კონგრესი მთავრობის ნაწილის დახურვის თავიდან აიცილებას ცდილობს

ამერიკის კონგრესს სამი დღე რჩება იმისთვის, რომ მთავრობის მუშაობის ნაწილობრივი შეჩერება აიცილოს თავიდან. პარტიებს შორის და თავად რესპუბლიკურ პარტიაშიც არსებული უთანხმოების გამო, ფედერალური უწყებების დაფინანსების ნაწილი შესაძლოა შეფერხდეს.
კონგრესის ორივე პალატის წამყვანი დემოკრატები და რესპუბლიკელები სამშაბათს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდნენ და თქვეს, რომ ე.წ. შათდაუნის, ანუ მთავრობის დახურვის აცილების მიმართულებით “პროგრესია”. თუმცა, ჯერჯერობით გაურკვეველი რჩება, მიიღებენ ისინი ბიუჯეტს მთელი ფისკალური წლისთვის, რომელიიც 1-ელ ოქტომბერს დაიწყო, თუ კიდევ ერთი – მეოთხე დროებითი რეზოლუციით განაგრძობენ მთავრობის ფუნქციონირების დაფინანსებას.
სენატის დემოკრატი ლიდერი ჩაკ შუმერი და პალატის რესპუბლიკელი ლიდერი მაიკ ჯონსონი ურთიერთბრალდებებს იმეორებენ. ჯონსონი ამბობს, რომ სჯერა, შეთანხმება შესაძლებელია. შუმერი კი მიიჩნევს, რომ “შათდაუნის” მიზეზი არ არსებობს, თუკი ორივე პალატა ორპარტიულად ითანამშრომლებს.
ფედერალური უწყებების ნაწილს დაფინანსება 2 მარტის დადგომისას ამოეწურება, მეორე ნაწილს კი – 8 მარტს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…