საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეები საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემას ვერ შეძლებენ

ამის შესახებ რადიო თავისუფლების კორესპონდენტს უთხრეს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. კომისიის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მიზეზი „ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის არქონაა“. მისი თქმით, თუმცა, გადაწყვეტილება არ შედის კომისიის კომპეტენციაში, ის მიღებულია საგარეო საქმეთა სამინისტროს დონეზე. საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა გაწყდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს, 2008 წლის ომის დროს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, […]

რუსეთისთვის ჯაშუშობის ბრალდებით ბრიტანეთში ბულგარეთის 6 მოქალაქე დააკავეს

დიდმა ბრიტანეთმა ქვეყანაში რუსეთის სავარაუდო საჯაშუშო ქსელი გამოავლნა და ბოლო ორ წელში ბულგარეთის მეექვსე მოქალაქე დააკავა. დიდი ბრიტანეთის პროკურატურის ინფორმაციით, ლონდონში მცხოვრები 38 წლის ტიჰომირ ივანოვ ივანჩეის დაკავება ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში მოხდა. საგამოძიებო ორგანო ივანჩევს ბრალს შეთქმულებაში წაუყენებს. საქმე შეიძლება „დოკუმენტების ან ინფორმაციის მოპოვების, შეგროვების, ჩაწერის, გამოქვეყნების ან მესამე პირზე გადაცემის“ კუთხით წარიმართოს – ქმედება, […]

მიჩიგანის კენჭისყრამ ბაიდენის მხარდაჭერაზე ისრაელის ომის უარყოფითი გავლენა გამოავლინა

მიჩიგანის შტატში 27 თებერვალს ჩატარებულმა შიდაპარტიულმა არჩევნებმა აჩვენა, რომ ისრაელის მხარდაჭერის გამო, ამერიკის დემოკრატი პრეზიდენტის მომხრეთა რიცხვმა იქ შესამჩნევად იკლო. პრაიმერის დასრულების შემდეგ, ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო კამპანიამ და დემოკრატიული პარტიის მაღალჩინოსნებმა პირობა დადეს, რომ აუცილებლად გააორმაგებენ ძალისხმევას ყოფილ მომხრეთა გადასარწმუნებლად. ღაზაში “ჰამასის” წინააღმდეგ ისრაელის მიერ წარმოებული, თითქმის ხუთთვიანი ომის შედეგად, მიჩიგანში თეთრი სახლის მოქმედ ადმინისტრაციას […]

კონგრესი მთავრობის ნაწილის დახურვის თავიდან აიცილებას ცდილობს

ამერიკის კონგრესს სამი დღე რჩება იმისთვის, რომ მთავრობის მუშაობის ნაწილობრივი შეჩერება აიცილოს თავიდან. პარტიებს შორის და თავად რესპუბლიკურ პარტიაშიც არსებული უთანხმოების გამო, ფედერალური უწყებების დაფინანსების ნაწილი შესაძლოა შეფერხდეს. კონგრესის ორივე პალატის წამყვანი დემოკრატები და რესპუბლიკელები სამშაბათს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდნენ და თქვეს, რომ ე.წ. შათდაუნის, ანუ მთავრობის დახურვის აცილების მიმართულებით “პროგრესია”. თუმცა, ჯერჯერობით გაურკვეველი რჩება, […]

იანვარში საქართველოში ჰესების გამომუშავებული ელექტროენერგია 98%-ით გაიზარდა

2024 წლის იანვარში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავება გაიზარდა და მან 741 მილიონი კილოვატ საათი შეადგინა. 2023 წლის იანვართან შედარებით ელექტროენერგიის ეს მოცულობა 98%-ით მეტია, შედეგად ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებულმა ენერგიამ საქართველოს მთლიან ენერგეტიკულ მოხმარებაში იანვარში 57%-იანი წილი დაიკავა. შედარებისთვის, ეს მაჩვენებელი 2023 წლის იანვარში მხოლოდ 28% იყო. ზამთრის თვეებში საქართველოს ენერგეტიკის დამოკიდებულება ჰიდროელექტროსადგურების […]

“ბატონო პოლიტიკოსებო, ფულის და თანამდებობის გამო ყველაფერი არ უნდა იკადროთ!” – ხუროშვილი

ბატონო პოლიტიკოსებო, ეგრე არ არის თქვენ რომ ჭრით და კერავთ! თქვენ კი გგონიათ, რომ პოლიტიკაში ყველაფერი მოსულა, მაგრამ ყველაფერი არ მოსულა: გახარიას გუნდთან გაერთიანებას ვინც ფიქრობთ და მას მიუტევეთ “წარსულში ოპონენტობა”: აბა კითხეთ მაკო გომურს?- მიუტევა თვალის დაკარგვა? აბა ჰკითხეთ ბაჩანა შენგელიას: მიუტევა დედის მკვლელობა?! ია კერზაიაზე მაქვს საუბარი, ქალი შეაკვდა სამართლიანობისათვის ბრძოლას!…. კიდევ რამდენი […]

სააკაშვილზე ამნისტიის გავრცელების შანსი არის ნული – ანრი ოხანაშვილი

“პირველ რიგში, ჩვენ აღნიშნული პროექტი უნდა შევისწავლოთ და დავამუშაოთ. რაც შეეხება ამნისტიას, ყოველ ჯერზე როცა დღის წესრიგში ამის აუცილებლობა დგება, ჰუმანიზმის პრინციპებიდან გამომდინარე, “ქართული ოცნების“ ხელისუფლება ასეთ გადაწყვეტილებას იღებს – ჩვენ ამნისტიის არაერთი აქტი გამოგვიცია. საჭიროების შემთხვევაში ჩვენ შეიძლება ასეთი გადაწყვეტილება მივიღოთ, რასაც ყველა უწყების ფართო ჩართულობა სჭირდება. ამ ეტაპზე ჩვენი მხრიდან ასეთი გადაწყვეტილება დღის […]

“აფხაზეთის ოფიციალური ვალუტა რუბლია” – “ჩვენ ფულად ერთეულს არავინ აღიარებს”

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტის დეპუტატებმა “სავალუტო რეგულირებისა და სავალუტო კონტროლის შესახებ” კანონპროექტს პირველ მოსმენაზე მხარი დაუჭირეს. კანონპროექტი ადგენს, რომ აფხაზეთის ოფიციალური ვალუტა რუსული რუბლი იქნება, ხოლო ყველა სხვა სახის ვალუტა კლასიფიცირებულია, როგორც უცხოური. გარდა ამისა, “სავალუტო რეგულირების მიზნებისათვის” საკანონმდებლო დონეზე ცნებები “რეზიდენტი” და “არარეზიდენტი” დაამატეს. დოკუმენტს მხარი 26-მა ე.წ. დეპუტატმა დაუჭირა, 2 კი წინააღმდეგ […]

საქართველოს ქალთა ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონია მეორე შეხვედრაშიც დაამარცხა

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონია მეორე ამხანაგურ მატჩშიც დაამარცხა. მიხეილ მესხი 2-ზე ჩატარებული შეხვედრა ირის ანტმანის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. საქართველოს ნაკრებს ანგარიშის გახსნის შანსი მე-8 წუთზე ჰქონდა, თუმცა თეონა ბაქრაძის მიერ შესრულებული 11-მეტრიანი არაზუსტი აღმოჩნდა. მატჩის ერთადერთი გოლი კი, თამარ ტატუაშვილმა მე-18 წუთზე გაიტანა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების პირველი ამხანაგური მატჩი, […]

სამხრეთ კორეა: ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს სამი მილიონი ჭურვი გაუგზავნა

სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს უკრაინაში ომის მიმდინარეობისას სამი მილიონი ჭურვი გაუგზავნა. სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრის, შინ ვონ-სიკის თქმით, მხოლოდ 2023 წლის ივლისიდან დღემდე ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთში ტყვია-წამლის 6 700 გადამზიდი კონტეინერი გაიგზავნა. სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა ასევე დაამატა, რომ უკრაინაში ომის პარალელურად ჩრდილოეთ კორეული სამხედრო სამრეწველო ქარხნები სრული დატვირთვით მუშაობენ. რუსეთი […]