ემანუელ მაკრონი უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სამხედროების განლაგებაზე – ყოველი სიტყვა, რომელსაც ამ საკითხთან დაკავშირებით ვამბობ, არის გააზრებული

უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სამხედროების განლაგების შესახებ განცხადებები “გამოზომილი და გააზრებული” იყო. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. კერძოდ, საფრანგეთის პრეზიდენტს კომენტარის გაკეთება სთხოვეს მის განცხადებაზე, რომელიც მან პარიზში მოკავშირეების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ გააჟღერა და განაცხადა, რომ “არ შეიძლება გამოვრიცხოთ” უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სამხედროების გაგზავნა. “ეს საკმაოდ სერიოზული საკითხებია. ყოველი სიტყვა, რომელსაც ამ […]
1 მარტიდან სარეკლამო SMS-ებს მართლა აღარ მივიღებთ? – იურისტის განმარტება

1 მარტიდან საქართველოში კანონით იკრძალება უნებართვო სარეკლამო მოკლეტექსტური შეტყობინებების, SMS-ების გაგზავნა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ აწი ასეთი შეტყობინებები თქვენს ნომერზე ავტომატურად არ გამოიგზავნება. რა უნდა ვიცოდეთ უნებართვო სარეკლამო SMS-ების აკრძალვაზე და რისი გაკეთება შეგვიძლია? ამ და სხვა კითხვებზე პასუხები თავის „ფეისბუკზე“ გამოაქვეყნა იურისტმა ნიკა სიმონიშვილმა, „საქართველოს ახალგაზრდა იუსტიციის ასოციაციის“ ყოფილმა თავმჯდომარემ. „ნეტგაზეთმა“ სიმონიშვილის პოსტიდან […]
„გზამკვლევი დეველოპერებისთვის“ – „ტასჰაბის“ რჩევები დეველოპერული სექტორისთვის

გადაცემა “უძრავი ქონებს პროსპექტმა“ არქიტექტურულ კომპანია “ტასჰაბთან” პარტნიორობა დაიწყო. ყოველი თვის ბოლო კვირის გადაცემაში, კომპანიის დამფუძნებელი სტუმრებთან ერთად სამშენებლო და დეველოპერულ სექტორისთვის აქტუალურ თემებზე ისაუბრებს. „კომპანია “ტასჰაბი” რუბრიკის ფარგლებში იმ კომპანიების წარმომადგენლებს უმასპინძლებს, რომლებთან თანამშრომლობის გამოცდილებაც ჩვენ გაგვაჩნია და საერთო ჯამში ერთად გაგიზიარებთ იმ ინფორმაციას, რაც ამ პროცესის გარშემო მაყურებლისთვის და მკითხველისთვის სასარგებლო იქნება. ამ […]
ლილოში 21 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი – ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ფსიქოლოგიური მდგომარეობა არ იძლევა საშუალებას, რომ პოზიცია დავაფიქსიროთ

28 თებერვალს, ლილოში 21 წლის გოგოს მკვლელობისთვის დაკავებული პირის ადვოკატის, ანა შიშნიაშვილის განცხადებით, ბრალდებულის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ამ ეტაპზე, რაიმე პოზიციის დაფიქსირების საშუალებას არ იძლევა. როგორც ბრალდებულის ადვოკატმა აღნიშნა, დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე აღკვეთი ღონისძიების საკითხს სასამართლოს მიანდობს. “დღეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკის განძრახ მკვლელობის მუხლით ბრალდება წარედგინა. რა თქმა უნდა, ჩემი […]
მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილზე – რა იყო ის, რაც არ უკადრია დღემდე? – ეს იყო პატრიარქის მიმართ მძიმე შეურაცხყოფა, თავდასხმა ეკლესიაზე, პატრიარქზე და დღეს ესეც მოახერხა

რა იყო ის, რაც ქალბატონ სალომეს არ უკადრია დღემდე? ერთადერთი, ეს იყო პატრიარქის მიმართ მძიმე შეურაცხყოფა, თავდასხმა ეკლესიაზე, პატრიარქზე და დღეს ესეც მოახერხა, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, სალომე ზურაბიშვილის მიერ ლონდონში, საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტში გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა. მდინარაძის თქმით, ზურაბიშვილი პატრიარქს დაესხა თავს და ცოცხალი ადამიანის შემცვლელზე, მის […]
ახალმა ზელანდიამ 61 რუსი ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ სანქციები დააწესა

ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა უინსტონ პიტერსმა უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოაცხადა. „ახალმა ზელანდიამ კიდევ 61 რუსი ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ სანქციები დააწესა“, – აღნიშნულია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. ირკვევა, რომ სანქციების სიაში რუსეთის ფედერაციის 45 ფიზიკური და 16 იურიდიული პირი მოხვდა. ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა […]
სამეგრელო-ზემო სვანეთს თებერვლის სტიქიის შედეგების კომპენსაციისა და ლიკვიდაციისთვის 3 740 000 ლარი გამოეყო

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს თებერვლის სტიქიის შედეგების კომპენსაციისა და ლიკვიდაციისთვის, მთავრობის განკარგულებით 3 740 000 ლარი გამოეყო. მიმდინარე წლის თებერვალში ძლიერი ქარის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის (მთლიანად ან ნაწილობრივ დაზიანებული კერძო სახლები) კომპენსაციის გაცემის მიზნით, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ჩხოროწყუს, წალენჯიხის და მარტვილის მუნიციაპლიტეტებისთვის 681 000 ლარი გამოიყო. დაზიანებული სახლების შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას ზარალის დამთვლელი […]
მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს “მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს”- განაცხადა “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიგინგზე. “როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში დაცულია ადამიანის უფლებები მაღალ დონეზე, განურჩევლად ნებისმიერი ადამიანის ცხოვრების წესისა. […]
პუტინი დასავლეთს ბირთვული დარტყმებით ემუქრება

ხუთშაბათს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დასავლეთის ქვეყნებს განუცხადა, რომ უკრაინაში საბრძოლველად ჯარების გაგზავნით, ბირთვული ომის პროვოცირების რისკს ქმნიან და გააფრთხილა, რომ მოსკოვს აქვს იარაღი, რათა დასავლეთში სამიზნეებს დაარტყას. უკრაინაში ომმა, 1962 წლის კუბის სარაკეტო კრიზისის შემდეგ, მოსკოვის დასავლეთთან ურთიერთობებში ყველაზე უარესი კრიზისი გამოიწვია. პუტინმა ადრე ისაუბრა ნატოსა და რუსეთს შორის უშუალო დაპირსპირების საფრთხეებზე, მაგრამ ხუთშაბათს გამოთქმული […]
სეპარატისტები მოლდოვაში რუსეთს დახმარებას სთხოვენ

28 თებერვალს, რეგიონის ადმინისტრაციის ოფიციალური პირების შეხვედრაზე, მოლდოვის სეპარატისტულმა დნესტრისპირეთის რეგიონმა სთხოვა რუსეთს დაეხმაროს მის ეკონომიკას გაუძლოს მოლდოვის „ზეწოლას“. ოფიციალურმა კიშინიოვმა შეხვედრა შეაფასა, როგორც პროპაგანდისტული ღონისძიება. სეპარატისტებმა დნესტრისპირეთში “ყველა დონის დეპუტატების კონგრესი” გამართეს, მას შემდეგ, რაც მოლდოვამ დნესტრისპირეთის კომპანიებს მოსთხოვა, იანვრიდან ცენტრალურ ბიუჯეტში იმპორტის გადასახადი გადაიხადონ. კონგრესმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ნათქვამია, რომ ის მიმართავს რუსეთის […]