“ჩვენი მხარდაჭერა არ ექნება” – სამადაშვილი ამნისტიის კანონპროექტზე

ლელოს წევრი, სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ამნისტიის შესახებ კანონპროექტს, რომელიც ოპოზიციის ნაწილმა წარადგინა, მხარს არ დაუჭერენ, რადგან ის ფორმა, რითაც ისაა წარმოდგენილი, საზოგადოებისთვის სახიფათოა. “ეს ამნისტია წარმოდგენილი ფორმით არის სახიფათო საზოგადოებისთვის, იმიტომ, რომ გულისხმობს საზოგადოებისთვის სახიფათო ადამიანების ამნისტირებას და ასევე, პრინციპულად არასწორად მიგვაჩნია ჩვენ ბლანკეტური ამნისტია სამოხელეო დანაშაულის და ფაქტობრივად კორუფციის, იმ პირობებში, როდესაც ამ […]

ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს – სუს-ი

სოფელ ტახტისძირთან, უკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს – ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების […]

რუსეთი დასავლურ კომპონენტებს საქართველოდანაც იღებს – სენატორი რიჩარდ ბლუმენთალი

რუსეთი დასავლურ კომპონენტებს მეზობელი სახელმწიფოებიდან, მათ შორის, საქართველოდან იმპორტის გზით იღებს. ამის შესახებ აშშ-ის დემოკრატმა სენატორმა კონექტიკუტის შტატიდან, ზედა პალატის შიდა უსაფრთხოების კომიტეტის საგამოძიებო საკითხთა ქვეკომიტეტის ხელმძღვანელმა, რიჩარდ ბლუმენთალმა საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა. ის ხუთ მეზობელ სახელმწიფოს, კერძოდ, საქართველოს, ყაზახეთს, ფინეთს, სომხეთსა და თურქეთს ასახელებს, საიდანაც შუამავალი კომპანიების მონაწილეობით რუსეთი დასავლური ტენოლოგიური კომპონენტების იმპორტს ეწევა. მისი […]

ბიტკოინის ფასმა $60 000-ს გადააჭარბა

პირველად 2021 წლის 20 ნოემბრის შემდეგ ბიტკოინის ფასმა $60 000-ს გადააჭარბა. თბილისის დროით 17:47 საათისთვის ბიტკოინის ფასი 60 232 დოლარი იყო. ამას CoinDesk-ის მონაცემები მოწმობს. ბიტკოინი 2024 წლის დასაწყისიდან 34%-ზე მეტით გაძვირდა. ამას ხელი შეუწყო ბიტკოინ-ETF-ის გაშვებამ. ამასთან, ბოლო დღეებში ბიტკოინი მკვეთრად გაძვირდა: 25 თებერვლიდან ის 51 772,9 დოლარიდან 14%-ზე მეტით გაიზარდა. Bloomberg წერს, რომ […]

„აღარ ვაპირებთ პასუხი გავცეთ გიგა კობალაძის ბრალდებებს“- IPOA-ს წევრებმა შემაჯამებელი ბრიფინგი გამართეს

ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები დღეს მათსავე შექმნილ ასოციაციაში IPOA-ში შეიკრიბნენ და შემაჯამებელი ბრიფინგი გამართეს. ხელოვანების თქმით, მათ ასოციაციასთან დაკავშირებით, ცრუ ინფორმაციისა და შეურაცხმყოფელი განცხადებების ტირაჟირება ხდება. „საქართველოში არსებული ხელოვანები ყველა ამ პლატფორმის, IPOA-ს ქვეშ ვართ გაერთიანებული, რომელმაც უკვე აკრედიტაციის შემდეგ დაიწყო იმ საქმიანობის კეთილსინდისიერად განხორციელება, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში, GCA-ის ხელმძღვანელობით უსამართლოდ ხორციელდებოდა. ჩვენი დღევანდელი შეკრების […]

ქართულ ბანკებში არარეზიდენტების დეპოზიტების წილი 19%-მდეა

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2024 წლის იანვრის ბოლოსათვის 50.68 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 72.08 მლნ ლარით, ანუ 0.14%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.47%-ით მეტი). იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 1.95 მლრდ ლარით, ანუ 10.08%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 10.33%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები […]

ფოთის შემდეგ 30-ლარიანი საკონტეინერო გადასახადი ბათუმის პორტშიც წესდება

საკონტეინერო გადასახადი ფოთის პორტის შემდეგ, ბათუმის პორტშიც წესდება, რომელიც 29 თებერვლიდან ამოქმედდება – ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. შედეგად თითოეული დატვირთული კონტეინერი სახელმწიფოს მხრიდან 30 ლარით დაიბეგრება. ახალი გადასახადით მობილიზებული თანხები ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შევა.

იულია ნავალნაია ევროპარლამენტში – პუტინი კრიმინალური დაჯგუფების ლიდერია, მან ჩემი ქმარი მოკლა

პუტინი კრიმინალური დაჯგუფების ლიდერია. ამის შესახებ გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მეუღლემ, იულია ნავალნაიამ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „პუტინი კრიმინალური დაჯგუფების ლიდერია. პუტინმა ჩემი ქმარი ალექსეი ნავალნი მოკლა. მისი ბრძანებით, ალექსეი სამი წლის განმავლობაში აწამეს. მას პატარა საკანში აშიმშილებდნენ, გარე სამყაროსგან მოწყვეტილი იყო და ვიზიტების უფლება არ ჰქონდა. ამის შემდეგ მის სხეულსა და დედას […]

მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა

მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა. მარნეულის მერიის ინფორმაციით, პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები მუნიციპალიტეტის 17 ადმინისტრაციული ერთეულის 77 სოფელში, მერის, კენან ომაროვის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა სამუშაო ჯგუფებმა გამართეს. მათივე ცნობით, კრებებზე ადგილობრივმა მოსახლეობამ აირჩია, აღნიშნული პროგრამით თუ რა ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება მათ სოფლებში. „აღსანიშნავია, რომ 2024 წელს მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფლის […]

რუსეთის დუმამ კანონპროექტი მიიღო, რომელიც „უცხოური აგენტების“ რეკლამას კრძალავს

რუსეთის სახელმწიფო დუმამ კანონპროექტი მიიღო, რომელიც „უცხოური აგენტების“ რეკლამას კრძალავს. დოკუმენტის მიხედვით, ორგანიზაციებს რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოურ აგენტებად“ აღიარებული ადამიანების რეკლამირება და მათ რესურსებზე რეკლამის განთავსება იკრძალება. „ბევრი თაღლითი, ვინც ეს ფული მიიღო, იმ ფაქტს არ მალავს, რომ იგი კიევის ნაცისტური რეჟიმის დასაფინანსებლად გამოიყენეს, რომელიც ჩვენს ჯარისკაცებს, ოფიცრებსა და სამოქალაქო პირებს კლავს. კანონის მიღება ამ […]