პრემიუმ კრაფტ ლუდის „ტაატი NEIPA“ პრეზენტაცია გამართა

პრემიუმ კრაფტ ლუდის „ტაატის“ ბრენდს დაემატა ახალი სახეობა „ტაატი NEIPA”, შედეგად ბრენდის პორტფელში შედის 2 სახეობა: კარგად ნაცნობი „ტაატი NEW ZEALAND PILS” და „ტაატი NEIPA”.
NEIPA არის NEW ENGLAND INDIAN PALE ALE, რომელიც გამოირჩევა არომატულობითა და ზომიერი სიმწარით. ლუდი ოთხი სახის უმაღლესი ხარისხის ალაოსა და სამი რჩეული არომატის მქონე სვიის გამოყენებით მზადდება. ხარშვის განსაკუთრებული მეთოდი კი ლუდს განუმეორებელ თვისებებს ანიჭებს. დაგემოვნებისას, მის არომატში ასევე იგრძნობა მცენარეული დაბალანსებული კომბინაცია ყვავილოვან ნოტებთან, მათ შორის, ტროპიკული ხილისა და ციტრუსის არომატი, რომელიც ნიდერლანდებსა და გერმანიაში წარმოებული სპეციალური სვიისგან მიიღება.
„საქართველოს ლუდის ინდუსტრიისთვის „ტაატი“ არის განსაკუთრებული ტექნოლოგიით შექმნილი სასმელი. კრაფტ ლუდი გამორჩეულია თავისი გემოვნური თვისებებით და განსხვავებულ გემოებზე ორიენტირებული პროდუქტია. ჩვენმა მომხმარებელმა მოითხოვა, ამავე სერიაში უფრო დახვეწილი და გემოვნური თვისებების კრაფტი ჩაგვეშვა. ჩვენ მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანია ვართ და მათი სურვილები ჩვენთვის პრიორიტეტია. შესაბამისად, ვიმუშავეთ და წარმოვადგინეთ, „ტაატი NEIPA” , რაც ნიშნავს NEW ENGLAND INDIAN PALE ALE. ეს მიმართულება მსოფლიოში გამორჩეულია და კრაფტის ლუდის მოყვარულები ამ ლუდის გემოვნურ ორგანოლეპტიკას აღიარებენ. ლუდის ინდუსტრიაში კრაფტი ახალი არ არის, თუმცა ეს ტრენდი მზარდია და ვითარდება.,“ – განმარტავს „ს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.
ლუდი მზადდება შეზღუდული რაოდენობით, სპეციალურ დანადგარებში. შესაბამისად, მისი ხელმისაწვდომობაც შეზღუდულია. „ტაატი NEIPA” ხელმისაწვდომია 0.5 შუშის ბოთლში და გაიყიდება ქსელურ ობიექტებში,
ტაატი ქართული სიტყვაა, რაც ნელი, აუჩქარებელი ტემპით სვლას ნიშნავს. სწორედ ამიტომ შეირჩა ეს სახელი ამ განსაკუთრებული გემოვნური თვისებების და არომატის მქონე ლუდის ბრენდისთვის. მისი მირთმევა რეკომენდებულია მოხდეს ტაატით, რათა ადამიანებმა კარგად შეიგრძნონ ამ განსაკუთრებული ინგრედიენტების შეხამება.

ასევე დაგაინტერესებთ