ბელგია უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შესაძენად 200 მილიონ ევროს გამოყოფს

ბელგია უკრაინისთვის 800 000 საარტილერიო ჭურვის შესაძენად 200 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ დე კროო “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “ვერასდროს ვერ შევედრებით იმ მსხვერპლს, რაზეც უკრაინა ყოველდღიურად მიდის, მაგრამ შეგვიძლია პრეზიდენტ ზელენსკის მივცეთ ის, რასაც ითხოვს – მეტი იარაღის რუსი აგრესორისგან დაცვისთვის”, – წერს დე კროო. დე კროოს თქმით, ბელგია უკრაინისთვის 800 […]
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს

საფრანგეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი გაბრიელ ატალი ირაკლი კობახიძეს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს. როგორც მისალოც წერილშია აღნიშნული, საფრანგეთსა და საქართველოს ევროპული მომავალი აკავშირებთ. “ბატონო პრემიერ-მინისტრო, მსურს, გულწრფელად მოგილოცოთ საქართველოს მთავრობის მეთაურად დანიშვნა და ამასთან ერთად, გულითადად გისურვოთ დიდი წარმატებები ამ საპატიო მისიის შესრულებაში ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ. გიდასტურებთ საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობის მტკიცე ნებას, ერთად ვიმუშაოთ ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს […]
ანტიკორუფციულმა ბიურომ 30 ოპოზიციონერის ფინანსებისა და დეკლარაციების შემოწმება დაიწყო

ანტიკორუფციულმა ბიურომ 30 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ქონებრივი დეკლარაციისა და ფინანსების შესახებ ინფორმაციის შემოწმება დაიწყო. ბიურომ ოპოზიციის წარმომადგენლებს აცნობა, რომ მათ მიერ 2024 წლის 31 იანვარს წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგი ხორციელდება. ანტიკორუფციული ბიურო ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს სთხოვს, წარუდგინონ ინფორმაცია თავიანთი და ოჯახის წევრების ბანკში არსებული ანგარიშების ან შენატანების შესახებ. ასევე, წარადგინონ პირადი ანგარიშების ამონაწერები 2023 წლის 1-ლი […]
ნიდერლანდებმა ჩეხეთს უკრაინისთვის DITA-ს 9 ჰაუბიცა დაუკვეთა

ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტრომ ჩეხეთს DITA-ს უახლესი 9 ჰაუბიცა დაუკვეთა, რომელთა გადაცემასაც ქვეყანა უკრაინისთვის აპირებს. ამის შესახებ ინფორმაცია ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტრო განცხადებაში აღნიშნავს, რომ DITA-ს ჰაუბიცა თანამედროვე სისტემაა, რომელსაც ათეულობით კილომეტრის დაშორებით მყოფ სამიზნეებზე იერიშის მიტანა შეუძლია. “უკრაინას ძალიან სჭირდება ეს იარაღი. სწორედ ამიტომ, ნიდერლანდებმა ახლახან შეუკვეთა ცხრა ასეთი ჰაუბიცა […]
ტირასპოლელმა დეპუტატებმა რუსეთს „დნესტრისპირეთის დაცვა“ სთხოვეს

„ადგილზე ყველა დონის არჩეულების კრებამ“ მოლდოვის სეპარატისტულ რეგიონში 28 თებერვალს მოსკოვს მიმართა მოწოდებით, „მიიღოს ზომები დნესტრისპირეთის დასაცავად“, – იტყობინება რადიო თავისუფლების მოლდოვური სამსახური. რეზოლუციაში, რომელიც რეგიონის ლიდერის, ვადიმ კრასნოსელსკის მიერ მოწვეულ შეხვედრაზე მიიღეს ტირასპოლში, კრების მონაწილეებმა მოლდოვის ხელისუფლება ზეწოლისთვის გააკრიტიკეს. დოკუმენტში არ არის მოწოდება რუსეთისადმი ამ რეგიონის ანექსიისკენ. ტირასპოლის შეხვედრა გაიმართა რუსეთის პარლამენტში პრეზიდენტ პუტინის […]
ქარელის მუნიციპალიტეტში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, დაკავებული არ არის ადგილობრივი მკვიდრი და ის ტახტისძირში დასავლეთ საქართველოდან იყო ჩასული. სუსის ცნობით, აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავების […]
ანრი ოხანაშვილი – მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში ამნისტიის გავრცელების შანსი არის ნული

მიხეილ სააკაშვილი ისეთი მუხლით არის გასამართლებული, რომელ მუხლზეც ამნისტიის გავრცელება სტრასბურგის სასამართლოს მიერ კონვენციის დარღვევად აღიქმება – ასეთი კატეგორიის მუხლებთან დაკავშირებით ამნისტია გამოყენება არ შეიძლება! მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში ამნისტიის გავრცელების შანსი არის ნული! – ეს განცხადება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციის ნაწილის მიერ ინიცირებულ ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით გააკეთა. ამასთან, ოხანაშვილის თქმით, ამ […]
USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის გუნდი დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებისთვის რჩევებს აქვეყნებს

USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის გუნდი დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებისთვის რჩევებს აქვეყნებს. ინფორმაციაში მასწავლებლებისთვის მოცემულია რჩევები, თუ როგორ წარმართონ სწავლება საკლასო ოთახში, ასევე როგორ შექმნას მასწავლებელმა კლასში მშვიდი და მეგობრული ატმოსფერო და როგორც შეარჩიოს სწორი შეფასების ინსტრუმენტი. მასში ასევე მოცემულია ვიდეო გაკვეთილები, სადაც მოცემულია მარტივი ინსტრუმენტი მოსწავლეების კითხვის დონის შესამოწმებლად. „როგორ წარვმართოთ სწავლება საკლასო ოთახში, სადაც, როგორც […]
რუსლან აბაშიძე საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ მელინე არაკელიანს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს. რუსლან აბაშიძემ ნიდერლანდელ დიპლომატს ელჩად დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატება უსურვა. მათივე ცნობით, მთავრობის თავმჯდომარემ ნიდერლანდების სამეფოს ელჩს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა […]
ზელენსკი უკრაინის მხარდასაჭერ დასავლეთ ბალკანურ სამიტში მონაწილეობს

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში უკრაინის მხარდასაჭერი დასავლეთ ბალკანური სამიტი მიმდინარეობს, რომლის თანამასპინძელიც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკა. სამიტის წინ, ზელენსკიმ და ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ, რომლის ქვეყანაც უკრაინის მტკიცე მხარდამჭერია, ხელი მოაწერეს ორმხრივი მეგობრობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. “უკრაინა-სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამიტს” ესწრებიან სერბეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, კოსოვოს, ბოსნია-ჰერცეგოვინისა და მონტენეგროს ლიდერები. სამიტში […]