„ОДКБ სომხეთისთვის პრობლემებს ქმნის“ – ფაშინიანი

რუსეთის შექმნილ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში [ოდკბ] წევრობა სომხეთს არათუ არ ეხმარება, არამედ პრობლემებსაც უქმნის, ამბობს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი. „ვამბობდი, რომ ოდკბ ნაცვლად იმისა, რომ ასრულებდეს უსაფრთხოების სფეროში თავის ვალდებულებებს სომხეთის წინაშე, პირიქით, სომხეთისთვის პრობლემებს ქმნის“, – ციტირებს მას „გაზეტა.რუ“. პარლამენტში გამოსვლისას ფაშინიანმა აგრეთვე განაცხადა, რომ სომხეთმა ორგანიზაციაში წევრობა იმიტომ გაყინა, რომ არ ესმის, […]

„თხილის ბაზარი დაბალკონცენტრირებულია, არ ფიქსირდება დომინანტი ეკონომიკური აგენტი“ – კონკურენციის სააგენტო

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო, ბაზარზე კონკურენტული გარემოს შეფასების მიზნით, თხილის ბაზრის მონიტორინგს ახორციელებს. სააგენტოს შუალედური ანგარიშის მიხედვით შესასწავლ პერიოდში, თხილის ექსპორტის ყველაზე დიდი მოცულობა დაფიქსირდა 2021 წელს და 365.6 მილიონი ლარი შეადგინა. 2022 და 2023 წლებში ექსპორტის ღირებულებითი მაჩვენებელი შემცირებულია – 276.8 მილიონ და 218.2 მილიონ ლარამდე. მსხვილი კომპანიების ჯამური საბაზრო წილის და სხვა […]

რა ღირს ბინის 1მ² თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და ქობულეთში

კვადრატული მეტრის ფასი ბინის შესაძენად ქალაქის ცენტრში 3975 ლარიდან – 7420 ლარამდე კვადრატული მეტრის ფასი ბინის შესაძენად გარეუბანში 2252 ლარიდან – 3800 ლარამდე კვადრატული მეტრის ფასი ბინის შესაძენად ქალაქის ცენტრში 1700 ლარიდან – 5000 ლარამდე კვადრატული მეტრის ფასი ბინის შესაძენად გარეუბანში 1200 ლარიდან – 3000 ლარამდე კვადრატული მეტრის ფასი ბინის შესაძენად ქალაქის ცენტრში 1350 ლარიდან […]

ხვალ პრემიერი ბიზნესს შეხვდება

ხვალ, თბილისში საქართველოს ბიზნესასოციაციის კონფერენცია გაიმართება, რომელსაც მთავრობის წარმომადგენლები, მათ შორის პრემიერ-მინისტრიც დაესწრება. ამის შესახებ ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ გადაცემა „საქმიან დილაში” განაცხადა. „ხვალ გვაქვს დიდი ღონისძიება, სადაც ყველა მსხვილი კომპანია იქნება წარმოდგენილი, იქნება მთავრობა, პრემიერი. იქ ბიზნესასოციაცია წარმოადგენს BAG ინდექსის ბოლო ოთხი წლის ტრენდებს, ასევე Galt&Taggart-ი წარმოადგენს მაკროეკონომიკურ ანგარიშს“, – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ. […]

სიმინდის და ლობიოს ტრადიციული ჯიშების შენარჩუნების მიზნით 2023 წელს 2000-ზე მეტი ნიმუშია მოძიებული

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა სახელმწიფო უწყებებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს ხორბლის, სიმინდის და ლობიოს ტრადიციული ჯიშების შენარჩუნების მიზნით მიმდინარე პროექტის 2023 წლის შესრულებული სამუშაოების ანგარიში გააცნეს. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, 2023 წელს, პროექტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე, ქართული ტრადიციული ჯიშების გენეტიკური მასალა მოიძია. ამ […]

ქართული გუნდის მხრიდან მზადება არაჩვეულებრივია- ნილოლას ჰეილ-ვუდსი ფრირაიდ ვორლდ ტურის დამფუძვნებელი

საქართველოს ისტორიაში პირველად, კურორტ თეთნულდზე, დღეს ფრირაიდის მსოფლიო ტური ჩატარდება. საქართველო 6 წამყვან ექსკლუზიურ ქვენას შორის არის: (კანადა, ანდორა, ესპანეთი, შვეიცარია, ავსტრია და საქართველო), რომლებსაც ფრირაიდის მსოფლიო ტურის ჩატარების უფლება ხვდა წილად. “დღეს დიდებული შოუ გველოდება, რადგანაც არაჩვეულებრივი მთა და თოვლი გვაქვს. ათლეტები აღტაცებულები არიან. ამინდიც საოცრად კარგია. იმედი მაქვს, რომ ღონისძიების დროს ხალხმრავლობა იქნება. […]

საქართველოში ადგილობრივი ვიზიტორები თვეში საშუალოდ ₾278 მილიონს ხარჯავენ

2023 წელს საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 278.8 ათასით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 599.4 ათასი ერთეული შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა 6.2 პროცენტით, ხოლო მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 17.5 პროცენტით აღემატება 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. „საქსტატის“ ინფორმაციით, 2023 […]

თინა ბოკუჩავა – ანტიდასავლური რიტორიკა ივანიშვილის მმართველობის პირობებში არ შეიცვლება, რადგან ის ანტიდასავლელი ლიდერია – აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება, რომ საქართველო ევროპულ კალაპოტს დაუბრუნდეს

ანტიდასავლური რიტორიკა ივანიშვილის მმართველობის პირობებში არ შეიცვლება, რადგან ის, თავის არსით, ანტიდასავლელი ლიდერია – აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება, რომ საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ კალაპოტს და ევროპული მმართველობის სტილს, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ ახალ პრემიერ-მინისტრს „ყველაზე ანტიდასავლური პროპაგანდისტული“ რიტორიკა ჰქონდა, მაგრამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან მთავრობის […]

ილინოისის სასამართლომ დონალდ ტრამპს პრაიმერიზში მონაწილეობა აუკრძალა

ილინოისის შტატის მოსამართლემ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ილინოისში რესპუბლიკელების საპრეზიდენტო პრაიმერიზში მონაწილეობა აუკრძალა, რომელიც 19 მარტს უნდა ჩატარდეს. სასამართლომ გადაწყვეტილება 2021 წლის 6 იანვარს აშშ-ის კაპიტოლიუმზე განხორციელებულ შტურმში ტრამპის როლის გამო მიიღო. ტრამპის კამპანიის სპიკერმა განაცხადა, რომ ეს არაკონსტიტუციური გადაწყვეტილებაა, რომელსაც სასწრაფოდ გაასაჩივრებენ. მანამდე, მსგავსი გადაწყვეტილება კოლორადოსა და მეინშიც მიიღეს, თუმცა დონალდ ტრამპმა ორივე […]

ნორვეგიის დასავლეთ სანაპიროსთან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა

ნორვეგიის დასავლეთ სანაპიროსთან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ნორვეგიის პოლიცია ავრცელებს. ნორვეგიის სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრის ცნობით, ვერტმფრენი, რომელშიც ექვსი ადამიანი იმყოფებოდა, ნორვეგიის დასავლეთ სანაპიროსთან ოკეანეში ჩავარდა. ნორვეგიის პოლიციამ განაცხადა, რომ მაშველებმა ბორტზე მყოფი ექვსი ადამიანის ოკეანიდან ამოყვანა შეძლეს, მაგრამ ერთი მათგანი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. უბედური შემთხვევის დროს Sikorsky […]