ევროკომისიის პრეზიდენტს რუსული აქტივების უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის გამოყენების ინიციატივა აქვს

ევროკავშირმა, გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული მოგების უკრაინისთვის სამხედრო მარაგების შესაძენად გამოყენება უნდა განიხილოს, – განაცხადა ოთხშაბათს ევროკომისიის პრეზიდენტმა. „დროა დავიწყოთ საუბარი გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის გამოყენებაზე უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის ერთობლივად შესაძენად“, – განაცხადა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ურსულა ფონ დერ ლეიენმა და ევროკავშირს მოუწოდა, მეტი გააკეთოს თავდაცვის პოლიტიკაში. მისი თქმით, ომის საფრთხე ევროკავშირისთვის “შეიძლება არ […]
“მოკლულს ხელები მავთულით ჰქონდა შეკრული, დამნაშავე ფულს სძალავდა” – რას წერს მედია ლილოში მოკლულ ახალგაზრდა ქალზე

ინტერპრესნიუსი, ადგილობრივებზე დაყრდნობი, წერს, რომ ლილოს დასახლებაში, წინუბანში მოკლულ ქეთი ჯავახიშვილს ხელები მავთულით ჰქონდა შეკრული. როგორც ჟურნალისტებთან საუბარში ერთ-ერთი ადგილობრივი აცხადებს, სავარაუდო დამნაშავე იმავე დასახლების მცხოვრებია. ამასთან, ერთ-ერთი გავრცელებული ვერსიით, აღნიშნული პირი გოგონას ფულს სძალავდა. „მავთულით ჰქონდა ხელები შეკრული, დასახიჩრებული იყოო. მგონი, შინაურები არიან, ეჭვი აქვთ ახლომდებარე კორპუსში მცხოვრებზე, ფულს სძალავდა ის ბიჭი მგონი, ასეთი […]
“ნაპოლიმ” ოსიმენის შემცვლელს თურქეთში მიაკვლია

“დეილი მეილის” ცნობით, “ნაპოლის” თავდამსხმელ ვიქტორ ოსიმენს კარიერის ინგლისის პრემიერლიგაში გაგრძელება უნდა და მისი სამსახურით “არსენალი” დაინტერესდა. ლონდონურ კლუბს ოსიმენის კონტრაქტის 120 მილიონ ევროდ გამოსყიდვა შეეძლება. “კორიერე დელო სპორტი” იტყობინება, რომ “ნაპოლი” უკვე ეძებს ნიგერიელის შემცვლელს და ყველაზე რეალურ კანდიდატად “ფენერბაჰჩეს” 24 წლის მარჯვენა შემტევ ნახევარმცველ სებასტიან შიმანსკის (სიმაღლე 175 სმ) განიხილავს, რომელსაც ცენტრფორვარდის პოზიციაზეც […]
ლომჯარია პაპუაშვილს: შეეშვით სიცრუის გავრცელებას, დაკავდით საქმით

ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია შალვა პაპუაშვილს მოუწოდებს, თავი შეიკავოს პროპაგანდის გავრცელებისგან. მისი თქმით, სამწუხარო სანახავია, როცა პარლამენტის თავმჯდომარე საქმის ნაცვლად, სიცრუის ტირაჟირებითაა დაკავებული. “ბატონო შალვა, თქვენც შეგიძლიათ იამაყოთ, რომ ჩემი სახალხო დამცველობის დროს: სტრასბურგის სასამართლო საქართველოს სახალხო დამცველის კომუნიკაციებს, მათ შორის არა მარტო საქართველოს საქმეებზე, საკუთარ გადაწყვეტილებებში ციტირებდა და საუკეთესო პრაქტიკის მაგალითებში ასახელებდა; · […]
ვადაგადაცილებული სესხების ყველაზე დიდი წილი სარესტორნო სექტორშია – დარგები ვადაგადაცილების მიხედვით

2024 წლის იანვრის მონაცემებით, ქართულ ბანკებს ეკონომიკის სხვადასხვა დარგზე 52.8 მილიარდი ლარის სესხები აქვთ გაცემული, ამ თანხიდან 924 მილიონი ლარის კრედიტები ბანკებისთვის 90 დღეზე მეტად არის ვადაგადაცილებული, რაც მთლიანი პორტფელის 1.7%-ია. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ბიზნეს სექტორში ყველაზე მეტი ვადაგადაცილებული სესხი რესტორნებისა და სწრაფი კვების სეგმენტშია, სადაც მთლიანი პორტფელი 723 მილიონი ლარი, ვადაგადაცილება […]
ქუთაისში, ყოფილი “პრესის სახლის” შენობაში 100-ნომრიანი სასტუმრო განთავსება – ქონების მფლობელი

ქუთაისში, ყოფილი პრესის სახლის შენობაში 100-ნომრიანი სასტუმრო განთავსება – ამის შესახებ BMG-სთან, შენობის მფლობელმა მიხეილ ჩუბინიძემ განუცხადა. ქუთაისის პრესის სახლის ყოფილი შენობა 2022 წლის ოქტომბერში გაიყიდა. “100 საინვესტიციო შეთავაზება შენი ბიზნესისთვის” ფარგლებში, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ქონებას თავდაპირველად ₾3.2 მლნ-ად ყიდდა, თუმცა შემდეგ ფასი 1.6 მლნ ლარამდე დაწია. აუქციონზე ვაჭრობისას მაღალი კონკურენცია დაფიქსირდა – 154 […]
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს სოციალურ ქსელებში რეკლამებზე

„მეტას“ პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკის (Ad Library) მონაცემებით, 2023 წლის პირველი ოქტომბრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, „ფეისბუქისა“ და „ინსტაგრამის“ პლატფორმებზე საქართველოში მყოფი მომხმარებლებისთვის სოციალური ან პოლიტიკური რეკლამა 846-მა გვერდმა/ანგარიშმა განათავსა — 288-ით მეტმა, ვიდრე წინა კვარტალში. Ad Library-ის მონაცემები სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) შეისწავლა. მოცემულ პერიოდში რეკლამების ბიბლიოთეკაში ამ გვერდების მიერ განთავსებული 8 […]
რუსეთის უღარიბესი რეგიონები ომის შემდეგ „გამდიდრდნენ“ – მედია

რუსეთის რამდენიმე, ოფიციალური მონაცემით ყველაზე ღარიბ რეგიონში, მოქალაქეთა საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის მკვეთრი და ანომალიური ზრდა დაფიქსირდა, იტყობინება „სიბირ.რეალიი“, „რადიო თავისუფლების“ პროექტი. კონკრეტული მონაცემები შემდეგია: · ალტაის ოლქში დაფიქსირდა 18,95%-იანი ზრდა; · ბურიატეთში – 33,26%; · ტივაში – 57,57%. ტივაში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მოსახლეობის თითქმის მესამედი იმყოფება, ალტაიში და ბურიატეთში კი, 20%-ზე მეტი. ფინეთის ცენტრალურ […]
თბილისის ქუჩები, რომლებსაც 29 თებერვალს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 29 თებერვალს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის, მეფე მირიანის, პეტრიწის, მარკო პოლოს, დავით ბატონიშვილის და არქანჯელო ლამბერტის ქუჩების მოსახლეობას. მთაწმინდის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წავკისის, ამაღლების, […]
იმპორტირებულ ფქვილზე 250-ლარიანი გადასახადი 1-ელ სექტემბრამდე გახანგრძლივდა

მთავრობის დადგენილებით, საქართველოში იმპორტირებულ ფქვილზე 250-ლარიანი გადასახადი 1-ელ სექტემბრამდე გახანგრძლივდა. როგორ დოკუმენტშია აღნიშნული, დადგენილება 2023 წლის 12 ივნისიდან ამოქმედდა და „ძალაშია 2024 წლის 1 სექტემბრამდე“. დადგენილებას ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს. შეგახსენებთ, საქართველოში იმპორტირებულ ფქვილზე გადასახადის დაწესებას გასულ წელს ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია და ადგილობრივი მემარცვლე ფერმერები ითხოვდნენ. ისინი მიზეზად რუსეთის მიერ ხორბალზე დაწესებული საბაჟო […]