კახეთის მუნიციპალიტეტებს ახალი სამგზავრო ავტობუსები გადაეცა

კახეთში, რეგიონის მუნიციპალიტეტებისთვის ახალი სამგზავრო ავტობუსების გადაცემის ღონისძება გაიმართა. კახეთს 31 ახალი სამგზავრო ავტობუსი გადაეცა, რომელიც მუნიციპალიტეტებში გადანაწილდება. ინფორმაციას თელავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ღონისძიებას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, პარლამენტის წევრები – ირაკლი ქადაგიშვილი, დავით სონღულაშვილი, გელა სამხარაული და დავით მათიკაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ. „საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით რეგიონებისთვის ახალი ავტობუსების […]

გაიგეთ როგორ აფასებენ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლები ახალ ბიზნეს ნაკრებებს

საქართველოს ბანკმა ბიზნეს მომხმარებლებს 4 ბიზნეს ნაკრები — სასტარტო ბიზნეს ნაკრები, ნაკრები S, ნაკრები M და ნაკრები L შესთავაზა, იმისთვის რომ ბიზნესის მართვა უფრო მარტივი გახდეს და ყველა საჭირო სერვისი ერთ სივრცეში იყოს ხელმისაწვდომი. ბიზნეს ნაკრებების მიზანია დამწყებ მეწარმეებს, სტარტაპებს, მცირე და საშუალო ბიზნესებს წინსვლასა და განვითარებაში შეუწყოს ხელი. თითოეული ნაკრები მომხმარებლებს შეღავათებს, უპირატესობებსა და […]

აჭარაში ომის შედეგად დაღუპული პირების ოჯახების დახმარება 5000 ლარამდე გაიზარდა

აჭარაში ქალთა საერთაშორისო და დედის დღესთან დაკავშირებით, 2008 წლის რუსული აგრესიისა და ავღანეთის სამშვიდობო მისიის (2007-2021წწ) დროს დაღუპულ, ასევე, დაზიანების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მეომართა ოჯახების დაფინანსების ბიუჯეტი 62,5%-ით, კერძოდ 322 000 ლარით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. „ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გაიზარდა ერთჯერადი მატერიალური დახმარება ომის შედეგად დაღუპული ოჯახებისთვის და […]

ხაბეიშვილი: ცეცხლის ფასი ადევს პროდუქტებს, კობახიძეს და ივანიშვილს გავუგზავნით ამ ფასებს

ცეცხლის ფასი აქვს პირველადი მოხმარების პროდუქტებს და ბიძინა ივანიშვილმა და ირაკლი კობახიძემ ზუსტად უნდა იცოდნენ, რომ ეს პრობლემები აწუხებს მოქალაქეებს – გაძვირებული პროდუქტის ფასები. ერთ ხელში მიჭირავს ჩეკი, მეორეში მიჭირავს პროდუქტები, რომლებიც მაღაზიაში შევიძინეთ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად ცეცხლი უკიდია ფასებს, ნამდვილად გაძვირებული აქვს ჩვენს მოქალაქეებს ცხოვრება და ამ ჩეკს თავისი ფასების ჩამონათვალით […]

ტრანსცხიმების და გაზიანი სასმელების მარკეტინგისგან ბავშვებს ახალი რეგულაციები დაიცავს

უახლოეს წლებში ქვეყანაში იგეგმება რამდენიმე რეგულაციის ამოქმედება, რომელთა მიზანიც მავნე საკვებისგან ბავშვებისა და მოზრდილების დაცვაა. საუბარია მარილზე, გაზიან და შაქრიან სასმელსა და საკვებზე. ბიზნესკომპანიებს ექნებათ ვალდებულება, პროდუქციის ეტიკეტზე შემადგენლობის შესახებ მარილის, შაქრის და ტრანსცხიმების შემადგენლობა მიუთითონ. ამასთან, გატარდება ღონისძიებები მავნე საკვებისა და სასმელისგან ბავშვების დაცვის მიზნით. არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ეროვნული სტრატეგიის 2023-2025 წლების […]

ვლადიმერ პუტინი – დასავლეთს შეიარაღების რბოლაში რუსეთის ჩათრევა სურს

დასავლეთს შეიარაღების რბოლაში რუსეთის ჩათრევა სურს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიური მიმართვისას განაცხადა. „ჩვენ გვესმის, რომ დასავლეთი შეიარაღების რბოლაში ჩვენს ჩათრევას ცდილობს, რათა დაგვასუსტოს, ის ხრიკი გაიმეოროს, რომელიც მათ 1980-იან წლებში საბჭოთა კავშირთან გამოუვიდათ“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. პუტინმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სოციალური, დემოგრაფიული, ინფრასტრუქტურული და სხვა პრობლემების გადაჭრის ტემპების ზრდა და […]

ვარშავამ „ქართული კულტურის დღეებს“ უმასპინძლა

22 თებერვლიდან 25 თებერვლის ჩათვლით პოლონეთის დედაქალაქმა ვარშავამ უმასპინძლა „ქართული კულტურის დღეებს“. პროექტი შეიმუშავა და განახორციელა ნიდერლანდებში მოღვაწე ცნობილმა ქართველმა ბიზნესმენმა და ქველმოქმედმა, ევრო კავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს წარმომადგენელმა ბენელუქსის ქვეყნებში რომელიც დიდი ხანია მუშაობს უცხოეთში საქართველოს ისტორიის, ტრადიციებისა და ღირებულებების გასაცნობად. ღონისძიების ორგანიზატორი იყო ნიდერლანდების ქართული კულტურის ცენტრი ამსტერდამისა და ვარშავის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით. ქართული კულტურის […]

ზურაბ აზარაშვილი ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მელინე არაკელიანს შეხვდა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობთ, უწყების ხელმძღვანელმა დიპლომატს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები გააცნო. „ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის განვითარების პერსპექტივებზე, სამომავლო გეგმებსა და ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული […]

განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, უცხო ქვეყნის 5 მოქალაქეს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, უცხო ქვეყნის 5 მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, მათ ხელთ არსებული დაუსაბუთებელი წარმომავლობის განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის წარმომავლობის წყაროს დაფარვის და […]

ავტოდაზღვევის პროდუქტი დისტრიბუტორებისთვის თიბისი დაზღვევაში

თიბისი დაზღვევა ბიზნესებს ახალ პროდუქტს, სადისტრიბუციო ავტომობილების დაზღვევას, სთავაზობს. პროდუქტი განკუთვნილია მეწარმეებისთვის და კომპანიებისთვის, რომლებიც გადაზიდავენ საქონელს საქართველოს ტერიტორიაზე. განსხვავებით სტანდარტული ავტოდაზღვევისგან, სადისტრიბუციო ავტომობილების დაზღვევის პოლისი ანაზღაურებს როგორც მანქანისთვის, მგზავრებისა და მძღოლისთვის, ასევე მანქანაში განთავსებული საქონლისთვის მიყენებულ ზიანს. დაზღვევა დაფარავს თქვენს ხარჯებს იმ შემთხვევაში, თუ თქვენი სადისტრიბუციო ავტომობილის ძარას დააზიანებს ავტოსაგზაო შემთხვევა, ხანძარი ან აფეთქება, […]