გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია-ს“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 თებერვალს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფლებში დიღმი, ვეძისი, დიდგორი, თელოვანი და მიმდებარე ტერიტორიაზე; 11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ახალშენი, ჭილურტი, მჭადიჯვარი, ებნისი, ლამოვანი, ციხევდავი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 11:05 საათამდე და 16:55-დან 17:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში მუხრანი, ძალისი, ქსოვრისი, ვაზიანი […]

ოკუპირებული დნესტრისპირეთის “დეპუტატებმა” რუსეთს “მოლდოვის ზეწოლისგან დაცვა” სთხოვეს

ოკუპირებული დნესტრისპირეთის “დეპუტატებმა” რუსეთს “მოლდოვის ზეწოლისგან დაცვა” სთხოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას მოლდავური გამოცემა Newsmaker -ი დნესტრისპირეთის “დეპუტატების” საერთო განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ოკუპირებული რეგიონის “დეპუტატებმა” რუსეთის სახელმწიფო დუმასა და ფედერაციის საბჭოს მიმართეს და “მოლდოვის გაძლიერებული ზეწოლის პირობებში დნესტრისპირეთის დაცვის ზომების შესახებ” სთხოვეს. “დეპუტატების” თანახმად, კიშინიოვმა საბაჟო პრივილეგიების მოხსნით დნესტრისპირეთის წინააღმდეგ “ეკონომიკური ომი” დაიწყო და მიზანმიმართულად ბლოკავს […]

ლევან დავითაშვილი – საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვანია აშშ-ს მხარდაჭერა, მათ შორის სოფლის მეურნეობის რეფორმირების კუთხით

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ევროპაზე ორიენტირებული სოფლის მეურნეობის განვითარებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. ლევან დავითაშვილმა საქართველოში ევროპული სტანდარტების შესაბამისი სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. როგორ მან აღნიშნა, ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, როცა საქართველო უკვე ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. მინისტრმა მადლობა […]

ოთარ შამუგია USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში რობინ ლ. დანიგანმა და საერთაშორისო ორგანიზაციის „სოფლის მეურნეობაში ახალი საზღვრების დადგენა“ (CNFA) პრეზიდენტმა სილვან როიმ გახსნეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაზე პროგრამის ფარგლებში […]

ირლანდიის ნაკრებს დროებით ჯონ ოში უხელმძღვანელებს

ირლანდიის ნაკრების დროებით მწვრთნელად წარსულში ცნობილი მცველი ჯონ ოში დანიშნეს. ის მარტში 2 ამხანაგურ შეხვედრაში ბელგიასთან და შვეიცარიასთან დამოძღვრავს გუნდს და შემდეგ ახალ დამრიგებელს წარადგენენ. ოში აქამდე ირლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო. მან ეროვნული ნაკრების მაისური 118 შეხვედრაში მოირგო, რაც ისტორიაში მესამე შედეგია და 3 გოლიც გაიტანა.

ნავალნის ქვრივი პუტინის წინააღმდეგ „ახალ მეთოდებს” მოითხოვს

კრემლის ოპონენტის, რუსეთის კოლონიაში გარდაცვლილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ქვრივმა ევროპის პარლამენტის წინაშე გამოსვლისას თავისი ქმრის სიკვდილში კვლავ დაადანაშაულა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. სტრასბურგში გამოსვლისას იულია ნავალნაიამ თქვა, რომ პუტინის დამარცხება სანქციებით შეუძლებელია. ნავალნის 1 მარტს მოსკოვის ბორისოვის სასაფლაოზე დაასაფლავებენ, განაცხადა პოლიტიკოსის პრესმდივანმა კირა იარმიშმა. დედამ, ლუდმილა ნავალნაიამ, უარყო თავისი ვაჟის მალულად დასაფლავება და რუსეთის […]

ადგილობრივების ინფორმაციით, ლილოს დასახლებაში მოკლულ 21 წლის გოგოს ხელები მავთულით ჰქონდა შეკრული

ადგილობრივების ინფორმაციით, ლილოს დასახლებაში, წინუბანში მოკლულ 21 წლის ქეთი ჯავახიშვილს ხელები მავთულით ჰქონდა შეკრული. როგორც ჟურნალისტებთან საუბარში ერთ-ერთი ადგილობრივი აცხადებს, სავარაუდო დამნაშავე იმავე დასახლების მცხოვრებია. ამასთან, ერთ-ერთი გავრცელებული ვერსიით, აღნიშნული პირი გოგონას ფულს სძალავდა. „მავთულით ჰქონდა ხელები შეკრული, დასახიჩრებული იყოო. მგონი, შინაურები არიან, ეჭვი აქვთ ახლომდებარე კორპუსში მცხოვრებზე, ფულს სძალავდა ის ბიჭი მგონი, ასეთი ლაპარაკი […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6606 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6606 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6606 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6562 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0044 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8780 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8820 ლარს შეადგენდა. […]

თორნიკე რიჟვაძე საქართველოში ბულგარეთის ელჩს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ვესელინ ვალკანოვს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. თორნიკე რიჟვაძემ ბულგარეთის მთავრობას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მათივე ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. „ბულგარეთი საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. ქვეყნებს შორის თანამშრომლობა მოიცავს […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6606 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6606 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6606 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6562 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0044 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8780 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8820 ლარს შეადგენდა. […]