“სენატშიც სააკაშვილის მეგობრები არიან” – ზარქუა

“ქართული ოცნების” დეპუტატი ირაკლი ზარქუა სენატში გაკეთებული განცხადების საპასუხოდ ამბობს: ახლა ისევ ახალი სცენარი დაიწყეს – იქ, სადაც სჯერათ, იქ წაიღეთ ეს ინფორმაცია. სენატში, როგორც ევროპარლამენტში ამათი რეჟიმის მოკავშირეები არიან, მაგალითად, ქალბატონი შაჰინი, მოკავშირეა რეჟიმის, ის არასდროს ყოფილა საქართველოს მეგობარი, მასავით არიან იქ უამრავი ადამიანი, ვინც სააკაშვილის მეგობრები არიან, რეჟიმის მეგობრები. ჩვენი ქვეყნის მეგობრები რომ […]

საქართველო ყიდულობს აშშ–დან და ექსპორტით მიდის რუსეთში – რა დოკუმენტები გადასცა ზელენსკიმ აშშ–ს და კიდევ რომელ ქვეყნებს ასახელებს სენატორი

რუსეთი დასავლურ კომპონენტებს მეზობელი სახელმწიფოებიდან, მათ შორის, საქართველოდან იმპორტის გზითაც იღებს – ამის შესახებ განცხადება ამერიკელმა სენატორმა, რიჩარდ ბლუმენთალმა მოსმენაზე გააკეთა. მან ამერიკელ მწარმოებლებს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა, რადგან მათი ჩიპები უკანონოდ არ მოხვდნენ რუსი სამხედროების მიერ გამოყენებულ აღჭურვილობაში. “Intel”, “AMD”, “Analog Devices” და “Texas Instruments” – ეს ის კომპანიებია, რომელთა მიერ წარმოებულ ტექნოლოგიებს რუსეთის […]

ბოკერია: აშშ-სთან მსგავსი ურთიერთობის ჩამოყალიბება ივანიშვილის რეჟიმის შედეგია

ევროპული საქართველოს თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას თქმით, აშშ-სთან მსგავსი ტიპის ურთიერთობა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკის შედეგია. ბოკერიამ ამის შესახებ რესპუბლიკელი სენატორის, რონ ჯონსონის განცხადებაზე საუბარისას თქვა. ჯონსონის თქმით, წინასწარი მონაცემებით, რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, რუსეთში პირდაპირ ან ირიბად გააქვთ ამერიკული კომპანიების ნაწარმოები კომპონენტები. “ამ კონტექსტში ეჭვის გამოთქმაც კი თავისთავად მნიშვნელოვანია, თუმცა მთავარი პრობლემა ისაა, […]

მოსკოვში დააკავეს „ნოვაია გაზეტას“ მთავარი რედაქტორი სერგეი სოკოლოვი

მოსკოვში შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს „ნოვაია გაზეტას“ მთავარი რედაქტორი სერგეი სოკოლოვი. ამის შესახებ თავად გამოცემა იტყობინება. როგორც „ნოვაია გაზეტას“ ტელეგრამის არხშია ნათქვამი, სოკოლოვი პოლიციაში მიიყვანეს რუსეთის არმიის „დისკრედიტაციის“ შესახებ ადმინისტრაციული ოქმის შესადგენად. ადმინისტრაციულ საქმეს დართული აქვს ექსპერტიზა, რომელიც რადიოსიხშირეების ცენტრმა ჩაატარა. საქმე ეხება „ნოვაია გაზეტას“ ერთ-ერთ პუბლიკაციას. საქმეს პეროვოს […]

პაპუაშვილი: დროა, ევროკავშირი ევროპარლამენტარების ცილისმწამებლურ განცხადებებს გაემიჯნოს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში პოლონელი ევროპარლამენტარის, ანა ფოტიგას მიერ ევროპარლამენტის რეზოლუციაში შეტანილ შესწორებას გამოეხმაურა, რომლითაც სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს. პაპუაშვილის მითითებით, იგივე მოთხოვნა წამოაყენა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკისმაც. პაპუაშვილი წერს, რომ დროა, ევროკავშირი ევროპარლამენტარების განცხადებებს ოფიციალურად გაემიჯნოს. პაპუაშვილის აზრით, სააკაშვილის შესახებ მისი უცხოელ მფარველების წარმოდგენებსა თუ […]

ზარქუა: როგორც სენატში ისევე, როგორც ევროპარლამენტში, იმ რეჟიმის მოკავშირეები არიან

ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ სენატში, როგორც ევროპარლამენტში, წინა ხელისუფლების მეგობრები არიან. ამით ის აკრიტიკებს სენატში განხილულ საკითხს, რომ საქართველო შესაძლოა რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს თავიდან ირიდებს. “ახალ ისევ ახალი სცენარით დაიწყეს. კიდევ ერთხელ გეუბნებით, სადაც სჯერათ ეს, იქ წაიღეთ. სენატში ისევე, როგორც ევროპარლამენტში, ამათი, ამ რეჟიმის მოკავშირეები [არიან]… არაერთი გვარი ჩამოგითვალოთ? მაგალითად ქალბატონი […]

„დიდუბის ავტოსადგომი ყველა პირობას აკმაყოფილებს, სამაგიეროდ ვიმედოვნებთ, აიკრძალება ე.წ ხიშნიკები“ – ნესტორ მიქატაძე

1-ელი მარტიდან საქართველოს მასშტაბით მდებარე ავტოსადგურებსა და მგზავრთგადამყვან ოპერატორებს ახალი რეგულაციების დაკმაყოფილება მოუწევთ. პარლამენტმა გასული წლის მიწურულს „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო, რომლის შედეგად, ავტოსადგურებს სერტიფიცირება მოუწევთ, მგზავრების გადასაყვანად კი შესაბამისი ნებართვა გახდება საჭირო. „დიდუბის ავტოსადგურის“ ხელმძღვანელი ნესტორ მიქატაძის თქმით, ის მიესალმება ავტოსადგურთა სერტიფიცირების საკითხს, საქალაქთაშორისო მგზავრების გადაყვანა კი უნდა ექვემდებარებოდეს სანებართვო საქმიანობას. „ჩვენ […]

“ეს ივანიშვილის პოლიტიკის განაჩენია” – ბოკერია –

“ევროპული საქართველოს” ლიდერი, გიგა ბოკერია: “პრობლემა ბევრად უფრო დიდია, ვიდრე სენატორის ცალკეული განცხადება, რაც თავისთავად მნიშვნელოვანი და პრობლემაა, ამ კონტექსტში ეჭვის გამოთქმაც კი. პრობლემა ისაა, რომ აშშ-ში საქართველოს საკითხი იმ კონტექსტში, რაც ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია აღარ დგას – ეს არის ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკის, უმოქმედობის და მავნებლური მოქმედებების და ჩვენ პარტნიორებთან დაპირისპირების, იზოლაციაში საქართველოს მოხვედრის პირდაპირი […]

12 წლის ბავშვს სკოლაში დანა ყელზე დაადეს – “რაღაც, გაეხუმრა” – დირექტორის სკანდალური კომენტარი

ტვ პირველის ცნობით, 12 წლის მოზარდის მშობელი მისი შვილის თანასკოლელს ბავშვზე ბულინგსა და დანით მუქარაში ადანაშაულებს. დედა ამბობს, რომ მის შვილს ერთი და იგივე მოზარდი რამდენჯერმე დახვდა სკოლაში და დაემუქრა, როგორც დანით, ისე სიტყვიერად. მშობლის ინფორმაციით, მეცხრე კლასელი ბიჭი მეშვიდე კლასელ მოზარდს საქმეებს ხან სკოლის საპირფარეშოში ურჩევს, ხანაც საჩხუბრად სარდაფში ჩაჰყავს. მომხდარზე უკვე ინფორმირებულია პოლიცია, […]

პრეზიდენტის განცხადება ნიშნავს, რომ “ოცნება” უნდა წავიდეს – გოცირიძე

დეპუტატი, რომან გოცირიძე საქართველოს პრეზიდენტის გზავნილებს ლონდონიდან ეხმაურება და ამბობს: “მისი განცხადება ნიშნავს, რომ “ქართული ოცნება” უნდა წავიდეს და ნიშნავს, რომ უნდა მოვიდეს ოპოზიცია. ძალიან ელემენტარული ლოგიკაა მასში. ოპოზიცია ცალ-ცალკე ხელისუფლებაში ვერ მოვა. თუ ოპოზიცია ისეთ პლატფორმაზე გაერთიანდება, რომელიც იმ ხმებს დაიცავს, როგორც უმრავლესობას, ვინაიდან ამომრჩეველთა უმრავლესობა ოპოზიციური განწყობილია და მაღალი ბარიერის გამო ხმები არ […]