სააკაშვილი: ასობით ათასი მოქალაქე რიგებში დგას ჩემი გათავისუფლების მოთხოვნის ხელმოსაწერად

დიდი მადლობა ევროპარლამენტს მორიგი რეზოლუციისთვის, რომელიც ითხოვს ჩემს გათავისუფლებას. ევროპის მთავარი საკანონმდებლო ორგანო, როგორც ყოველთვის იჭერს სიმართლის პოზიციას. ეს არა მხოლოდ ჩემს მიმართ მხარდაჭერის, არამედ საქართველოშიც და უკრაინაშიც, ჩემი მილიონობით მომხრისათვის მხარდაჭერის გამოხატვაა. ამავე დროს, ასობით ათასი საქართველოში მცხოვრები მოქალაქე რიგებში დგას მთელს ქვეყანაში, ჩემი გათავისუფლების მოთხოვნის ხელმოსაწერად და არასდროს დავიღლები, რომ მათ ვუთხრა მთელი […]

ბაკალავრზე კურსების ნაწილი 3-წლიანი, მაგისტრატურაზე კი 1-წლიანი გახდა

ბაკალავრზე კურსების ნაწილი 3-წლიანი, მაგისტრატურაზე კი 1-წლიანი გახდა – ამას ითვალისწინებს განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვარის მიერ ხელმოწერილი ბრძანება, რომლის მიხედვითაც, განისაზღვრა ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამისა (მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს) და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის (მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს) შემუშავების წესი. ეს ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში უკვე აიტვირთა. როგორც ბრძანებაშია ნათქვამი, ბაკალავრიატის მიმართულებით, ცვლილებები იქნება ხელოვნების, ბიზნესისა და ადმინისტრირების […]

თენგიზ შარმანაშვილი სალომე ზურაბიშვილზე – ცოცხალი პატრიარქის პირობებში რა არჩევაზე საუბრობს? – მოკვლას უპირებს თუ გადაყენებას?!

ცოცხალი პატრიარქის პირობებში რა არჩევაზე საუბრობს? , – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა და სალომე ზურაბიშვილის მიერ პატრიარქისა და ეკლესიის შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. შარმანაშვილის თქმით, ზურაბიშვილის საქციელი ყველა ზღვარს სცდება და მას პატრიარქის სტატუსი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობა ჰგონია. “ცოცხალი პატრიარქის პირობებში რა არჩევაზე საუბრობს? მოკვლას უპირებს თუ გადაყენებას? პატრიარქის სტატუსი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობა […]

გარემოს სააგენტო: საქართველოს ზოგიერთ რაიონსა და თბილისში, ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობამ მოიმატა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე, დედაქალაქში, ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების [PM10, PM2.5] შემცველობამ მოიმატა. უწყების ვარაუდით, ეს შესაძლებელია, სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით იყოს გამოწვეული. სააგენტოში აცხედებენ, რომ ტრანსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს. უწყების ინფორმაციითვე, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის […]

ბექა ლილუაშვილი – პაპუაშვილმა ცუდი პოლიციელის როლი შეითავსა

როგორც ჩანს, პაპუაშვილმა დროებით, ცუდი პოლიციელის როლი შეითავსა, – ასე ეხმაურება პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ბექა ლილუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ ევროპარლამენტარების მისამართით გაკეთებულ განცხადებებს. ბექა ლილუაშვილის თქმით, ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ ლიდერებმა „გულთან ახლოს მიიტანეს“ და სწორედ ამას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის კრიტიკული განცხადებები. „ხანდახან ცუდი პოლიციელისა და კარგი პოლიციელის თამაში ხელისუფლების წევრებს […]

“ექსტრადიცია იქნებოდა ყველაზე სწორი გზა – შეწყალების ერთი აქტი ვერ მოხსნის ყველა პრობლემას” – ბესელია

მე არ ვიცი ფინალი, ეს არის, ერთი მხრივ, პრეზიდენტის ნაწილი და ექსკლუზიური უფლებამოსილება, რომელიც ვერ შეცვლის მთლიანად სასამართლოს გადაწყვეტილებას – ერთი შეწყალების აქტი ვერ მოხსნის ყველა იმ პრობლემას, რომელიც სააკაშვილთან დაკავშირებით არსებობს. მთავარი თემა აქ არის სასამართლო, რომლის ხელშია ეს გადაწყვეტილება და სამწუხაროდ, აქ რომ მიუკერძოებლობის ტესტს ვერ აბარებს სასამართლო ამიტომაც არის ამდენი ხინჯი და […]

ზურაბ ჭიაბერაშვილი – ქვეყანამ ისტორიას უნდა ჩააბაროს პოლიტიკური დევნა

აუცილებელი და გადაუდებელი ამოცანაა პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლება! თუ ჩვენ გვინდა ევროპა, წინსვლა, ადამიანების ცხოვრების შეცვლა უკეთესობისკენ, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები და სტაბილური ფასები, ქვეყანამ ისტორიას უნდა ჩააბაროს პოლიტიკური დევნა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა. ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, უკლებლივ ყველა გამოკითხვაში, საქართველოს ყოველი სამი მოქალაქიდან ორი მხარს უჭერს მიხეილ სააკაშვილის […]

AP: წყაროების თანახმად, ისრაელმა ღაზაში ცეცხლი გაუხსნა ჰუმანიტარული დახმარების მომლოდინე ხალხს, მოკლულია 100-ზე მეტი ადამიანი

29 თებერვალს ისრაელის ჯარებმა ქალაქ ღაზაში ცეცხლი გაუხსნეს თავმოყრილ პალესტინელებს, რომლებიც ჰუმანიტარული დახმარების დანაწილებას ელოდნენ. მოკლულია 100-ზე მეტი ადამიანი. ამგვარად, ჯანდაცვის სფეროს ოფიციალური წარმომადგენლების თანახმად, ოქტომბერში ისრაელის იერიშის დაწყებიდან ღაზაში დაიღუპა 30 ათასზე მეტი ადამიანი. ამის შესახებ Associated Press-ი იტყობინება. საავადმყოფოს წარმომადგენლები თავდაპირველად იტყობინებოდნენ, რომ ბრბოზე დარტყმა განახორციელეს ისრაელის ჯარებმა. მაგრამ მოგვიანებით თვითმხილველებმა თქვეს, რომ […]

სარჯველაძე ამნისტიის კანონპროექტზე: არ მგონია მხარდაჭერა პოვოს

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ეეჭვება, პარტია „გირჩის“ ინიციირებულმა კანონპროექტმა საყოველთაო ამნისტიის შესახებ მხარდაჭერა მოიპოვოს და პოპულისტურ ნაბიჯად აფასებს: „ეს არის ამნისტია, რამდენადაც მე ვიცი, რომლითაც გათვალისწინებულია უკლებლივ ყველასთვის ¼-ით და ნაწილისთვის, სასჯელის განახევრება. მათ შორის, ისეთ მუხლებს ეხება, რომელ მუხლებზეც რეაქცია ძალიან არაერთგვაროვანი შეიძლება იყოს, […]

აბასთუმნის ობსერვატორიის ტერიტორიაზე მცხოვრებებმა აქცია ეკონომიკის სამინისტროსთან გამართეს

აბასთუმნის ობსერვატორიის თანამშრომლებმა და მათი ოჯახის წევრებმა დღეს, 29 თებერვალს, მორიგი აქცია გამართეს. ამჯერად ისინი ეკონომიკის სამინისტროსთან შეიკრიბნენ და მინისტრთან შეხვედრა მოითხოვეს აბასთუმნის ობსერვატორიის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებლებში ცხოვრებასთან დაკავშირებით. აქციის ერთ-ერთი მონაწილე თეონა ტოროშელიძე ამბობს, რომ 16 თებერვალს მათ შეიტანეს წერილი პრემიერ- მინისტრის სახელზე, ხოლო რამდენიმე დღეში გადაიგზავნა სხვადასხვა უწყებებში. “ამ უწყებებიდან ერთ-ერთი სწორედ ეკონომიკის […]