ალექსეი ნავალნის 1-ელ მარტს მოსკოვში დაკრძალავენ

პატიმრობაში გარდაცვლილ რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ალექსეი ნავალნის 1-ელ მარტს მოსკოვში, ბორისოვის სასაფლაოზე დაკრძალავენ, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსი ოპოზიციონერის პრესმდივანი ავრცელებს. „ალექსეის დაკრძალვა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში 1-ელ მარტს 14:00 საათზე გაიმართება. ადრე მობრძანდით“, – განაცხადა კირა იარმიშმა. ნავალნის თანაგუნდელების თქმით, ეკლესიის პოვნა, სადაც გარდაცვლილი ალექსეი ნავალნისთვის მსახურება ჩატარდებოდა, ძალიან რთული იყო.

ბრწყინვალედ შეასრულა – კვარას დუბლი “სასუოლოს” წინააღმდეგ [VIDEO]

სერია A-ს 26-ე ტურში “სასუოლო” “ნაპოლის” მასპინძლობს. აღნიშნულ შეხვედრაში “პარტენოპეის” ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ დუბლი შეასრულა.

სენატორები უკრაინის დახმარების შესახებ

დემოკრატებით დომინირებულმა შეერთებული შტატების სენატმა რამდენიმე დღის წინ კანონპროექტი მიიღო, რომლის მეშვეობითაც უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის სამხედრო დახმარება უნდა გაგრძელდეს. პროცედურულად, სანამ ის ამერიკის პრეზიდენტის მაგიდაზე აღმოჩნდება, ხელი მოეწერება და კანონად იქცევა, კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატაშიც უნდა დამტკიცდეს, რომელსაც რესპუბლიკელები აკონტროლებენ. თუმცა, დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის არსებული პრინციპული უთანხმოება, რაც ამერიკის სამხრეთის საზღვარზე წესრიგის დამყარებას უკავშირდება, […]

მიტჩ მაკკონელი სენატში რესპუბლიკური პარტიის ლიდერის პოსტს დატოვებს

82 წლის მიტჩ მაკკონელი, რომელიც სენატში 17 წლის განმავლობაში რესპუბლიკური პატიიდან წამყვანი სენატორის როლს იკავებდა, პოსტს 2024 წლის ნოემბერში დატოვებს. მედიას და საზოგადოებას მიღებული გადაწყვეტილება მან თავად კონგრესის შენობიდან გააცნო. „გასულ კვირას 82 წლის გავხდი. ჩვემი წვლილის დასასრული იმაზე ახლოს არის ვიდრე მე მირჩევნია. დრო დაუმარცხებელი რჩება“,- თქვა სენატის დარბაზში მიტჩ მაკკონელმა და აღნიშნა, რომ […]

გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს სახელმწიფო მინისტრმა „მეტას“ პლატფორმებზე პოლიტიკური რეკლამის მიზნით $28 864 დახარჯა. სინამდვილეში დაიხარჯა $736

გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს სახელმწიფო მინისტრმა „მეტას“ პლატფორმებზე პოლიტიკური რეკლამის მიზნით $28 864 დახარჯა. სინამდვილეში დაიხარჯა $736 გვსურს გამოვეხმაუროთ რიგი მედიასაშუალებების მიერ მცდარი ინტერპრეტაციით მიზანმიმართულად გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციასა და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებაშია ნათქვამი. „კერძოდ, ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელდა ინფორმაცია არასამთავრობო […]

სალომე ზურაბიშვილი – საქართველოსთვის ევროპული გზის გაგრძელებაში ერთი უზარმაზარი გამოწვევაა: რუსეთი – ამ გზაზე საქართველოს დახმარების საშუალება არ არსებობს, თუ პირველ რიგში უკრაინას არ დავეხმარებით

ევროპულ გზაზე საქართველოს დახმარების საშუალება არ არსებობს, თუ პირველ რიგში უკრაინას არ დავეხმარებით , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Chatham House-ში სიტყვით გამოსვლისასა განაცხადა. “საქართველოსთვის ამ [ევროპული] გზის გაგრძელებაში, ევროპულ ოჯახში ხელახლა, სრულფასოვან წევრად ინტეგრაციაში, ამ ჰორიზონტამდე სიარულში, რომ ეს რეალობა გახდეს, ქვეყანა შეიცვალოს და იყოს არა პოსტსაბჭოთა, ყოფილი საბჭოთა, როგორც უყვართ ხოლმე […]

თაკო ჩარკვიანი – ხაზარაძეს და გახარიას სააკაშვილის გამოსვლის ეშინიათ

ხაზარაძეს და გახარიას სააკაშვილის გამოსვლის ეშინიათ , – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა ოპოზიციის ნაწილის მიერ პარლამენტში წარდგენილ ამნისტიის აქტზე საუბრისას განაცხადა. თაკო ჩარკვიანის განცხადებით, გაუგებარია, რატომაა ამნისტიის წინააღმდეგი „ლელო“ და გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის”. „წინასწარ რატომ გაგიჟდებიან ხოლმე და მაინცდამაინც ორადორი პარტია, რატომ? – საქართველოში ყველაზე გაპატიოსნებული კორუფციონერი მამუკა [ხაზარაძე] შენ […]

ხვიჩას სუპერგოლი “სასუოლოს” წინააღმდეგ [VIDEO]

სერია A-ს 26-ე ტურში “სასუოლო” “ნაპოლის” მასპინძლობს და მე-60 წუთისთვის 1:5 მარცხდება. სტუმართა რიგებიდან 51-ე წუთზე თავი ხვიჩა კვარაცხელიამ გამოიჩინა და “სასუოლოს” ბრწყინვალე გოლი გაუტანა, იქამდე რამდენიმე წუთით ადრე კი საგოლე პასი მიითვალა და ვიქტორ ოსიმენს დუბლის შესრულებაში დაეხმარა.

ხვიჩას საგოლე პასი და ოსიმენის ჰეთთრიქი – “ნაპოლი” “სასუოლოს” ანადგურებს [VIDEO]

სერია A-ს 26-ე ტურში “სასუოლო” “ნაპოლის” მასპინძლობს და 1:4 მარცხდება. 47-ე წუთზე “ნაპოლის” გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ მეტოქე გუნდის მცველის შეცდომით ისარგებლა და ვიქტორ ოსიმენს ამ მატჩში მესამე გოლიც გაატანინა.

მსახიობი ჰანტერ შაფერი პალესტინის მხარდამჭერ აქციაზე დააკავეს

სერიალ Euphoria-ს მსახიობი ჰანტერ შაფერი ნიუ-იორკში პალესტინის მხარდამჭერ საპროტესტო აქციაზე დააკავეს. აღნიშნულ აქციაზე პოლიციამ 30-მდე აქტივისტი დააკავა. საპროტესტო აქცია NBC-ს ოფისთან იმართებოდა, სადაც სეტ მეიერსის ღამის შოუში აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იყო მიწვეული. ჰანტერ შაფერი ორგანიზაცია Jewish Voice for Peace-თან ერთად იყო ჩართული პროტესტში. როგორც ინტერნეტში გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, მას ეცვა მაისური წარწერით Ceasefire Now […]