ზურაბიშვილი: კარგია, რომ ივანიშვილი დაბრუნდა, თავიდან გვაცილებს ჩრდილოვანების ნაწილს

კარგია, რომ დაბრუნდა [ბიძინა ივანიშვილი] პოლიტიკაში. ეს ნიშნავს, რომ თავიდან გვაცილებს ჩრდილოვანების იმ ნაწილს, რომელიც დიდი პრობლემა იყო, როდესაც არ იცი ძალაუფლების წყარო საიდან მოდის, როდესაც არ გაქვს ვალდებულება და აუცილებლობა იყო პასუხისმგებელი საზოგადოების წინაშე. ამიტომ ვფიქრობ, რომ ბევრად უკეთესია, რომ იგი იყოს უფრო თვალსაჩინო პოზიციაში, მიუხედავად იმისა, რომ მდიდარი კაცია და ეს ბევრ სხვა […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6599 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6599 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6599 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6606 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0007 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8839 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8780 ლარს შეადგენდა. […]

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვაჟთა გუნდი თოვლის ფრენბურთში ეროვნული ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გახდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვაჟ ფრენბურთელთა გუნდმა, თოვლის ფრენბურთში 2024 წლის საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში, ვერცხლის მედალი და მეორე საპრიზო ადგილი მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფრენბურთელთა გუნდმა თოვლის ფრენბურთის წლევანდელ ეროვნულ ჩემპიონატში სტუდენტების – ალექსი ზაქაიძის, დავით ცხომარიას, ალექსანდრე ქაჩიბაიასა და პეტრე ლობჟანიძის შემადგენლობით იასპარეზა. სტუ-ის ფრენბურთელებმა ფინალური […]

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საშინაო უსაფრთხოებისა და სახელმწიფო საქმეთა კომიტეტზე რუსეთისთვის დაწესებული სანქციების თავიდან არიდების საკითხებზე მსჯელობისას დასახელებული საქართველოსა და აშშ-ის შორის სავაჭრო სტატისტიკა რეალურ მონაცემებს არ ასახავს. უწყების განცხადებით, კომიტეტზე არ წარმოდგენილა არცერთი კონკრეტული ფაქტი, რომელიც საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების დარღვევის შემთხვევას დაადასტურებდა. შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6599 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6599 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6599 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6606 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0007 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8839 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8780 ლარს შეადგენდა. […]

პრეზიდენტი – იმაზე უნდა ვიფიქროთ, რუსეთს რა სურს, თუ ჩვენ რა გვსურს? – ყველას უნდა გვეშინოდეს, თუკი პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ წარმატებას აღწევს – ის სამხედრო კუთხით ჯერ არ დამარცხებულა, მაგრამ გამარჯვებული არ არის

ის, რასაც ახლა რუსეთი ცდილობს და რასაც გააგრძელებს, როგორც ის ევროპის და სხვა ქვეყნებში აკეთებს, არის ჰიბრიდული ომი, რომელიც უკვე დაწყებულია. ის ცდილობს პროპაგანდის გზით გამარჯვების მოპოვებას, დესტაბილიზაციას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. „რუსეთი საქართველოში მინიმუმ სამჯერ შემოიჭრა. ის განაგრძობს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას. ეს არ ეხება ოკუპაციას, ეს ეხება პირდაპირ […]

თსუ-ში ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზედამხედველი გენერალური დირექტორის საჯარო ლექცია გაიმართა

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონის ამოქმედებამდე ერთი დღით ადრე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზედამხედველი, გენერალური დირექტორი, ლეონარდო სერვერა ნავასი ეწვია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს. მათივე ცნობით, ლეონარდო სერვერა ნავასმა თსუ სტუდენტებისთვის, პროფესორებისთვის და დაინტერესებული პირებისთვის საჯარო ლექცია გამართა, რომელმაც ისაუბრა იმ პროცესებზე, რომელიც წინ უძღოდა ევროკავშირის დაფუძნებას, აგრეთვე, იმ ადამიანებზე, რომელთაც […]

ირაკლი ზარქუა პრეზიდენტს – რა კოალიციური მმართველობა? ახალი დაკვეთა გაქვთ მიღებული, რომ არჩევნების მეორე დღეს გამოხვიდეთ და ლეგიტიმაცია არ ცნოთ შედეგების?!

რა კოალიციური მმართველობა? ახალი დაკვეთა გაქვთ მიღებული, რომ არჩევნების მეორე დღეს გამოხვიდეთ და ლეგიტიმაცია არ ცნოთ შედეგების?! – გაშიფრულები ხართ ყველა: თქვენც და დანარჩენი პატარა „ნეონაცებიც”,- ასე მიმართავს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. ამ განცხადებით ზარქუა ჟურნალისტებთან, კოალიციურ მმართველობაზე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, პატარა პარტიების და „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი ჯამში […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 მარტს 11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მისაქციელი, ნატახტარი, ახალუბანი, წიწამური, საგურამო და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე მცხეთაში შეეზღუდებათ. ამასთან, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ: 12:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ზაჰესში, 12:45-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში მსხალდიდში, ზემო ლისზე, თხინვალაში, მუხათწყაროში და მიმდებარე სოფლებში. ინფორმაციის თანახმად, […]

პრემიერ-მინისტრი საქართველოში ინდოეთის ელჩს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს, ნილაკში საჰა სინჰას შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი ინდოეთსა და საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს შეეხო. ხაზი გაესვა ინდოეთის მთავრობის გადაწყვეტილებას თბილისში მუდმივი დიპლომატიური მისიის გახსნასთან დაკავშირებით; ასევე – საქართველოსა და ინდოეთს შორის პირდაპირი რეგულარული ფრენების დაწყების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ეს გადაწყვეტილებები კიდევ უფრო ხელს შეუწყობს საქართველოსა […]