უნდა აეკრძალოს “ალტ-ინფო”-ს საქართველოს სახელით რუსეთთან საუბარი! არავინ გაბედოთ და არდაწეროთ რამე სხვა! – ნუკა არველაძე

“უნდა აეკრძალოს “ალტ-ინფო”-ს საქართველოს სახელით რუსეთთან საუბარი! არავინ გაბედოთ და არავინ დაწეროთ რამე სხვა!”- წერს ჟურნალისტი ნუკა არველაძე სოციალურ ქსელში, რომელიც ეხმიანება პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ მახარაძის სტუმრობას გადაცემა “უცნობის კიდობანში”, სადაც რუსეთთან ურთიერთობების მათეულ ხედვებზე ისაუბრა.
“გარდა იმისა რომ არაინფორმირებულები არიან, საერთოდ გონზე არ არიან საერთაშორისო პოლიტიკაში!
განდიდების მანიით შეპყრობილი მახარაძეს ვუსმინე უცნობთან კიდობანში და კიდევ ერთხელ დავრწმინდი ჩემს აზრში ალტ ინფოსთან მიმართებაში!
აი უცნობს კიდევ ყოჩაღ!
მოდით რა დააყენეთ ერთი ადგილი ყველამ! სახელმწიფოს ძალიან კარგი საგარეო პოლიტიკა აქვს და ადრე თუ გვიან მაღალი რანგის ხალხი დაჯდება და დაელაპარაკებს რუსეთთან
მიმაჩნია რომ ყველაფერს თავის დრო აქვს! თავი ძაან “კრუტოი” რომ ჰგონია და რეალურად კი ჩვეულებრივი მარიონეტია!”- წერს ნუკა არველაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძის დაბრუნება აქტიურ პოლიტიკაში შეიძლება შეფასდეს, როგორც დროული და საჭირო ნაბიჯი, ნაბიჯი, რომელიც სრულად უზრუნველყოფს მისი პოტენციალის გამოყენებას და სახელმწიფოს მართვის ხარისხის გაუმჯობესებას

გია აბაშიძე: ვიცე-პრემიერის, სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინატორი სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძის უფლებამოსილება გაცილებით მაღალი და საპასუხისმგებლოა; ვინც ვერ ერკვევა და ნაცსპიკერობს, გრამატიკულ შეცდომებს მიხედოს