“აი, ეს არის ამერიკა, ბეიბი!” – რამაზ გიგაური

ასტროლოგი, რამაზ გიგაური: აი, ეს არის ამერიკა, ბეიბი! ეს არის სწავლის დაფინანსება და არა ის, ყოფილი პრემიერი უნივერსიტეტებს რომ “მიაწვა” სტუდენტებს სწავლის დავალიანება “გაურასხოდეთო” (ალბათ ქურდულ პონტში) და იქიდანაც რა გამოვიდა და როგორ დასრულდა, კაციშვილმა არ იცის. http://

გენერალი ჯეიმს ჯონსი – ვლადიმერ პუტინი ახლა საკმაოდ დაკავებულია, მაგრამ თუ შესაძლებლობა მიეცემა, რომ სხვა ტერიტორიებზეც წინ წაიწიოს, ამას გააკეთებს

თუ რუსეთს უფლება ექნება, რომ საზღვრების შეცვლა გააგრძელოს ნებისმიერი მიმართულებით, ეს ყველა შემთხვევაში, ცუდი ამბავია, ალიანსი [ნატო] ამას წინ უნდა აღუდგეს – ეს ისევ იმას უბრუნდება, რატომაა უკრაინის გამარჯვება ასე მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ ამერიკის შეიარაღებული ძალების თადარიგის 4-ვარსკვლავიანმა გენერალმა და პრეზიდენტ ბარაქ ობამას ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიმს ჯონსმა „ამერიკის ხმის“ ქართულ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა, […]

მამუკა მდინარაძე – მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს , – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მდინარაძის განცხადებით, კანონპროექტი პარლამენტში უახლოესი 2 კვირის განმავლობაში მომზადდება და დაინიცირდება. როგორც “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი განმარტავს, “არატრადიციული ცხოვრების წესის მიზანმიმართული პროპაგანდა” არის ის, რასთან დაპირისპირებაც ქართული […]

კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 78.6 მლრდ ლარს შეადგენს – ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2024 წლის იანვრის ბოლო მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 17 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი. მათ შორის 15 საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. 2024 წლის იანვრის ბოლოს საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 78.6 მლრდ ლარს შეადგენს. საბანკო სექტორის კაპიტალი 12.3 მლრდ ლარია, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 15.6%-ია. წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის […]

“ნაპოლი” თავისი ყოფილი მნიშვნელოვანი ფეხბურთელის დაბრუნებას ცდილობს

იტალიის ნაკრების 32 წლის ნახევარმცველ ჟორჟინიოს “არსენალთან” კონტრაქტი უმთავრდება და შეიძლება “ნაპოლიში” დაბრუნდეს, – იტყობინება ჟურნალისტი ეკრემ კონური. ჟორჟინიოს აგრეთვე ინგლისის, თურქეთის და საუდის არაბეთის კლუბები ეპატიჟებიან. ჟორჟინიო “არსენალში” გასული წლის იანვარში გადავიდა, ამ სეზონში ყველა ტურნირზე 23 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა, მისი სატრანსფერო ფასი კი 15 მილიონი ევროა. ის […]

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა – 29 თებერვლის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.07 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან – 0.69 თეთრით გაუფასურდა. 29 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6599 ლარია, ერთი ევროსი კი – 2.8839 ლარი. კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.70 ლარია, ხოლო ევროსი – 2.94 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.66 ლარად შეგიძლიათ, ევროსი – 2.89 ლარად.

თბილისის ქუჩები, რომლებსაც პირველ მარტს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, პირველ მარტს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდეელ სამუშაოებს ასახელებს. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფარნავაზ მეფის გამზირის და დემეტრე თავდადებულის ქუჩის მოსახლეობას. მთაწმინდის და კრწანისის რაიონები გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ოქროყანის მოსახლეობას. სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან […]

ბაკალავრიატი 3-წლიანი გახდა – რა წერია ბრძანებაში და ვის ეხება

ბაკალავრიატი 3-წლიანი გახდა – განათლების მინისტრის შესაბამისი ბრძანება საკანონმდებლო მაცნეზეა ხელმისაწვდომი. ცვლილება ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევიდა. არსებული ინფორმაციით, ცვლილება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით პროგრამებს შეეხება. რომელ პროგრამებს ეხება მინისტრის ბრძანება – დეტალები: ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამისა (მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს) და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის (მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს) შემუშავების წესი. მუხლი 1. რეგულირების სფერო 1. ეს წესი განსაზღვრავს […]

ზურაბიშვილმა ისეთი რამ იკადრა, ეშმაკმაც კი პირჯვარი გადაიწერა

ზურაბიშვილმა ისეთი რამ იკადრა, ეშმაკმაც კი პირჯვარი გადაიწერა „ასეთი განცხადებები არ გაუკეთებიათ კომუნისტების დროსაც კი. პატრიარქს ებრძოდნენ და ებრძვიან ეშმაკები და ზურაბიშვილი,” – ასე შეაფასა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა პატრიარქის წინააღმდეგ პრეზიდენტის მხრიდან გაკეთებული განცხადება და აღნიშნა, რომ მას ჰგონია, რომ ფარაონია და დაიმორჩილა სახელმწიფო. „ზურაბიშვილმა ისეთი რამ იკადრა, ეშმაკმაც კი პირჯვარი გადაიწერა […]

ცოცხალი პატრიარქის პირობებში რა არჩევაზე საუბრობს? მოკვლას უპირებს თუ გადაყენებას? – თენგიზ შარმანაშვილი პრეზიდენტზე

ცოცხალი პატრიარქის პირობებში რა არჩევაზე საუბრობს? მოკვლას უპირებს თუ გადაყენებას? – თენგიზ შარმანაშვილი პრეზიდენტზე “ქართული ოცნების” დეპუტატი თენგიზ შარმანაშვილი, სალომე ზურაბიშვილის მიერ პატრიარქისა და ეკლესიის შესახებ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში აფასებს. შარმანაშვილის თქმით, ზურაბიშვილის საქციელი ყველა ზღვარს სცდება და მას პატრიარქის სტატუსი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობა ჰგონია. “ცოცხალი პატრიარქის პირობებში რა არჩევაზე საუბრობს ? მოკვლას უპირებს თუ […]