დიდ დიღომში 37 წლის კაცს ეძებენ

ტვ პირველის ინფორმაციით, დიდ დიღომში 37 წლის დავით ბერიას ეძებენ. “ვეძებთ 37 წლის მამაკაცს, ბოლო ჩაცმულობა ასახულია პირველ ფოტოში, ასევე ვდებ სვირინგიან ფოტოს, რათა იდენთიფიკაცია გამარტივდეს. ყურს ქვევით აქვს საკმაოდ დიდად “13”, სავარაუდოდ, იქნება ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ და გამოიყურება არაჰიგიენურად, რადგან სახლში არ ყოფილა რამდენიმე დღეა. განცხადებულია პოლიციაში. ეძებს სამძებრო და საგამოძიებო სამსახური. გთხოვთ, თუ […]

რუსეთის მოქალაქეები საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემას საქართველოდან ვერ შეძლებენ

რუსეთის მოქალაქეები საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემას საქართველოს ტერიტორიაზე ვერ შეძლებენ – 17 მარტს, როცა რუსეთში პრეზიდენტს აირჩევენ, საქართველოს ტერიტორიაზე საარჩევნო უბნები არ გაიხსნება. ამის შესახებ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში “რადიო თავისუფლებას” განუცხადეს. კომისიის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მიზეზი „ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის არქონაა“. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საქართველოში ათეულ ათასობით რუსი ჩავიდა.

რუსეთის კანონი მიიღო, რომელიც ე.წ. უცხოური აგენტების რეკლამას კრძალავს

რუსეთის სახელმწიფო დუმამ კანონპროექტი მიიღო, რომელიც რუსეთის მოქალაქეებსა და კომპანიებს ე.წ. უცხოურ აგენტებად გამოცხადებული ორგანიზაციებისა და პირების ნებისმიერ საინფორმაციო რესურსზე რეკლამის განთავსებას სრულად უკრძალავს. ახალი კანონის ფარგლებში ე.წ. უცხოური აგენტების რეკლამირებაც იკრძალება. ამის შესახებ რუსული სამთავრობო მედია, ТАСС წერს. კანონპროექტი, რომელიც “რეკლამის შესახებ” კანონს დაემატება, დუმაში პალატის თავმჯდომარის, ვიაჩესლავ ვოლოდინის ხელმძღვანელობით 395 დეპუტატმა წარადგინა. ვოლოდინის […]

“ზურაბიშვილმა უპირობოდ უნდა გაათავისუფლოს სააკაშვილი” – სოფო ჯაფარიძე

ენმ-ს წევრმა სოფო ჯაფარიძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა: “სალომე ზურაბიშვილმა უნდა გადახედოს კი არა უპირობოდ უნდა გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი, რადგან მან იცის რომ ის არის პოლიტიკური პატიმარი და ის უნდა იყოს გათავისუფლებული იმისათვის, რომა რ დამახინჯდეს ჩვენი ქვეყნის ისტორია. რაც შეეხება ამნისტიის ინიციატივას, მიხეილ სააკაშვილზე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი, რომელიც […]

პოლიტიკა და პოლიტიკური რეკლამები – იცის, თუ არა, მინისტრმა, სახელმწიფო პოლიტიკის განმარტება?

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ განცხადება მეტაზე პოლიტიკური რეკლამების განთავსების შესახებ ინტერპრეტირებულად გავრცელდა და რომ პოლიტიკური რეკლამის მიზნით, მხოლოდ 736 დოლარი დაიხარჯა, ხოლო დანარჩენი თანხა კი, კერძოდ, 28,128 დოლარი, ქართული ენის პოპულარიზაციისა და შესწავლის შესაძლებლობების შესახებ ფართომასშტაბიანი და მრავალკომპონენტიანი კამპანიის – „ქართული ენა გვაერთიანებს“ დანახარჯს შეადგენს. მინისტრის […]

“შეეშვით სიცრუის გავრცელებას და დაკავდით საქმით” – ლომჯარია პაპუაშვილს

ძალიან სამწუხარო სანახავია, როდესაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იაფფასიანი სიცრუის პროპაგანდის გავრცელებით არის დაკავებული. ბატონო შალვა, თქვენც შეგიძლიათ იამაყოთ, რომ ჩემი სახალხო დამცველობის დროს: 1. სტრასბურგის სასამართლო საქართველოს სახალხო დამცველის კომუნიკაციებს, მათ შორის არა მარტო საქართველოს საქმეებზე, საკუთარ გადაწყვეტილებებში ციტირებდა და საუკეთესო პრაქტიკის მაგალითებში ასახელებდა; 2. ევროკავშირის პარლამენტმა არაერთი რეზოლუცია მიიღო, სადაც საქართველოს სახალხო დამცველის და […]

ვაძლევთ შესაძლებლობას ფერმერებს, რომ წვდომა ჰქონდეთ პრიორიტეტულ ბაზრებზე – ოთარ შამუგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, აშშ-ში ექსპორტის ზრდის ხელშესაწყობად, ქვეყანაში წარმოების გასაზრდელად საქართველოს მთავრობის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხები იხარჯება. მისივე განმარტებით, ასევე აქცენტი კეთდება საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობაზე, სადაც ქართველ მეწარმეებს კონტაქტების დამყარებისა და ექსპორტის გაზრდის შესაძლებლობა ეძლევათ. „გამოწვევა არის და სწორედ ამიტომ სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 15-მდე პროექტი ხორციელდება, 350 მლნ ლარამდე არის […]

თბილისისა და ბათუმის აეროპორტების გენერალური მენეჯერი პირდაპირი ფრენების დაწყებაზე მსხვილ აზიურ ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებებს მართავს

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების გენერალური მენეჯერი საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყებასა და სამომავლო თანამშრომლობაზე უმსხვილეს აზიურ ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებებს მართავს. თეა ზაქარაძე მალაიზიაში იმყოფება, რომელიც საავიაციო სფეროში ერთ-ერთ მასშტაბურ ფორუმს – Routes Asia 2024 მასპინძლობს.

თქვენს მომავალ სახლს რობოტები ააშენებენ – Crunchbase

სამშენებლო ინდუსტრია მუშახელის დეფიციტს განიცდის და სამუშაოს ხარჯები იზრდება. რობოტიკისა და მშენებლობის კვეთაზე მომუშავე სტარტაპები გვპირდებიან, რომ დაზოგავენ დროს, ფულს და რისკებს, რაც ინვესტორებისთვის საკმაოდ დამაჯერებლად ჟღერს. Crunchbase-ის თანახმად, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სექტორმა ასობით მილიონი დოლარი შეაგროვა. საკითხავია, შეუძლიათ თუ არა სტარტაპებს დაპირებების შესრულება. ჰოლანდიური სტარტაპი Monumental-ი, რომელიც სამშენებლო სამუშაოებისთვის რობოტებს ავითარებს ინვესტიციები უკვე […]

საფრანგეთის პრემიერი ირაკლი კობახიძეს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს

საფრანგეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი გაბრიელ ატალი ირაკლი კობახიძეს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს. როგორც მისალოც წერილშია აღნიშნული, საფრანგეთსა და საქართველოს ევროპული მომავალი აკავშირებთ. „ბატონო პრემიერ-მინისტრო,მსურს, გულწრფელად მოგილოცოთ საქართველოს მთავრობის მეთაურად დანიშვნა და ამასთან ერთად, გულითადად გისურვოთ დიდი წარმატებები ამ საპატიო მისიის შესრულებაში ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ. გიდასტურებთ საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობის მტკიცე ნებას, ერთად ვიმუშაოთ ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის […]