გვარამია მთავარ არხში გენერალური დირექტორის თანამდებობას ტოვებს და წილებს თმობს

ნიკა გვარამია მთავარ არხში გენერალური დირექტორის თანამდებობას ტოვებს და თავის წილებს თმობს. ცვლილებების დასარეგისტრირებლად პარტნიორთა კრების ოქმი საჯარო რეესტრში 27 თებერვალს შევიდა. ოქმის მიხედვით, გენერალური დირექტორის თანამდებობაზე გიორგი გაბუნია წარადგინეს. გარდა ამისა, გვარამიამ კრებას მიმართა, რომ თავის 12%-იან წილს ცოლს, სოფო ლილუაშვილს გადასცემდა. “მთავარი არხის დირექტორის თანამდებობას ციხიდან გამოსვლის შემდეგ აღარ ვასრულებ (არც ციხიდან ვასრულებდი, […]
“ჩვენი მხარდაჭერა არ ექნება” – სამადაშვილი ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე

ლელოს წევრი, სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ამნისტიის შესახებ კანონპროექტს, რომელიც ოპოზიციის ნაწილმა წარადგინა, მხარს არ დაუჭერენ, რადგან ის ფორმა, რითაც ისაა წარმოდგენილი, საზოგადოებისთვის სახიფათოა. “ეს ამნისტია წარმოდგენილი ფორმით არის სახიფათო საზოგადოებისთვის, იმიტომ, რომ გულისხმობს საზოგადოებისთვის სახიფათო ადამიანების ამნისტირებას და ასევე, პრინციპულად არასწორად მიგვაჩნია ჩვენ ბლანკეტური ამნისტია სამოხელეო დანაშაულის და ფაქტობრივად კორუფციის, იმ პირობებში, როდესაც ამ […]
ვისი მიმართვის საფუძველზე დაიწყო ანტიკორუფციულმა 30 ოპოზიციონერის შემოწმება

ანტიკორუფციულმა ბიურომ 30 ოპოზიციონერი დეპუტატის დეკლარაციების შემოწმება არასამთავრობო ორგანიზაცია „რეგიონული განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის“ თავმჯდომარე დავით ჩიხელიძის მიმართვის საფუძველზე გადაწყვიტა. ამის შესახებ ცნობილი ხდება დეპუტატ იაგო ხვიჩიასადმი ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გაგზავნილი წერილიდან, რომელიც „გირჩმა“ გამოაქვეყნა. „ბატონ დავით ჩიხელიძეს აინტერესებს ჩვენი ქონებრივი მდგომარეობის შემოწმება, კერძოდ: · ინფორმაცია ჩვენი და ჩვენი ოჯახის წევრების საბანკო ან სხვა საკრედიტო […]
ბრაზილიის პრეზიდენტი – იმედი, არჩევნებში ბაიდენი გაიმარჯვებს, იგი მსოფლიოს დემოკრატიის გადარჩენის უფრო დიდ გარანტიაა”

იმედი მაქვს, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენი გაიმარჯვებს, – ამის შესახებ ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ ადგილობრივ ტელეარხს, RedeTV-ის განუცხადა. “მიუხედავად იმისა, რომ მე ამერიკელი ამომრჩეველი არ ვარ, ვფიქრობ, ნათელია, რომ მსოფლიოსა და აშშ-ში დემოკრატიის გადარჩენის უფრო დიდ გარანტიას ჯო ბაიდენი წარმოადგენს”, – განაცხადა ლულამ. “მისი საპრეზიდენტო ვადის დაწყების დღიდან, ბაიდენი მუშების […]
რამდენს ხარჯავენ რეკლამებში პოლიტიკოსები – ISFED-ის მიმოხილვა მეტას პლატფორმებზე

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED), მეტას პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკის (Ad Library) მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოში ფეისბუქ და ინსტაგრამ პლატფორმაზე განთავსებული რეკლამების რაოდენობა, მათი განმთავსებლებისა და დანახარჯების კვარტალური მიმოხილვა წარმოადგინა. ორგანიზაციის ინფორმაციით, 2023 წლის 1 ოქტომბრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ფეისბუქისა და ინსტაგრამის პლატფორმებზე საქართველოში მყოფი მომხმარებლებისთვის სოციალური/პოლიტიკური რეკლამა 846-მა გვერდმა განათავსა, 288-ით მეტმა, ვიდრე […]
“სანტექნიკოსს მოსკოვიდან აქ შეკვეთები აქვს ოხრად, თითო გამოძახება 100 ლარი, დღეში ხან 5 შეკვეთა” – ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი: გავიცანი სანტექნიკოსი მოსკოვიდან. წელიწადნახევარია აქ ცხოვრობს. შეკვეთები აქვს ოხრად. თითო გამოძახება 100 ლარი. დღეში ხან 5 შეკვეთა. მეთქი ანტიპუტინისტი ხარ თუ დეზერტირი. ორივეო. მეთქი რა დაგემართათ რუსებს, ეს ერთი მკვლელი კაცი როგორ წამოისვით თავზე? თქვენ რა დაგემართათ, რომ აქაც გყავთ პუტინისტებიო? რა უნდა მეთქვა? ხო, მეთქი ჩვენც ცოტა ვერ ვართ ხანდახან. ეს […]
21-ე საუკუნის ღირსშესანიშნაობები საქართველოში (რ)

საქართველო ტურისტების ერთ-ერთი უსაყვარლესი ლოკაციაა. ის ცნობილია თავისი მდიდარი, მრავალფეროვანი წარსულითა და საუკუნოვანი ღირსშესანიშნაობებით, თუმცა, ეს არ არის ერთადერთი, რაც ვიზიტორებმა ამ მშვენიერ ქვეყანაში შეიძლება იხილონ. ჩამოსულ სტუმრებში არანაკლებ ინტერესს იწვევს თანამედროვე არქიტექტურა. დღეს გვინდა, სწორედ 21-ე საუკუნის ღირსშესანიშნაობებს დავუთმოთ ყურადღება, რომლებიც საქართველოს უახლეს ისტორიას ასახავენ. რას გვიყვებიან მოდერნული ნაგებობები და რატომ უნდა ვაჩვენოთ ისინი […]
გენერიკული მედიკამენტების როლი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაში (რ)

ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის საკითხი რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა საქართველოში, ყველასთვის ცნობილია, თუმცა, იმისათვის, რომ უფრო ნათლად წარმოიდგინოთ პრობლემის სიმწვავე, გეტყვით, რომ სტატისტიკურად, მოსახლეობის მიერ ჯანდაცვის სერვისებისათვის გაწეული მთლიანი დანახარჯის 36% მედიკამენტებზე მოდის. ასეთ მძიმე სიტუაციაში ერთ-ერთ გამოსავლად გენერიკული მედიკამენტების უფრო ფართოდ მოხმარება გვევლინება, რომელთაც შედარებით დაბალი ფასი აქვს და აუცილებელ სამედიცინო ხარჯებს საგრძნობლად ამცირებს. რამდენს ვხარჯავთ […]
ლარი დოლართან გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა – 28 თებერვლის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.44 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან – 0.4 თეთრით გამყარდა. 28 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6606 ლარია, ერთი ევროსი კი – 2.8780 ლარი. კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.70 ლარია, ხოლო ევროსი – 2.94 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.67 ლარად შეგიძლიათ, ევროსი – 2.89 ლარად.
აშშ-მა დაამტკიცა, რომ ამერიკაა, ახლა ჩვენ უნდა დავუმტკიცოთ, რომ მათი მეგობრები ვართ – ჭყონია

ბიზნესმენ თემურ ჭყონიას განცხადებით, ამერიკასთან ურთიერთობა არის გადამწყვეტად მნიშვნელოვანი და ამ ქვეყანასთან კავშირების გაუმჯობესებისთვის, საჭიროა თანმიმდევრული პოლიტიკა. რაც შეეხება აშშ-ში ექსპორტის ზრდას, თემურ ჭყონიას თქმით, ეს დაკავშირებულია ხარისხთან და დისციპლინასთან. “იქნება ხარისხი და დისციპლინა, იქნება შემოსავლები და ექსპორტი… ბაზარზე ნდობა უნდა მოვიპოვოთ, იმიტომ რომ პროდუქციას, რომელიც საქართველოში იწარმოება, განსაკუთრებით ღვინის მიმართულება რომ ავიღოთ, დიდი პერსპექტივა […]