ლევან დავითაშვილი – Heritage Foundation-ის ინდექსში საქართველო უსწრებს ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანას და კანდიდატის სტატუსის მქონე ყველა სახელმწიფოს

Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველო მორიგ ჯერზე დაწინაურდა და მსოფლიოში 32-ე ადგილზეა, ხოლო ევროპის ქვეყნებს შორის – მე-19 ადგილზე – მათ შორის, რეიტინგში ვუსწრებთ ევროკავშირის წევრ რამდენიმე ქვეყანას და კანდიდატის სტატუსის მქონე ყველა სახელმწიფოს, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, საქართველოში ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის გაუმჯობესება გამოიწვია რამდენიმე ფაქტორმა, მათ […]
დროა, EU ოფიციალურად გაემიჯნოს ევროპარლამენტარების ცილისმწამებლურ განცხადებებს – პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დადგა დრო, რომ ევროკავშირი ოფიციალურად გაემიჯნოს ევროპარლამენტარების „ცილისმწამებლურ განცხადებებს“. ამის შესახებ პაპუაშვილის მიერ გამოქვეყნებულ ვრცელ წერილშია საუბარი, რომელიც მას შემდეგ დაიწერა, რაც ევროპარლამენტის საგარეო პოლიტიკურ წლიურ ანგარიშში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი მოხვდა. წერილში პაპუაშვილი პოლონელ ევროპარლამენტარ ანა ფოტიგასა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რადოსლავ სიკორსკის აკრიტიკებს, რომლებიც სააკაშვილის გათავისუფლებაზე საუბრობენ. […]
მაჭარაშვილი ევროპარლამენტის ანგარიშზე: ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებს

ბიძინა ივანიშვილის დეპუტატი, მოძრაობა ხალხის ძალის წევრი, გურამ მაჭარაშვილი ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას ეხმაურება, რომლითაც სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებენ. მაჭარაშვილი ამბობს, რომ ასეთი გადაწყვეტილებები საქართველოში ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებს. “ამ რეზოლუციას ჰქვია – ევროპარლამენტი ევროპული ღირებულებების წინააღმდეგ. საქართველოში ანტიდასავლურ განწყობებს თუ რამე აღვივებს, სწორედ ასეთი ტიპის რეზოლუციებია […] ქართველ ხალხს შეურაცხყოფას აყენებს და ეუბნება, […]
ყველაზე იაფი/ძვირი ვალუტები მსოფლიოში

1 ამერიკული დოლარი დღეს 42 037 ირანული რიალის ეკვივალენტია და ეს მოცემულობა ამ უკანასკნელს მსოფლიოში ყველაზე ნაკლებად ღირებულ ვალუტად აქცევს. ირანის ოფიციალური ვალუტის ასეთი გაუფასურება ძირითადად ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ არეულობასა, სანქციებსა და ირან-ერაყის ომს უკავშირდება. მსოფლიოში მეორე ყველაზე იაფფასიანი ვალუტა ვიეტნამური დონგია, რომელიც ბოლო პერიოდში მნიშვნელოვან დევალვაციას განიცდის. ამჟამად 1 დოლარი 24 535 დონგის ეკვივალენტია. […]
„ბიბლუსის“ წიგნის კაფე „პიატომ“ გო“ე“მოს (Gault&Millau) ნიშანი მიიღო

„ბიბლუსის“ წიგნის კაფე „პიატომ“ გო“ე“მოს ხარისხის ნიშანი მიიღო. გო“ე“მო კვების ობიექტების შეფასებისა და ხარისხის დამადასტურებელი ფრანგული ბრენდია, რომელიც 1965 წელს დაარსდა. მისი მთავარი ორიენტირი ხარისხია. გო“ე“მოს ექსპერტების ჯგუფი აფასებს კვების ობიექტების გარემოს, ინტერიერს, მომსახურებას, კერძების პრეზენტაციის ტექნიკას, ინგრედიენტების ხარისხს და აღნიშნულის შესაბამისად ანიჭებს მას ნიშანს. საქართველოში გო“ე“მო 2017 წლიდან არსებობს და მას შემდეგ აქტიურად ხდება […]
ოკუპირებულ აფხაზეთში კარბაიას მკვლელობის საქმეზე ეჭვმიტანილი ზუგდიდში დააკავეს

ოკუპირებულ აფხაზეთში, საქართველოს მოქალაქის, თემურ კარბაიას მკვლელობის საქმეზე ეჭვმიტანილი შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის ზუგდიდში დააკავა. როგორც ტაბულას შსს-ში ეუბნებიან, პირი დაკავებულია მოსამართლის განჩინების საფუძველზე სსკ-ის 236-ე მუხლით, რაც იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს. საქმეზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით ჰქონდა დაწყებული. 12 თებერვალს ოკუპირებულ აფხაზეთში კარბაიას […]
პრეზიდენტი ივანიშვილზე: კარგია მისი პოლიტიკაში დაბრუნება, ნიშნავს რომ ჩრდილში აღარ არის

კარგია, რომ დაბრუნდა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში. ეს ნიშნავს, რომ აღარ არის ჩრდილში, რაც იყო დიდი პრობლემა, როდესაც არ იცი ძალაუფლების წყარო საიდან მოდის, როდესაც არ გაქვს ვალდებულება და აუცილებლობა იყო პასუხისმგებელი საზოგადოების წინაშე. ამიტომ ვფიქრობ, რომ ბევრად უკეთესია, რომ იგი იყოს უფრო თვალსაჩინო პოზიციაში. მიუხედავად იმისა, რომ მდიდარი კაცია. ამას სხვა ბევრ ქვეყანაშიც ვხედავთ – […]
მეტროსადგურ „გოცირიძის“ მიმდებარე ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დასუფთავდა

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა მეტროსადგურ „გოცირიძის“ მიმდებარედ საფეხმავლო ხიდის ქვეშ არსებული ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, დასუფთავების აქციაში ჩართული იყვნენ სს „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლებიც. სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია „საქართველოს რკინიგზის“ სატვირთო გადაზიდვების დირექტორის მოადგილე გიორგი გომარელთან ერთად გაეცნო. „ამ ტერიტორიის გარკვეული ნაწილი „საქართველოს რკინიგზის“ ბალანსზეა, […]
ხვალიდან მგზავრების გადაყვანების რეგულირება მკაცრდება – “ყველა პირობას ვაკმაყოფილებთ”

ხვალიდან საქართველოს მასშტაბით მდებარე ავტოსადგურებსა და მგზავრთგადამყვან ოპერატორებს ახალი რეგულაციების დაკმაყოფილება მოუწევთ. კერძოდ, 1 მარტიდან ნებისმიერ მძღოლს, რომელსაც მგზავრების გადაყვანა მოუნდება, სტანდარტების დაკმაყოფილება და ლიცენზიის აღება მოუწევს, ავტოსადგურმა კი სერტიფიცირება უნდა გაიაროს.
უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც სააკაშვილის სასტიკი რეჟიმისადმი ლოიალურები იყვნენ, მაგრამ ახლა გაუმართლებლად აკრიტიკებენ „ქართულ ოცნებას“, სააკაშვილის მეგობრები არიან და არა საქართველოსი

უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც სააკაშვილის სასტიკი რეჟიმისადმი ლოიალურები იყვნენ, მაგრამ ახლა გაუმართლებლად აკრიტიკებენ „ქართულ ოცნებას“, სააკაშვილის მეგობრები არიან და არა საქართველოსი უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც სააკაშვილის სასტიკი რეჟიმისადმი ლოიალურები იყვნენ, მაგრამ ახლა გაუმართლებლად აკრიტიკებენ „ქართულ ოცნებას“, სააკაშვილის მეგობრები არიან და არა საქართველოსი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „მიხეილ სააკაშვილის თაობაზე მის […]