შალვა პაპუაშვილი – უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც სააკაშვილის სასტიკი რეჟიმის ლოიალურები იყვნენ, მაგრამ ახლა გაუმართლებლად აკრიტიკებენ „ქართულ ოცნებას“, სააკაშვილის მეგობრები არიან და არა საქართველოსი

უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც სააკაშვილის სასტიკი რეჟიმისადმი ლოიალურები იყვნენ, მაგრამ ახლა გაუმართლებლად აკრიტიკებენ „ქართულ ოცნებას“, სააკაშვილის მეგობრები არიან და არა საქართველოსი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, სააკაშვილის მხარდამჭერი განცხადებების ავტორები საერთოდ ვერ ხვდებიან მისი და მისი უცხოელი მფარველების მიმართ ქართული საზოგადოების უმრავლესობის მხრიდან ნეგატიურ დამოკიდებულებას. „მიხეილ […]

მეტროსადგურ „გოცირიძის“ მიმდებარე ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დასუფთავდა

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა მეტროსადგურ „გოცირიძის“ მიმდებარედ საფეხმავლო ხიდის ქვეშ არსებული ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს. დასუფთავების აქციაში ჩართული იყვნენ სს „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლებიც. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია „საქართველოს რკინიგზის“ სატვირთო გადაზიდვების დირექტორის მოადგილე გიორგი გომარელთან ერთად გაეცნო. „ამ ტერიტორიის გარკვეული ნაწილი „საქართველოს რკინიგზის“ ბალანსზეა, შესაბამისად, აქ ჩვენ […]

„მანდილი“ სავაჭრო ცენტრებში შესვლას გეგმავს

შპს „ქართული ორნამენტი“ ქალის ყელსახვევებსა და თავსაბურავებს ქმნის, რომლებიც ბაზარზე „მანდილის“ სახელით გვხვდება. კომპანიის განცხადებით, მათი მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული ეროვნული ორნამენტების გაცოცხლებას და ეროვნული თემატიკის პოპულარიზაციას. კომპანია 2019 წლიდან ფუნქციონირებს და ამჟამად 10 ადამიანი ჰყავს დასაქმებული. ირაკლი გვასალიას თქმით, საზოგადოების მხრიდან ინტერესი საკმაოდ დიდია და ამ ეტაპზე მხოლოდ შიდა ბაზრის ათვისება იგეგმება. „ამ ეტაპზე, […]

სამუშაო გარემოს მრავალფეროვნება თიბისიში

თიბისი 32 წელია დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად ვითარდება, მუდმივად ცდილობს, თანამშრომლებს ჯანსაღი სამუშაო პირობები და განვითარების უსაზღვრო შესაძლებლობები შესთავაზოს. აქ იციან, რა სჭირდება ადამიანს იმისთვის, რომ თავი კომფორტულად იგრძნოს და თავისი საქმე სიყვარულითა და ენთუზიაზმით აკეთოს. თიბისიში სამუშაო გარემო უდიდეს გავლენას ახდენს თითოეულ თანამშრომელზე და შესაბამისად, კომპანიის წარმატებაში. “თიბისი სწავლისა და განვითარების მუდმივ შესაძლებლობას მაძლევს. აქ […]

მოსწავლის დედა სკოლაში შეიჭრა და მასწავლებელს თავს დაესხა – პედაგოგი ტვინის შერყევით კლინიკაში გადაიყვანეს – სად მოხდა შემთხვევა

31 წლის ლინზინა სატონის ქალიშვილი ნიუ-იორკის საშუალო სკოლის მოსწავლეა. ერთ-ერთმა მასწავლებელმა გოგონას შენიშვნა მისცა, რომ გაკვეთილი გააცდინა და ამ პერიოდში თავისი ადგილსამყოფელის შესახებ ტყუილს ამბობდა. მოსწავლის საპოვნელად მასწავლებელმა დაცვა გამოიძახა. მომხდარის გამო გოგონა მასწავლებელს დაემუქრა და უთხრა, რომ საქმე დედამისთან ექნებოდა. მასწავლებელმა, თავის მხრივ, მოზარდის სიტყვები ადმინისტრაციას გადასცა. მეორე დღეს სატონი, მოსწავლის დედა, სკოლაში შეიპარა […]

თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შალუტაშვილმა საქართველოს ხელოვნების სასახლეს ძვირფასი საჩუქარი გადასცა

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა გიორგი შალუტაშვილმა საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმს შემოწირულების სახით ძვირფასი საჩუქარი გადასცა. „კოლექცია განსაკუთრებულია სასახლისთვის იმ მხრივ, რომ იგი მუზეუმის ყოფილი დირექტორის ალექსანდრე შალუტაშვილის პირად არქივს წარმოადგენს. აერთიანებს მხატვრების გიგლა ფირცხალავას, გურამ დოლიძისა და მიხეილ ვადბოლსკის 100-მდე ნამუშევარს – კარიკატურას, შარჟს, ფოტომასალასა და სხვა. ამიერიდან […]

კარბაიას მკვლელობაში ეჭვმიტანილი „მილიციელი“ ზუგდიდში დააკავეს

ოკუპირებულ გალის რაიონში საქართველოს მოქალაქე ვიტალი (თემურ) კარბაიას მკვლელობაში ეჭმიტანილი „მილიციელი“ დავით კვეკვესკირი ზუგდიდში დააკავეს. ინფორმაციას „მთავარი არხი“ ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, კვეკვესკირი ზუგდიდში, დაახლოებით, ერთი თვის განმავლობაში იმალებოდა და ამჟამად გადაყვანილია თბილისში. შინაგან საქმეთა სამინისტროში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ ზუგდიდში დაკავებულია ერთი პირი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დავით კვეკვესკირს გალის […]

სალომე ზურაბიშვილი – აფხაზეთში რუსული პორტის აშენებას არ უნდა დაველოდოთ, რეაგირება ახლავე უნდა გვქონდეს

ჩვენ რეაგირება ახლავე უნდა გვქონდეს, არ უნდა დაველოდოთ ოკუპირებულ აფხაზეთში პორტის მშენებლობას და ფუნქციონირებას. რუსეთმა უნდა დაინახოს, რომ ევროკავშირი თვლის, რომ შავი ზღვა არის დე ფაქტო ევროპული ზღვა, სადაც ევროპას აქვს ყოფნის უფლება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. კითხვაზე, შესაძლოა, თუ არა უკრაინაში ომის ფონზე ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის პორტის […]

ირაკლი ნადირაძე – თუ აქამდე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ღიად ლანძღავდნენ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, მათ შორის ევროპარლამენტარებს, ახლა პირდაპირ კორუფციასა და მექრთამეობაში დაადანაშაულეს

თუ აქამდე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ღიად ლანძღავდნენ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, მათ შორის ევროპარლამენტარებს, ახლა პირდაპირ კორუფციასა და მექრთამეობაში დაადანაშაულეს, რაც არის უდიდესი სირცხვილი და სკანდალი! – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის პირადი პოლიტიკური პატიმარი. „ჩვენ ვნახეთ კახა კალაძის მორიგი […]

გარდაიცვალა ქეთ ჯენისი, შვილისთვის დაწერილი, ვირუსულად გავრცელებული სიმღერის ავტორი

31 წლის ასაკში სარკომით დაავადებული მომღერალი და კომპოზიტორი, TikTok-ზე ვირუსულად გავრცელებული სიმღერის ავტორი, ქეთ ჯენისი გარდაიცვალა. მომღერალმა, რომლის რეალური სახელი და გვარი კეტრინ იფსანი იყო, მუსიკის წერა მოზარდობაში დაიწყო, თუმცა პოპულარობა სამკურნალოდ ჰოსპისში გადასვლის შემდეგ, 19 იანვარს გამოქვეყნებულმა პოპ-ტრეკმა, Dance You Outta My Head მოუპოვა. სიმღერა TikTok-ზე ვირუსულად გავრცელდა მას შემდეგ, რაც ჯენისმა პლატფორმაზე საკუთარი […]