ნავთობის ფასი კვლავ გაიზარდა

2024 წლის 27 თებერვლის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 83.65 (+ 1.12) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 78.87 (+ 1.29) დოლარი/ბარელზე.
გვარამია ტოვებს “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის თანამდებობას და წილს მეუღლეს უფორმებს

ნიკა გვარამია ოფიციალურად ტოვებს მთავარი არხის დირექტორის თანამდებობას და წილს მეუღლეს, სოფო ლილუაშვილს უფორმებს – ამის შესახებ მან Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა. გვარამიას თქმით, წილი მთავარ არხში არ არის თავსებადი მის პარტიულ თანამდებობასთან, რომელსაც უახლოეს დღეებში დაიკავებს. “მთავარი არხის დირექტორის თანამდებობას ციხიდან გამოსვლის შემდეგ აღარ ვასრულებ (არც ციხიდან ვასრულებდი, ცხადია). დირექტორის მოვალეობას შესანიშნავად გაუმკლავდა გიორგი […]
ნავალნაია ევროპარლამენტარებს: თუ პუტინის დამარცხება გსურთ, აღარ უნდა იყოთ მოსაწყენები

ციხეში მოკლული რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ცოლის, იულია ნავალნაიას თქმით, პუტინის დამარცხება რეზოლუციებით ან მორალზე დაფუძნებული კანონებით შეუძლებელია. ამის შესახებ ნავალნაიამ ევროპარლამენტში მიმართვის დროს ისაუბრა. იულია ნავალნაიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ალექსეი ნალავნი პუტინის ციხეში იჯდა, იქიდანაც კი ახერხებდა ხალხისთვის შთაგონების მიცემას. “როდესაც მას ტელევიზიებში არ უშვებდნენ, Youtube-ზე გადავიდა. როდესაც ხმები წაართვეს, მოიფიქრა სტრატეგია, რათა […]
სუს-ი: რუსეთის ძალებმა სოფელ ტახტისძირთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირთან მდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. “აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული “ცხელი ხაზი”. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ […]
“სავარაუდოდ, გვიან ღამით დაურეკეს, რის შემდეგაც სახლიდან გავიდა და…” – რას ჰყვებიან სამგორში მოკლული გოგონას შესახებ: ახალი დეტალები

“სავარაუდოდ, გვიან ღამით დაურეკეს, რის შემდეგაც სახლიდან გავიდა და…” – რას ჰყვებიან სამგორში მოკლული გოგონას შესახებ: ახალი დეტალები · 1 სამგორში, წინუბნის დასახლებაში, 22 წლის ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობის ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, გოგონას ცხედარი საკუთარი სახლის წინ, დილით, ორმოში იპოვეს. · როგორც “ინტერპრესნიუსთან” საუბარში მოკლულის ახლობელი აცხადებს, გოგონას სავარაუდოდ, გვიან ღამით დაურეკეს, […]
ჯო ბაიდენის იმპიჩმენტი – ჰანტერ ბაიდენს კონგრესში ელოდებიან

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატა, ამერიკის მოქმედი პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას განაგრძობს. რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლების ინიციატივით შექმნილი საგამოძიებო კომიტეტის მომდევნო სხდომა ვაშინგტონის დროით სამშაბათს, დილის 10 საათზეა იწყება. სხდომაზე კანონმდებლები პრეზიდენტის ვაჟს, ჰანტერ ბაიდენს კითხვებს დაუსვამენ, სხდომა კონგრესში, დახურულ კარს მიღმა წარიმართება. ჰანტერ ბაიდენთან გასაუბრებას საგამოძიებო კომიტეტი თვეებია ცდილობს, თავდაპირველად პრეზიდენტის ვაჟმა სხდომაზე მისვლაზე უარი განაცხადა, […]
ოკუპანტებმა სოფელ ტახტისძირთან საქართველოს მოქალაქე დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. უწყების განცხადებით, აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“: „ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული […]
ერეკლე არსენიშვილი კარიერას ფრანგულ “ტრამბლეში” გააგრძელებს

საქართველოს ნაკრების ხელბურთელი ერეკლე არსენაშვილი კარიერას ფრანგულ “ტრამბლეში” გააგრძელებს, – იტყობინება საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრესსამსახური: საქართველოს ეროვნული ნაკრების ხაზი ერეკლე არსენაშვილი კარიერას ფრანგულ კლუბ Tremblay Handball-ში გააგრძელებს და გუნდს 2024 წლის ზაფხულიდან შეუერთდება. Tremblay 1972 წელს დაარსდა და 2011 წელს მსოფლიო თასის ფინალისტი იყო, ხოლო 2017 წელს პროლიგის ჩემპიონი გახდა. გუნდი 2024-25 წლების სეზონიდან ახალი […]
2022 წელთან შედარებით, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნები 2023 წელს 12 პროცენტით შემცირდა

2023 წელს ევროკავშირში თავშესაფარი 1,14-მა მილიონმა ადამიანმა მოითხოვა. ამის შესახებ ევროკავშირის თავშესაფრის მაძიებელთა საკითხებზე მომუშავე სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას. სტატისტიკური მონაცემებით, შარშანდელთან შედარებით, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 18 პროცენტით არის გაზრდილი და ბოლო შვიდ წელიწადში რეკორდულ ნიშნულს აღწევს. გავრცელებული მონაცემებით, თავშესაფრის მისაღებად ყველაზე მეტი განაცხადი სირიისა და ავღანეთის მოქალაქეებმა შეავსეს. კერძოდ, საუბარია 181 000 […]
ფოთის შემდეგ საკონტეინერო გადასახადი ბათუმის პორტშიც წესდება

შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საკონტეინერო გადასახადი ფოთის პორტის შემდეგ, ბათუმის პორტშიც წესდება და 29 თებერვლიდან ამოქმედდება. შედეგად თითოეული დატვირთული კონტეინერი სახელმწიფოს მხრიდან 30 ლარით დაიბეგრება. ახალი გადასახადით მობილიზებული თანხები ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შევა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, გადამზიდავი ვალდებულია, მოსაკრებელი გადაიხადოს: საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლით დატვირთულ კონტეინერზე – საქონლით დატვირთული კონტეინერის საზღვაო ნავსადგურიდან გატანამდე […]