სარფში 5 კგ. არადეკლარირებული ოქრო ამოვიღეთ — ფინანსთა სამინისტრო

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა 5 კილო არადეკლარირებული ოქრო ამოიღეს. უწყების ცნობით, ამოღებული ქონების საერთო ღირებულება, დაახლოებით 535 000 ლარია. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მის კუთვნილ ავტობუსში მოწყობილი სპეციალური სამალავით, საბაჟო გამშვები პუნქტი სარფის გავლით, საქართველოში შემოიტანა არადეკლარირებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონის საიუველირო ნაკეთობები”, – ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. […]

ანა ბუჩუკური – თუ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალების გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს იქნება პირდაპირი საჩუქარი პერსონალურად ბიძინა ივანიშვილისთვის და „ქართული ოცნებისთვის“

თუ სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალების გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს იქნება პირდაპირი საჩუქარი პერსონალურად ბიძინა ივანიშვილისთვის და „ქართული ოცნებისთვის“, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით. ამასთან, დეპუტატის თქმით, ბრიუსელში და ბერლინში გამართულ შეხვედრებზე მიხეილ სააკაშვილის, როგორც პოლიტიკოსის მიმართ ინტერესი, არ […]

ბაზისბანკის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „არენა რეზიდენს ბათუმი“ შენდება

ბაზისბანკის მხარდაჭერით, ბათუმის ყველაზე პრესტიჟულ და აქტიურად განვითარებად ლოკაციაზე, საფეხბურთო სტადიონთან პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი „არენა რეზიდენს ბათუმი“ შენდება. პროექტის განსახორციელებლად, ბაზისბანკის მიერ გაწეული ფინანსური მხარდაჭერა 5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. არენა რეზიდენსი 37,000 მ²-ზე გაშენებული 25-სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსია, რომელიც ტბელ აბუსერიძის #21-ში მდებარეობს, რომელშიც მობინადრეებს რეკრეაციული ზონა დახვდებათ დროის სასიამოვნოდ გასატარებლად. კომპლექსი ასევე მოიცავს […]

საია-ს თავმჯდომარე – ე.წ. ვეტინგის სისტემა არის მექანიზმი იმისთვის, რომ მართლმსაჯულების სისტემა გაჯანსაღდეს – რეკომენდაციების შესრულების გარეშე, საქართველო ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში წინ ვერ წავა

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარის ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, ე.წ. ვეტინგის სისტემა არის კეთილსინდისიერების შემოწმება და მექანიზმი იმისთვის, რომ მართლმსაჯულების სისტემა გაჯანსაღდეს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამ რეკომენდაციების შესრულების გარეშე, სამწუხაროდ, საქართველო ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში წინ ვერ წავა. „ეს არის კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმი, რომელიც ევროკომისიის რეკომენდაციებში გვხვდება. კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმი არის შესაძლებლობა იმისთვის, რომ მართლმსაჯულების სისტემა […]

კაია კალასი – ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს ომი უკრაინამ მოიგოს და რუსეთმა წააგოს – დახურულ კარს მიღმა ყველა ვარიანტი უნდა განვიხილოთ

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი აცხადებს, რომ დასავლელმა ლიდერებმა უკრაინაში სახმელეთო ჯარების გაგზავნა არ უნდა გამორიცხონ. ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს. გამოცემის ცნობით, კალასმა ხაზი გაუსვა, რომ ლიდერებმა უნდა განიხილონ ყველა შესაძლებლობა დახურულ კარს მიღმა, მათ შორის, რა შეიძლება გაკეთდეს უკრაინის დასახმარებლად. „ვფიქრობ, ეს არის ის სიგნალებიც, რომლებსაც ჩვენ ვუგზავნით რუსეთს, რომ არ გამოვრიცხავთ სხვადასხვა ვარიანტებს, […]

დავით ფაცაციამ საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩთან შეხვედრა გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა, დავით ფაცაციამ საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩთან მატუშ ბუსოვსკისთან ერთად, ქუთაისში მდებარე აფხაზეთის ჟიული შარტავას სახელობის №6 სკოლის გარე სპორტული მოედანი დაათვალიერა, რომელიც სლოვაკეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, სლოვაკეთის განვითარების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი საგრანტო პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდა. აფხაზეთის მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, დავით ფაცაციამ სკოლის მასწავლებლებს მათთვის საჭირო, ექიმის დანიშნულების შესაბამისი […]

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გაერო-ს ბავშვთა ფონდის და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის მმართველი კომიტეტის შეხვედრაში მონაწილეობდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ მონაწილეობა მიიღო გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის – „ბავშვთა დაცვის სისტემების და მომსახურებების გაძლიერება საქართველოში“ მმართველი კომიტეტის შეხვედრაში. შსს-ს ინფორმაციით, ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში იესპერ მოლერმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ კატალინ გერმანმა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ […]

საქმეზე „შპს საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ არსებითი განხილვის სხდომა გაიმართება

საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს, არსებითი განხილვის სხდომა გაიმართება საქმეზე „შპს საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1801). საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, პროცესი 12:00 საათზე დაიწყება. „განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმა განსაზღვრავს საერთო საეთერო მაუწყებლის მიერ სასამართლო სხდომის ფოტოგადაღების, კინო, ვიდეო, აუდიოჩაწერის შესაძლებლობასა და წესს, იმ შემთხვევაში, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებელი არ სარგებლობს აღნიშნული უფლებამოსილებით. მოსარჩელე მხარის […]

ავტობუსში აღმოჩენილია და ამოღებულია 5 კილოგრამზე მეტი ოქრო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოვლენილია საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ფაქტი, რაზეც დაკავებულია ერთი პირი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მის კუთვნილ ავტობუსში მოწყობილი სპეციალური სამალავით, საბაჟო-გამშვები პუნქტი სარფის გავლით, საქართველოში შემოიტანა არადეკლარირებული, განსაკუთრებით დიდი […]

“ბარსელონას” ფინანსებით მსგავსი ტრანსფერი შესაძლებელია? – დეკო ჰოლანის აგენტს შეხვდა

ჟურნალისტი კარლოს მონფროსტი ავრცელებს ცნობას, რომ “ბარსელონას” სპორტული დირექტორი დეკო ერლინგ ჰოლანის აგენტს შეხვდა. მხარეებმა ერთად ისადილეს და მონფროსტმა სოციალურ ქსელში კადრები გაავრცელა. ცნობილია, რომ “ბლაუგრანას” პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა ნორვეგიელის ტრანსფერზე ოცნებობს, თუმცა კატალონიელებს თავისი ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, “სიტისთვის” საჭირო თანხის გადახდა გაუჭირდებათ. ჰოლანს მანჩესტერელებთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს და მის სატრანსფერო ღირებულებად 180 მილიონი […]