ლეაომ დაასახელა კლუბი, სადაც თავის მომავალს ხედავს

“მილანის” ერთ-ერთ ლიდერ რაფაელ ლეაოს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რომელ გუნდში ხედავს თავის მომავალს. “ჩემს სამომავლო კლუბად მხოლოდ “მილანს” მოვისაზრებ”, – ციტირებს პორტუგალიელს ფაბრისიო რომანო. შეგახსენებთ, რომ ლეაოს “როსონერისთან” კონტრაქტი 2028 წელს ეწურება და მისით პსჟ არის დაინტერესებული.

პუტინი უკრაინაში NATO-ს ჯარის გაგზავნის შემთხვევაში დასავლეთს “ტრაგიკული” შედეგით ემუქრება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ფედერალური საბჭოს წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებას, რომლის თანახმადაც, უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა “არ უნდა გამოირიცხოს”. პუტინს ყოველწლიური გამოსვლის დროს არ უხსენებია კონკრეტულად მაკრონი, თუმცა თქვა, რომ “ახსოვთ მათი ბედი, ვინც ოდესღაც რუსეთის ტერიტორიაზე თავისი კონტინგენტი გაგზავნა”. ის უკრაინაში NATO-ს კონტინგენტის გაგზავნის შემთხვევაში, გაცილებით უფრო ტრაგიკული […]

EECMD: პარლამენტს ემიგრანტების არჩევნებში ჩართვაზე ინიციატივის განხილვა ჯერაც არ დაუწყია

მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD)-ის განცხადებით, პარლამენტს საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეებისთვის არჩევნებში ონლაინ სისტემის გამოყენებით მონაწილეობის შესახებ ინიციატივის განხილვა ამ დრომდე არ დაუწყია. მეტიც, ცენტრის ცნობით, კანონპროექტის საკომიტეტო განხილვის ვადა პარლამენტმა 60 დღით გაახაგრძლივა. “მოგეხსენებათ, 860 ათასზე მეტი ჩვენი თანამემამულე ემიგრაციაშია, ხოლო მათგან გასულ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ 12 ათასმა შეძლო. ფაქტია, რომ ემიგრანტებისთვის არსებობს გადაულახავი ბარიერი […]

ძალადობრივი ალტ-ინფოს ლიდერი ზურა მახარაძე პროკურატურაში დაიბარეს

პრორუსული და ძალადობრივი ალტ-ინფოს ერთ-ერთი ლიდერი ზურა მახარაძე დღეს, 29 თებერვალს თბილისის პროკურატურაში დაიბარეს. უწყებაში ის 13:00 საათზე იყო დაბარებული. ძალადობრივი ჯგუფის ლიდერი პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებას 2021 წლის 5 ივლისის საქმეს უკავშირებს. თუმცა ფორმულას პროკურატურაში უთხრეს, რომ საქმე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ე.წ. კრებსებს ეხება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფაილებმა 2021 წლის 13 სექტემბერს გაჟონა. ფაილებში არის […]

ილინოისის შტატში სასამართლომ ტრამპს 2024-ის საპრეზიდენტო პრაიმერიზში მონაწილეობა აუკრძალა

აშშ-ს ილინოისის შტატში მოსამართლემ ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საარჩევნო ბიულეტენიდან ამოღების განკარგულება გასცა. გადაწყვეტილებაში მოსამართლე ტრეისი პორტერი ამერიკის კონსტიტუციის მე-14 შესწორებას ეყრდნობა და ამბობს, რომ აჯანყების მუხლი ტრამპზეც ვრცელდება. ეს მეინისა და კოლორადოს შემდეგ მესამე შტატია, სადაც ტრამპს საარჩევნო ბიულეტენზე ყოფნა აუკრძალეს, თუმცა, ტრამპის მიერ გადაწყვეტილებების გასაჩივრების შემდეგ საკითხს საბოლოოდ აშშ-ს უზენაესი სასამართლო გადაწყვეტს. ილინოისის […]

“მსგავსი არ გამიგია არც წამიკითხავს, დედა შვილს არ ინდობს, მამა შვილს კლავს, შვილი მამას, ქმარი ცოლს, და ცოლი ქმარს…”

არსებობს დღევანდელ მსოფლიოს ორბიტაზე ასეთი ქვეყანა? როგორიცაა საქართველო, თუ როგორ ვთქვა უფრო სწორად რომ გამომივიდეს, ქვეყანა თუ ქვეყნის ხელისუფლება, როგორიცაა დღეს ჩვენი მთავრობა თუ ქვეყნის მართველობა, ამას რათქმა უნდა კარგად დაფიქრება და ამ 11 წლიანი ამ ნაძირლების მოღვაწეობის სწორად გაანალიზება სჭირდება! 1 ყველაზე დიდი უბედურება და კატასტროფა, ქვეყნის მოსახლეობის 70% ის განარკომანება, ეს მიზანმიმართულად. სამართავად […]

ლაშა ფარულავამ, პარტიის ლიდერებთან ერთად, პროდუქტებზე გაზრდილი ფასების საპროტესტოდ, მთავრობის ადმინისტრაციაში წერილი შეიტანა

მაღაზიაში ცეცხლის ფასი უკიდია საკვებ პროდუქტებს! ჩვენ მოვიტანეთ გაძვირებული პროდუქტების ქვითრები, რათა შევახსენოთ მთავრობას, რომ უნდა ემსახურონ ქართველ ხალხს, რომელსაც მძიმე რეალობაში ცხოვრება უწევს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ მთავრობის ადმინისტრაციაში წერილის შეტანის შემდეგ განაცხადა. მან სურსათის ფასების ზრდაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს უნდა დასრულდეს. „ივანიშვილის პარტია და მთავრობა […]

ლევან ხაბეიშვილი – თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ცეცხლი უკიდია პროდუქტების ფასებს – ჩეკს თავისი ფასების ჩამონათვალით ივანიშვილს და კობახიძეს ვუგზავნით

ერთ ხელში ჩეკი, მეორეში პროდუქტები მიჭირავს, რომლებიც მაღაზიაში შევიძინეთ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად ცეცხლი უკიდია ფასებს – ამ ჩეკს თავისი ფასების ჩამონათვალით დღეს ვუგზავნით ივანიშვილს და კობახიძეს მთავრობის კანცელარიაში, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, პირველადი მოხმარების პროდუქტებს „ცეცხლის ფასი აქვს“. „ივანიშვილმა და კობახიძემ ზუსტად უნდა იცოდნენ, […]

ქუთაისის მერია – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით საქმიანობა 2024 წლის დამტკიცებული სამოქმედო გეგმის მიხედვით ხორციელდება

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით საქმიანობას 2024 წლის დამტკიცებული სამოქმედო გეგმის მიხედვით ახორციელებს. ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, დოკუმენტი გასულ წელს შემუშავდა და მიზნად შშმ პირთა საზოგადოებრივ, კულტურულ და სპორტულ ცხოვრებაში მონაწილეობის გაზრდას, დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობასა და მისაწვდომობას, ასევე, მათი სოციალური ინკლუზიის გარანტიების გაძლიერებას ისახავს. „აღნიშნული სამოქმედო გეგმის შესრულება […]

ჯაბა სამუშია ევრაზიის უმაღლესი განათლების სამიტში მონაწილეობდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, სტამბოლში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ალექსანდრე ჯიშკარიანმა და თსუ-ს დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ევრაზიის უმაღლესი განათლების სამიტში EURIE 2024. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს. მათივე ცნობით, ევრაზიის უმაღლესი განათლების სამიტი ყოველ წელს სტამბოლში იმართება და მასში ევროპისა და აზიის წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლები მონაწილეობენ. „წელს სამიტზე და სამიტის […]