მეტროსადგურ „გოცირიძის“ მიმდებარე ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დასუფთავდა

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა მეტროსადგურ „გოცირიძის“ მიმდებარედ საფეხმავლო ხიდის ქვეშ არსებული ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს. დასუფთავების აქციაში ჩართული იყვნენ სს „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლებიც.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია „საქართველოს რკინიგზის“ სატვირთო გადაზიდვების დირექტორის მოადგილე გიორგი გომარელთან ერთად გაეცნო.
„ამ ტერიტორიის გარკვეული ნაწილი „საქართველოს რკინიგზის“ ბალანსზეა, შესაბამისად, აქ ჩვენ ყოველდღიურ დასუფთავების სამუშაოებს არ ვახორციელებთ. იმის გამო, რომ აღნიშნული მონაკვეთი მოქალაქეების მიერ იყო დაბინძურებული, გადავწყვიტეთ, აქციის სახით დაგვესუფთავებინა. მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, გთხოვთ, საყოფაცხოვრებო ნარჩენი მხოლოდ და მხოლოდ ნაგავშემკრებ კონტეინერებში განვათავსოთ“, – აღნიშნა დავით ფაჩულიამ.
მერიის განმარტებით, მსგავსი დასუფთავების ღონისძიებები „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ პერიოდულად იგეგმება.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს