საქართველოში ვერ გაიყიდება სააკაშვილის მხარდაჭერა, როგორც დემოკრატიული იდეალების მხარდაჭერა, უმჯობესია, გეგმის განხორციელებაზე ხელი აიღონ

საქართველოში ვერ გაიყიდება სააკაშვილის მხარდაჭერა, როგორც დემოკრატიული იდეალების მხარდაჭერა, უმჯობესია, გეგმის განხორციელებაზე ხელი აიღონ საქართველოში ვერ გაიყიდება სააკაშვილის მხარდაჭერა, როგორც დემოკრატიული იდეალების მხარდაჭერა, უმჯობესია, გეგმის განხორციელებაზე ხელი აიღონ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. სარჯველაძე გამოეხმაურა ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ევროპარლამენტის რეზოლუციაში მისი მოთხოვნით შევიდა შესწორება, რომელიც […]
დადგა დრო, ევროკავშირი გაემიჯნოს ევროპარლამენტარების ცილისმწამებლურ განცხადებებს, ჩვენი კითხვაა, იზიარებენ საერთო ღირებულებებს, თუ ექვემდებარებიან ვიწრო ინტერესებს

დადგა დრო, ევროკავშირი გაემიჯნოს ევროპარლამენტარების ცილისმწამებლურ განცხადებებს, ჩვენი კითხვაა, იზიარებენ საერთო ღირებულებებს, თუ ექვემდებარებიან ვიწრო ინტერესებს მიხეილ სააკაშვილის თაობაზე მის უცხოელ მფარველებსა და ქართველ ხალხს შორის არსებული მნიშვნელოვანი გაუგებრობები კვლავაც ზიანს აყენებს ჩვენს საგარეო ურთიერთობებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, ევროპარლამენტმა ახლახან მიიღო რეზოლუცია, რომელშიც […]
სალომე ზურაბიშვილი – კარგია, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა იმიტომ, რომ ეს თავიდან გვაცილებს ჩრდილოვანების იმ ნაწილს, რომელიც დიდი პრობლემა იყო

კარგია, რომ ის [ბიძინა ივანიშვილი] პოლიტიკაში დაბრუნდა, იმიტომ, რომ ეს თავიდან გვაცილებს ჩრდილოვანების იმ ნაწილს, რომელიც დიდი პრობლემა იყო – იმის არ ცოდნა, სად იყო ძალაუფლების წყარო, პასუხისმგებლობის არ ქონა, ხალხის წინაშე პასუხისმგებლობის არ ქონა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, როდესაც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა. „ასე […]
ირაკლი ზარქუა რეზოლუციაში სააკაშვილთან დაკავშირებულ ჩანაწერზე – ევროპარლამენტის რეზოლუციებმა კომიკური ხასიათი მიიღო და ჩალის ფასი აქვს – კიდევ კარგი, ფოტიგამ აღიარა, ეტყობა ტრანში გადარიცხულია

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა კომიკური ხასიათი მიიღო და ჩალის ფასი აქვს – კიდევ კარგი, ფოტიგამ აღიარა (რომ მისი ინიციატივაა სააკაშვილთან დაკავშირებული ჩანაწერი), ეტყობა ტრანში გადარიცხულია, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც ევროპარლამენტის რეზოლუციას გამოეხმაურა, რომელშიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზეც არის საუბარი. მან ევროპარლამენტის მიერ ადრე მიღებული რეზოლუციებიც გაიხსენა, მათ “არაკომპეტენტური” და “პოლიტიზებული” უწოდა […]
სასაფლაოზე, სადაც ალექსეი ნავალნის დაკრძალავენ, დაცვა გააძლიერეს

მოსკოვში, ბორისოვოს სასაფლაოზე, სადაც ხვალ, 1 მარტს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის დაკრძალვაა დაგეგმილი, დაცვა გააძლიერეს. სასაფლაოს მახლობლად და მეტროს სადგურ „ბორისოვოსთან“ პოლიციის პატრულები დგას – ორი-სამი ადამიანი. პერიმეტრზე ყოველ ლამპიონზე დააყენეს სათვალთვალო კამერები, მოამზადეს ლითონის ბარიერები, იტყობინება RusNews-ი. თავად სასაფლაოზე პოლიციელები ხალხს პასპორტებით უშვებენ, ასევე საჭიროა მათთვის ვიზიტის მიზნის თაობაზე ანგარიშის ჩაბარება, იტყობინება ტელეგრამის არხი […]
გალელი თემურ კარბაიას გარდაცვალებასთან კავშირში ეჭვმიტანილი ზუგდიდში დააკავეს

ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ წარჩეში მცხოვრები საქართველოს მოქალაქის, თემურ (ვიტალი) კარბაიას გარდაცვალების საქმეზე ერთი პირი ზუგდიდში დააკავეს. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, სამართალდამცავებმა სამი დღის წინ დააკავეს ოკუპირებული რეგიონის მცხოვრები დავით კვეკვესკირი, რომელმაც საოკუპაციო ხაზის კვეთა და ზუგდიდში მიმალვა შეძლო. რადიო თავისუფლების წყაროს ინფორმაციით, კვეკვესკირი ზუგდიდში დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა. მას თან ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი. შინაგან […]
„ოცნებამ” „დამაზიანებელი” უწოდა ევროპარლამენტის ანგარიშს, რომელშიც სააკაშვილის შეწყალებაზეა მითითება

საგარეო პოლიტიკის წლიური ანგარიში, რომელიც ევროპარლამენტმა 28 თებერვალს დაამტკიცა, „ქართული ოცნების” მხრიდან მორიგი შეტევის საფუძველი გახდა. თბილისის მერმა, საქართველოს მმართველი პარტიის თავმჯდომარემ კახა კალაძემ განაცხადა, რომ ის აზიანებს დასავლეთთან ურთიერთობებს. „ზოგადად, ასეთი რეზოლუციები დამაზიანებელია იმ ურთიერთობებისთვის, რაც არსებობს, უბრალოდ შეურაცხმყოფელია. არაერთი რეზოლუცია გვინახავს, სადაც მძიმე რაღაცები იყო ჩაწერილი, შემდეგ მოგვიანებით გამოიკვეთა, თუ როგორ ხდებოდა აღნიშნული […]
ქუთაისში, “პრესის სახლის” ყოფილ შენობაში 100-ნომრიანი სასტუმრო განთავსება – ქონების მფლობელი

ქუთაისში, პრესის სახლის ყოფილი შენობაში 100-ნომრიანი სასტუმრო განთავსება – ამის შესახებ BMG-სთან, შენობის მფლობელმა მიხეილ ჩუბინიძემ განუცხადა. ქუთაისის პრესის სახლის ყოფილი შენობა 2022 წლის ოქტომბერში გაიყიდა. “100 საინვესტიციო შეთავაზება შენი ბიზნესისთვის” ფარგლებში, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ქონებას თავდაპირველად ₾3.2 მლნ-ად ყიდდა, თუმცა შემდეგ ფასი 1.6 მლნ ლარამდე დაწია. აუქციონზე ვაჭრობისას მაღალი კონკურენცია დაფიქსირდა – 154 […]
მოქალაქეებს ₾1 მლრდ-ზე მეტი ღირებულების საქონელი აქვთ დალომბარდებული

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშგებების თანახმად, ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში 1.1 მილიარდი ლარის ღირებულების საქონელი აქვთ დაგირავებული. სულ სალომბარდე კრედიტების რაოდენობა 883,000-ს შეადგენს. ეს პირდაპირ არ ნიშნავს, რომ 883 ათას ადამიანს აქვს სალომბარდე სესხი, რადგანაც ერთსა და იმავე პირს, შესაძლოა, ერთდროულად ერთზე მეტი სალომბარდე სესხი ჰქონდეთ გამოტანილი. ერთი სალომბარდე სესხის საშუალო მოცულობა 1297 ლარს […]
შალვა პაპუაშვილი – დადგა დრო, ევროკავშირი ოფიციალურად გაემიჯნოს ევროპარლამენტარების ცილისმწამებლურ განცხადებებს – ჩვენი შეკითხვაა, იზიარებენ თუ არა ისინი ჩვენს საერთო ღირებულებებს თუ ევროპარლამენტარების ვიწრო ინტერესებს ექვემდებარებიან

დადგა დრო, ევროკავშირი ოფიციალურად გაემიჯნოს ევროპარლამენტარების ცილისმწამებლურ განცხადებებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, შეკითხვა ევროკავშირისადმი იმაზეა, „იზიარებენ თუ არა ისინი ჩვენს საერთო ღირებულებებს თუ ევროპარლამენტარების ვიწრო ინტერესებს ექვემდებარებიან“. „ახლახანს, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც შევიდა აბზაცი, სადაც ევროპარლამენტარები სააკაშვილის კანონიერი პატიმრობიდან ვადამდე გათავისუფლებას მოითხოვენ „ჰუმანიტარული ნიშნით“, რასაც არ უნდა […]