ეკატერინე მიქაბაძემ გალტ & თაგარტის და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე მიქაბაძემ გალტ & თაგარტის და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით ორგანიზებულ, საქართველოში სეკიურიტიზაციის განვითარების შესახებ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, სიტყვით გამოსვლისას ეკატერინე მიქაბაძემ ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში დაფინანსების ალტერნატიული წყაროების გაჩენის მნიშვნელობას და ხაზი გაუსვა ეროვნული ბანკის ძალისხმევას კაპიტალის ბაზრის რეფორმების წარმართვის კუთხით. „ფასიან […]
„Heritage Foundation-ის ინდექსში საქართველო უსწრებს ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანას და კანდიდატის სტატუსის მქონე ყველა სახელმწიფოს“ – ლევან დავითაშვილი

„Heritage Foundation-ის ინდექსში საქართველო უსწრებს ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანას და კანდიდატის სტატუსის მქონე ყველა სახელმწიფოს“ – ლევან დავითაშვილი „Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველო მორიგ ჯერზე დაწინაურდა და მსოფლიოში 32-ე ადგილზეა, ხოლო ევროპის ქვეყნებს შორის – მე-19 ადგილზე. მათ შორის, რეიტინგში ვუსწრებთ ევროკავშირის წევრ რამდენიმე ქვეყანას და კანდიდატის სტატუსის მქონე ყველა სახელმწიფოს“, – ამის შესახებ ეკონომიკის […]
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება სოხუმის აეროპორტისთვის თანამშრომლებს ეძებს

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება სოხუმის აეროპორტისთვის თანამშრომლებს ეძებს ოკუპირებული აფხაზეთის „ხელისუფლება“ სოხუმის აეროპორტისთვის თანამშრომლებს ეძებს. ამის შესახებ გამოცემა abkhazeti.info წერს. ამავე ინფორმაციით, თანამშრომლების აყვანის „განათლების სამინისტრომ“ „ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სამინისტროსთან“ ერთად გამოაცხადა. აეროპორტში დასაქმების მსურველები შესაბამის შემოწმებას გაივლიან და დადგინდება მათი კვალიფიკაციის დონე. მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსი ინვესტორი სოხუმის აეროპორტის ტერიტორიაზე ავარიული შენობების დემონტაჟს […]
„10% გამოგვეხმაურა, რომ სურს SMS-რეკლამის მიღება“ – რეზო მაღალაშვილის მოლოდინები

Zara-ს, Massimo Dutti-ს, Mango-ს და სხვა ბრენდების ოპერატორი კომპანია „სინომი რითეილის” დირექტორი რეზო მაღალაშვილი ამბობს, რომ 1 მარტიდან მომხმარებლებისთვის არასასურველი სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნის შეზღუდვა ბიზნესს ფინანსებს დაუზოგავს. როგორც მაღალაშვილი BMG-სთან განმარტავს, ხარჯების შემცირებასთან ერთად, ცვლილება კომუნიკაციის ეფექტიანობასაც გაზრდის, ვინაიდან მოძველებული ბაზების გამოყენებით გაგზავნილი სარეკლამო SMS-ები არაეფექტიანია. „ბაზები რომ ძველდება, გაუგებარია ხოლმე ადამიანები კითხულობენ, თუ არა […]
სასტიკი მკვლელობა გენდერის ნიშნით – ცინდელიანს უვადო პატიმრობა ემუქრება

22 წლის გოგოს მკვლელობისთვის დაკავებულს ოთო ცინდელიანს პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წარუდგინა. უწყება ცინდელიანს გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება. უწყების ცნობით, ცინდელიანმა 22 წლის გოგოს მრავლობითი დაზიანებები ცივი იარაღით მიაყენა, რის შედეგადაც ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა. მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული […]
უკრაინის თქმით, ამოიცნეს ომის დანაშაულში ეჭვმიტანილი 511 პირი, 81 უკვე გაასამართლეს

უკრაინის გენერალური პროკურორის, ანდრეი კოსტინის ინფორმაციით, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ომის სავარაუდო დანაშაულში ეჭვმიტანილი 511 პირი ამოიცნეს, 81 პირი კი უკვე გაასამართლეს. ამის შესახებ კოსტინმა ისაუბრა ომის დანაშაულების შესახებ გამართულ კონფერენციაზე, რომელსაც პოლონეთის, ლიტვისა და რუმინეთის გენერალურ პროკურორებთან ერთად ევროკავშირის მართლმსაჯულების ჯგუფის, Eurojust-ის პრეზიდენტიც ესწრებოდა. “ამ მსჯავრდებების უმეტესობა დაუსწრებელია, მაგრამ ისინი მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ […]
მეგობარ ქალს დანით დაზიანებები მიაყენა – განზრახ მკვლელობის ფაქტზე პირს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში, ლილოს დასახლებაში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. სამართალდამცველებმა 2003 წელს დაბადებული ო.ც მომხდარიდან რამოდენიმე საათში, ზუგდიდში დააკავეს. “დადგინდა, რომ 28 თებერვალს, თბილისში, ბრალდებულმა მეგობარ ქალს დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის […]
Freedom House – საქართველოს მთავრობა შეეცადა მიეღო კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, რომელიც მნიშვნელოვნად შელახავდა გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას

2023 წლის დასაწყისში, საქართველოს მთავრობა შეეცადა მიეღო კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, რომელიც მნიშვნელოვნად შელახავდა გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას, – ამის შესახებ აღნიშნულია Freedom House-ის ყოველწლიურ ანგარიშში – „თავისუფლება მსოფლიოში“. დოკუმენტის იმ ნაწილში, რომელიც ევრაზიის რეგიონს ეხება, აღნიშნულია, რომ რეგიონის მასშტაბით რეპრესიული მთავრობები მიჰყვნენ მოსკოვის მაგალითს და საზოგადოებას შესთავაზეს, ან მიიღეს კანონები, რომლებიც დამოუკიდებელ მედიასაშუალებებსა და […]
პიტერ სტანო – პუტინი ერს ატყუებს, ერი რკინის მუშტისა და სტალინის სტილის რეპრესიების ქვეშ ცხოვრობს

ვლადიმერ პუტინი საკუთარი ერის მოტყუებას აგრძელებს, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა „ეს გამოსვლა რუსეთში მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტში უნდა იყოა განხილული. ეს ხელახლა არჩევისთვის პუტინის ძალისხმევის ნაწილს წარმოადგენს“, – განაცხადა პიტერ სტანომ. სტანომ აღნიშნა, რომ პუტინის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენებით მუქარა სრულიად მიუღებელი და შეუსაბამოა. „ეს სიცრუის […]
პროკურატურამ ლილოს დასახლებაში, 21 წლის გოგოს მკვლელობის საქმეზე დაკავებულ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ლილოს დასახლებაში, 21 წლის გოგოს მკვლელობისთვის დაკავებულ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, მას ბრალდება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე წარედგინა. გენერალაური პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 28 თებერვალს, თბილისში, ბრალდებულმა მეგობარ ქალს დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. […]