მედია: სირიულმა საჰაერო თავდაცვის სისტემამ დამასკოსთან ახლოს ისრაელის რაკეტები ჩამოაგდო

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელმა დამასკოს მიმართულებით რაკეტები გაუშვა, რომლებიც სირიის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს. აღნიშნული ინფორმაცია თავდაპირველად სირიულმა სახელმწიფო მედიამ გაავრცელა. სირიულ მედიაში სხვა დეტალი იერიშის შესახებ არ გავრცელებულა. ლიბანურმა პროირანულმა ტელეკომპანია Maydeen-მა ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ დამასკოს სიახლოვეს, საიედა ზაინაბის უბანში ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა. ამ ტერიტორიაზე ერთ-ერთი მთავარი შიიტური სალოცავი მდებარეობს. ისრაელის მხარეს […]

ზურაბიშვილი სააკაშვილზე: ის არ არის ნავალნი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი “არ არის [ალექსეი] ნავალნი” და, რომ ის ციხეში რეალური მიზეზებით ზის. ამის შესახებ პრეზიდენტმა ლონდონში, Chatham House-ის – საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული დისკუსიის დროს ისაუბრა. “თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ სად იქნება [მიხეილ] სააკაშვილი. ის არ არის პოლიტიკური ოპონენტი ციხეში, […]

“სააკაშვილი არ არის ნავალნი, მისი რეჟიმის დროს პატიმრებზე ძალადობდნენ” – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა Chatham House-ის ღონისძიებაზე სააკაშვილის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა: არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარება არ არის იმაზე დამოკიდებული სად იქნება სააკაშვილი. ის არ არის ნავალნი. ის ყოფილი პრეზიდენტია, რომლის პრეზიდენტობის დროს ბევრი რამ მოხდა, არ ვიცი ეს როგორ ითქმის. ავტორიტარული რეჟიმი, სადაც პატიმრების მიმართ ძალადობდნენ. თუმცა რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს რომ […]

EU-ის გადაწყვეტილების შემდეგ მთავრობის რიტორიკა შეიცვალა — ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ორაზროვანი პოზიცია უკრაინისა და ევროპის მიმართ შეიცვალა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ლონდონში, Chatham House-ის საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე განაცხადა. „არათუ უცებ ყველა პროევროპული გახდა, არამედ ახლა ყველა ამბობს, მე ვიყავი სტატუსის მიღების მთავარი ფაქტორიო.ევროკავშირის ამ გადაწყვეტილების შემდეგ და ახალი [კობახიძის] […]

ამერიკელი სენატორი მიტჩ მაკკონელი სენატში რესპუბლიკელთა ლიდერის პოსტიდან გადადგება

აშშ-ს სენატის რესპუბლიკელთა უმცირესობის ლიდერის, მიტჩ მაკკონელის თქმით, ნოემბერში თანამდებობიდან გადადგება. პოლიტიკოსის თქმით, კენტუკის სენატორი თავისი ვადის ამოწურვამდე, 2027 წლის იანვრამდე, იქნება, თუმცა ლიდერის თანამდებობას აღარ დაიკავებს. მაკკონელი სენატორი 1985 წელს გახდა, ხოლო წინა კვირას 82 წელი შეუსრულდა. მისი თანაშემწეების თქმით, მაკკონელს ეს გადაწყვეტილება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მიზეზების გამო არ მიუღია. თავად პოლიტიკოსს გადადგომის მიზეზი არ […]

“ჩინეთთან “სტრატეგიულ პარტნიორობაში” ვართ, ეს არ ვიცი რას ნიშნავს, მე ნუ მკითხავთ” – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა Chatham House-ის ღონისძიებაზე ჩინეთზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა: “ჩინეთი უფრო აქტიური ხდება საქართველოში. ეს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მოხდა, მაგრამ ეს უფრო და უფრო აქტიური გახდა. ახლა “სტრატეგიულ პარტნიორობაში” ვართ, არ ვიცი რას ნიშნავს ეს, მე ნუ მკითხავთ. და ჩვენ, ასევე, გუშინ ჩინეთთან უვიზო რეჟიმი მივიღეთ. გარდა ამისა ჩინეთი საქართველოში აქტიურია ბევრ ინფრასტრუქტურულ […]

სალომე ზურაბიშვილი: სააკაშვილი არ არის ნავალნი

„თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები დამოკიდებული არაა იმაზე, სად იქნება სააკაშვილი. ის არ არის პოლიტიკური ოპონენტი ციხეში, ის არ არის არის ნავალნი“, — განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლონდონში, Chatham House-ის საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე, ექს-პრეზიდენტის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ. მისი თქმით, სააკაშვილი სასჯელს იხდის რეალური დანაშაულებისთვის. „გეთანხმებით, რომ რეპუტაციული მიზნებისთვის უკეთესია, ის […]

უკრაინის მე-3 მოიერიშე ბრიგადის ცნობით, დონეცკის ერთ-ერთ ქალაქზე კონტროლი აიღეს

უკრაინის მე-3 მოიერიშე ბრიგადა ტელეგრამ-არხზე წერს, რომ დონეცკის ქალაქ კრასნოგორივკაზე კონტროლი აიღეს. მათივე ინფორმაციით, რუსები ამ ტერიტორიაზე გასულ დღეს შევიდნენ. “წინა დღით რუსული არმიის ძალები თავს დაესხნენ კრასნოგორივკას სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს და ქალაქში შევიდნენ. მტრისთვის ფეხის მოკიდების საშუალების წართმევის მიზნით, მე-3 ცალკეული მოიერიშე ბრიგადის ნაწილებმა, 1-ლი და მე-2 მოიერიშე ბატალიონების სამხედროებმა ჩაატარეს საბრძოლო ოპერაცია ქალაქის მტრის […]

უნდა აეკრძალოს “ალტ-ინფო”-ს საქართველოს სახელით რუსეთთან საუბარი! არავინ გაბედოთ და არდაწეროთ რამე სხვა! – ნუკა არველაძე

“უნდა აეკრძალოს “ალტ-ინფო”-ს საქართველოს სახელით რუსეთთან საუბარი! არავინ გაბედოთ და არავინ დაწეროთ რამე სხვა!”- წერს ჟურნალისტი ნუკა არველაძე სოციალურ ქსელში, რომელიც ეხმიანება პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ მახარაძის სტუმრობას გადაცემა “უცნობის კიდობანში”, სადაც რუსეთთან ურთიერთობების მათეულ ხედვებზე ისაუბრა. “გარდა იმისა რომ არაინფორმირებულები არიან, საერთოდ გონზე არ არიან საერთაშორისო პოლიტიკაში! განდიდების მანიით შეპყრობილი მახარაძეს ვუსმინე უცნობთან კიდობანში […]

“ეს ოლიგარქიის დასასრულს ნიშნავს” – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლონდონში, Chatham House-ის – საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის თქვა: “ბიძინა ივანიშვილი საჯარო სივრცეში დაბრუნდა, როგორც პარტია “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე, რაც ორ რამეს ნიშნავს: პასუხისმგებლობას და საჭიროებას, ამომრჩეველს პასუხები გასცეს იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მიიღება. ასე რომ, ეს არჩევნების დროს მოხდება, ეს იქნება საზოგადოებისთვის პასუხების გაცემა გადაწყვეტილებებზე, წარმატებაზე, […]